მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული" - ტედროს ადანომ გებრეისუსი
"კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

მო­დით გარ­კვე­ვით ვთქვათ: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “ომიკ­რო­ნი“ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს, ვიდ­რე "დელ­ტა“, ის რჩე­ბა სა­შიშ ვირუ­სად, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც არ არის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

"თით­ქმის 50 000 გარ­დაც­ვა­ლე­ბა კვი­რა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რია. ვირუს­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა არ ნიშ­ნავს, და­ვუშ­ვათ, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­სა­ღე­ბი იყოს. ვირუსს თა­ვი­სუფ­ლად გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მივ­ცეთ და თეთ­რი დრო­შა არ უნდა ვუფ­რი­ა­ლოთ, როცა მსოფ­ლი­ო­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, მთელს მსოფ­ლი­ო­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სრულ პრე­ვენ­ცი­ას ვერ ახ­დენს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით ძა­ლი­ან ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად რჩე­ბა, ისი­ნი სრუ­ლად ვერ აფერ­ხე­ბენ გა­და­ცე­მას. მეტი გა­და­ცე­მა ნიშ­ნავს მეტ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, მეტ სიკ­ვდილს და სხვა ვა­რი­ან­ტის გა­ჩე­ნის მეტ რისკს, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო გა­დამ­დე­ბი და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია ვიდ­რე „ომიკ­რო­ნი“,“- აღ­ნიშ­ნა ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა.

nene
3

ბატონო ტედროს იქნება და დაგემთავრებინათ ეს პანდემია? გეყოფათ რა...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

"კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

მოდით გარკვევით ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე "დელტა“, ის რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იღუპება.

"თითქმის 50 000 გარდაცვალება კვირაში, ძალიან ბევრია. ვირუსთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, დავუშვათ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მისაღები იყოს. ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მთელს მსოფლიოში საავადმყოფოებში მოთავსებული ადამიანების უმეტესობა არავაქცინირებულია, თუმცა ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების სრულ პრევენციას ვერ ახდენს.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას. მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ჰოსპიტალიზაციას, მეტ სიკვდილს და სხვა ვარიანტის გაჩენის მეტ რისკს, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელია ვიდრე „ომიკრონი“,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.