პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა განაცხადი, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებსაც მკაცრი რეაქცია აქვთ სამსახურის გაუქმებაზე" - ლონდა თოლორაია
"პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა განაცხადი, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებსაც მკაცრი რეაქცია აქვთ სამსახურის გაუქმებაზე" - ლონდა თოლორაია

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის გამო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­მარ­თავს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სარ­ჩელს ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­შიც წა­რად­გენს.

რო­გორც თო­ლო­რა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, მას ვე­ტოს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, რა­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი აჩენ­და.

"ვე­ტოს მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და იმ გან­ცხა­დე­ბის ფონ­ზე, რაც პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა. დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­საც თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ერ­თის მხრივ, იგი ამ­ბობს ვეტო არ და­ა­დო კა­ნონს, თუმ­ცა, თა­ვად­ვე ხე­დავს არა­ერთ სა­მარ­თლებ­რივ პრობ­ლე­მას ამ სა­კი­თხში. პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე შე­საძ­ლოა გავ­ლე­ნა იმა­ნაც იქო­ნია, რომ პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან ძა­ლი­ან ცხა­დად და ნათ­ლად იყო გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ვე­ტოს დაძ­ლევ­დნენ და ამას არა­ნა­ი­რი აზრი არ ექ­ნე­ბო­და. ფაქ­ტია, რომ მეც და პრე­ზი­დენ­ტიც ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევრ სა­მარ­თლებ­რივ პრობ­ლე­მას ვხე­დავთ. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც კა­ნო­ნი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით არის მი­ღე­ბუ­ლი, იმ ფონ­ზე, როცა პრო­ცე­სე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად, ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის და თა­ვად სამ­სა­ხუ­რის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, იმ ფონ­ზე, როცა არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­უქ­მდა, რომ­ლის პრე­ცე­დენ­ტე­ბიც გვახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სცნო ეს რამ­დენ­ჯერ­მე, რა თქმა უნდა, ვე­ტოს სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობ­და. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვეტო პარ­ლა­მენ­ტში და­იძ­ლე­ო­და, რად­გან მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მტკი­ცე იყო. თუმ­ცა ვე­ტოს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის­თვის და ამ სამ­სა­ხუ­რის­თვის და ეს იქ­ნე­ბო­და გა­ნა­ცხა­დი იმი­სა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მკაც­რი რე­აქ­ცია აქვთ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად ხდე­ბა ასე­თი ინ­სტი­ტუ­ტის სამ დღე­ში გა­უქ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ახლა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, სა­დაც სარ­ჩელს რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ი­ტანს.

"ჩვენ და პი­რა­დად მეც სარ­ჩელს შე­ვი­ტან. ასე­ვე გა­უქ­მე­ბუ­ლია არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რომ­ლის პრე­ცე­დენ­ტე­ბიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ არა­ერ­თხელ და­ად­გი­ნა ასეთ პრე­ცე­დენ­ტებ­ზე დარ­ღვე­ვა. ამი­ტომ შიდა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა, ხოლო გარე მე­ქა­ნიზ­მი - ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში ბრძო­ლა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ვი­და­ვებთ. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე დღე­ში მივ­მარ­თავთ“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ყვე­ლა გა­რან­ტი­ით მი­ე­ცე­მა ახ­ლად შექ­მნილ ერთ-ერთ სამ­სა­ხურ­ში, თო­ლო­რა­ია ამ­ბობს, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კა­ნო­ნი არ იძ­ლე­ვა.

"ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ეს კა­ნო­ნი არ ტო­ვებს. მოქ­მედ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას რჩე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­ი­ტა­ნოს ახალ კონ­კურ­სში გა­ნა­ცხა­დი, თუმ­ცა, ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აზრი არ აქვს. პარ­ლა­მენტს რომ ლონ­და თო­ლო­რა­ია რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სდო­მო­და, ამას კა­ნონ­ში ჩა­წერ­და. პი­რი­ქით, რე­ფორ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას­თვის, რად­გან მისი პო­ლი­ტი­კა ამ სამ­სა­ხურ­ში მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, რო­გორც ჩანს პარ­ლა­მენ­ტის­თვის. ვინც სახ­ლში მი­დის, ეს არის ლონ­და თო­ლო­რა­ია და მისი სამი მო­ად­გი­ლე. ამ­ხე­ლა ამ­ბე­ბი მე­ნე­ჯმენ­ტის მი­უ­ღებ­ლო­ბის გამო ატყდა და ეს იყო ძა­ლი­ან ცუდი მე­სი­ჯი ქვეყ­ნის გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

თო­ლო­რა­ი­ას თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ აქვს, სად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

"ამ ეტაპ­ზე სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ამა­ზე არ მი­ფიქ­რია. ჯერ ისევ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­კა­ვია, ამი­ტომ ამა­ზე 1-ელ მარტს ვი­სა­უბ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს ხელი მო­ა­წე­რა.

ამას­თან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, ყო­ველ­გვა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო დის­კუ­სი­ის გა­რე­შე, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა და ახა­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის და­არ­სე­ბა თა­ვის­თა­ვად არ იძ­ლე­ვა სა­ფუძ­ველს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან სა­მარ­თლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
1

ქალბატონო ლონდა პრეზიდენტმა თქვენს განთავისუფლებას უნდა დაადოს ვეტო თუ რას ითხოვთ? გაეცანით ახალ კანონს და იქნებ განმარტოთ გარდა თქვენი განთავისუფლებისა რა შეიზღუდა რა დააკლო ახალმა კანონმა ან პერსონალურ უფლებათა დაცვის ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების წარმოების წარმართვის კუთხით.თქვენი წყენა გასაგებია მაგრამ პრეზიდენთის ფუნქცია ვინმეს დამშვიდება არ არის ის კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობით და კანონში ჩადებულ ნორმათა შინაარსის მიხედვით წყვეტს ვეტოს გამოყენების საკითხს

ავთო
2

ადამიანს თავი იმიტომ აბია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა განაცხადი, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებსაც მკაცრი რეაქცია აქვთ სამსახურის გაუქმებაზე" - ლონდა თოლორაია

"პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა განაცხადი, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებსაც მკაცრი რეაქცია აქვთ სამსახურის გაუქმებაზე" - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიას სამსახურის გაუქმების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს, მოგვიანებით კი, სარჩელს ევროსასამართლოშიც წარადგენს.

როგორც თოლორაიამ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, მას ვეტოს მოლოდინი ჰქონდა, რასაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აჩენდა.

"ვეტოს მოლოდინი ნამდვილად არსებობდა იმ განცხადების ფონზე, რაც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. დღევანდელ განცხადებასაც თუ დააკვირდებით, ის საკმაოდ საინტერესოა, რადგან ერთის მხრივ, იგი ამბობს ვეტო არ დაადო კანონს, თუმცა, თავადვე ხედავს არაერთ სამართლებრივ პრობლემას ამ საკითხში. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა იმანაც იქონია, რომ პარლამენტის მხრიდან ძალიან ცხადად და ნათლად იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ვეტოს დაძლევდნენ და ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა. ფაქტია, რომ მეც და პრეზიდენტიც ამ პროცესში ძალიან ბევრ სამართლებრივ პრობლემას ვხედავთ. იმ ფონზე, როდესაც კანონი დაჩქარებული წესით არის მიღებული, იმ ფონზე, როცა პროცესები ფაქტობრივად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსპირაციულად, ყველანაირი სპეციალისტის და თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე, იმ ფონზე, როცა არჩევითი თანამდებობა გაუქმდა, რომლის პრეცედენტებიც გვახსოვს საქართველოში და საკონსტიტუციო სასამართლომაც არაკონსტიტუციურად სცნო ეს რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, ვეტოს სამართლებრივი მოლოდინი არსებობდა. მე აბსოლუტურად ვიყავი დარწმუნებული, რომ ვეტო პარლამენტში დაიძლეოდა, რადგან მათი გადაწყვეტილება სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მტკიცე იყო. თუმცა ვეტოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ქვეყნისთვის და ამ სამსახურისთვის და ეს იქნებოდა განაცხადი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ინსტიტუტები, რომლებსაც მკაცრი რეაქცია აქვთ ასეთ სიტუაციაში, როცა ორკესტრირებულად ხდება ასეთი ინსტიტუტის სამ დღეში გაუქმება“, - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ახლა პირველი ნაბიჯი არის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სარჩელს რამდენიმე დღეში შეიტანს.

"ჩვენ და პირადად მეც სარჩელს შევიტან. ასევე გაუქმებულია არჩევითი თანამდებობა, რომლის პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა, ევროსასამართლომ არაერთხელ დაადგინა ასეთ პრეცედენტებზე დარღვევა. ამიტომ შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, ხოლო გარე მექანიზმი - ევროსასამართლოში ბრძოლა, სადაც რამდენიმე მუხლით ვიდავებთ. საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღეში მივმართავთ“, - განაცხადა თოლორაიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულს, რომ გამოსავალი იქნება, თუ სახელმწიფო ინსპექტორს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით მიეცემა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში, თოლორაია ამბობს, რომ ამის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.

"ამის შესაძლებლობას ეს კანონი არ ტოვებს. მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას რჩება პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ შეიტანოს ახალ კონკურსში განაცხადი, თუმცა, ამ კონკურსში მონაწილეობას აზრი არ აქვს. პარლამენტს რომ ლონდა თოლორაია რომელიმე თანამდებობაზე სდომოდა, ამას კანონში ჩაწერდა. პირიქით, რეფორმა გატარებულია ერთი ადამიანისთვის, ლონდა თოლორაიასთვის, რადგან მისი პოლიტიკა ამ სამსახურში მიუღებელი იყო, როგორც ჩანს პარლამენტისთვის. ვინც სახლში მიდის, ეს არის ლონდა თოლორაია და მისი სამი მოადგილე. ამხელა ამბები მენეჯმენტის მიუღებლობის გამო ატყდა და ეს იყო ძალიან ცუდი მესიჯი ქვეყნის გარეთ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა თოლორაიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

თოლორაიას თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს მუშაობას.

"ამ ეტაპზე სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ჯერ ისევ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა მიკავია, ამიტომ ამაზე 1-ელ მარტს ვისაუბროთ“, - განაცხადა თოლორაიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე, თუმცა სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.