საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3044 პირი.
გუშინ საქართველოში 55 474 ტესტი ჩატარდა.
ქართველი და ჩინელი თავის მენტალიტეტით ისე რომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ცა და დედამიწა , ვიცი, მაგრამ ,გამაგებინეთ, ჩვენს უახლოეს მეზობლებს სომხეთს და აზერბაიჯანს. რომლებმაც ყარაბახის ომი გადაიტანეს, უკვე რამდენიმე თვეა რატომ ჰყავთ მხოლოდ 200-500 ინფიცირებული დღეში და ჩვენ 4000-5000 და თებერვლისთვის 60 000 -საც კი რომ გვიწინასწარმეტყველებენ?! ამას ჰქვია კოვიდის მართვა ?!
ქართველი ადამიანის მენტალობიდან გამომდინარე (რომ შენზე ნაკლები არა ვარ) დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე ვაქცინაზე და აცრაზე ფასი რომ დაედოთ, მაგალითად 200 ლარი, დღეს საქართველოში აცრილი იქნებოდა 100 პროცენტი!
პ.ს. რამოდენიმე დღის უკან ჩინეთის ერთ-ერთ 12 მილიონ ქალაქში გაჩნდა კოვიდის ეპიდემია და 48 საათში მოხდა ყველას ვაქცინირება!