ავტორი:

"ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რაღა გინდათ?!" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რაღა გინდათ?!" - მიხეილ სააკაშვილი

“გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეგუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ფეოდალები" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა, რის შემდეგაც მოსამართლემ უთხრა, რომ საქმის გარემოებას დაბრუნებოდა. სააკაშვილის პასუხი კი ასეთი იყო:

"ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რაღა გინდათ?! ჩამოვუხტი მუხრან ბატონს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.