ავტორი:

"ექიმები გადაძაბულები არიან, დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას“ - თენგიზ ცერცვაძე

"ექიმები გადაძაბულები არიან, დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას“ - თენგიზ ცერცვაძე

"გადაძაბულია კლინიკური სექტორი. მედპერსონალის რესურსი საკმარისია, უბრალოდ, მათი გამძლეობაა სერიოზული გამოცდის ქვეშ" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის'' გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ექიმების გადატვირთულობის გამო შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას.

"აქამდე უექიმოდ არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა, მაგრამ ექიმები გადაძაბვის ზღვარზე მუშაობენ. ხშირად გადატვირთულები არიან, ღამეც არ ტოვებენ ზოგჯერ კლინიკას და ეს პრობლემები არის. მეორე მხრივ, ქვეყანამ უდიდესი საბრძოლო გამოცდილება მიიღო იმ პიკების დროს, რომელიც ჩვენთან უფრო მძიმე იყო, ვიდრე უცხოეთში. "ზოგი ჭირი მარგებელიაო“ რომ იტყვიან, ამ პერიოდში გამოიბრძმედა სამედიცინო პერსონალიც. 9 000 საწოლი მობილიზებულია და დღეისთვის საკმარისი მედპერსონალიცაა. თუმცა, ექიმები გადაძაბულები არიან, დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას“, - განაცხადა ცერცვაძემ.