მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშობლოს გულშემატკივარი, დაუღალავი, ბობოქარი სულის დიდი პოეტი... " - პატრიარქის სამძიმრის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო
"სამშობლოს გულშემატკივარი, დაუღალავი, ბობოქარი სულის დიდი პოეტი... " -  პატრიარქის სამძიმრის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს ილია მე­ო­რის სამ­ძიმ­რის წე­რილს, რო­მე­ლიც კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა პოეტ რეზო ამა­შუ­კე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და­წე­რა.

"სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, სამ­შობ­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე, და­უ­ღა­ლა­ვი ბა­ტო­ნი რეზო (რე­ვაზ) ამა­შუ­კე­ლი დღეს სამ­ზე­ოს ტო­ვებს. მისი ბას­რი სი­ტყვა და მკვეთ­რი პო­ზი­ცია იმ რე­ა­ლო­ბას­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გი იყო, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად არ მოს­წონ­და.

მარ­თა­ლია, მისი პო­ზი­ცი­ი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­და, მაგ­რამ, ალ­ბათ, ყვე­ლა, ვი­საც კი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი აქვს, აღი­ა­რებს, რომ იგი იყო ბო­ბო­ქა­რი სუ­ლის დიდი პო­ე­ტი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, ძლი­ე­რი ხმი­თა და თა­ვი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­სე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბით წა­რუშ­ლე­ლად დარ­ჩე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს ბა­ტო­ნი რე­ზოს (რე­ვა­ზის) უკ­ვდა­ვი სუ­ლი­სათ­ვის, რათა უფალ­მა სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს იგი, ხოლო ახ­ლობ­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კი­ვართ მო­მად­ლოს მშვი­დო­ბა და მის­თვის ლოც­ვის ძალა. " - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

პო­ე­ტი რეზო ამა­შუ­კე­ლი 10 იან­ვარს 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის მდი­ვა­ნი. 1988-1989 წლებ­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, 2003 წელს ის თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ და­ა­სა­ხე­ლეს.

და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით. იყო გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

აცხონოს ღმერთმა

---
0

სად დაკრძალეს , რომ არ წერენ,რატომ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სამშობლოს გულშემატკივარი, დაუღალავი, ბობოქარი სულის დიდი პოეტი... " - პატრიარქის სამძიმრის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო

"სამშობლოს გულშემატკივარი, დაუღალავი, ბობოქარი სულის დიდი პოეტი... " -  პატრიარქის სამძიმრის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ილია მეორის სამძიმრის წერილს, რომელიც კათალიკოს პატრიარქმა პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო დაწერა.

"საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს. მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა. " - ნათქვამია წერილში.

პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.