ავტორი:

"მქონდა ფინანსური კრიზისიც... როცა ქირით ცხოვრობ, ეს ხშირია, მაგრამ სიტუაცია დალაგდა" - როგორია ცნობილი იუმორისტისა და "ინფლუენსერის" ცხოვრება ეკრანს მიღმა?

"მქონდა ფინანსური კრიზისიც... როცა ქირით ცხოვრობ, ეს ხშირია, მაგრამ სიტუაცია დალაგდა" - როგორია ცნობილი იუმორისტისა და "ინფლუენსერის" ცხოვრება ეკრანს მიღმა?

"კომედი შოუს" მსახიობი თემო ნიქაბაძე რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული ადამიანი გახლავთ. პოზიტიური დამოკიდებულების გამო ფინანსებთან დაკავშირებულ კრიზისულ პერიოდებსა და სხვა ტიპის პრობლემებსაც იოლად უმკლავდება. მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად დღეს თემოს ისეთი სამსახური აქვს, როგორზეც ოცნებობდა...

- ფულის საჭიროება მაშინ უფრო გავიაზრე, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, რადგან მანამდე იმერეთში (ფარცხანაყანევში) ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და საკვების საკითხი არ მეხებოდა - შინ ყოველთვის გამზადებული საჭმელი მხვდებოდა. როცა მარტო ცხოვრება დავიწყე, მაშინ გავიაზრე, რომ ცხოვრებისთვის ფული საჭიროა.

- თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლისას შემოსავალი გქონდა?

- თავდაპირველად - არა. შემდეგ ტელევიზიაში სტაჟირება გავიარე. მერე, როცა სამსახურში ოფიციალურად ამიყვანეს, შემოსავალიც გამიჩნდა. მეხუთე წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ. დამატებითი სამსახური არ მქონია. ვეცადე, მაგრამ დატვირთული რეჟიმის გამო ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე, რომ დამატებით სხვაგან მუშაობას ვერ ვახერხებდი.

- პირველი ჰონორარი რაში დახარჯე, თუ გახსოვს?

- ბიჭებმა ხინკალი ვჭამეთ. კარგად დამამახსოვრდა - პირველ ჰონორარს სხვაგვარი მუღამი აქვს... ისეთი თანხაც არ მიმიღია, რომ რამე უფრო სერიოზული გამეკეთებინა (იღიმის).

- თავდაპირველად, შემოსავლის გარეშე როგორ ცხოვრობდი?

- მშობლები მეხმარებოდნენ, ასევე - ბიძა, რომელიც განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა. როცა ადამიანი სხვა ქალაქში საცხოვრებლად მარტო გადადიხარ, ძალიან რთულია, ყველაფერთან გამკლავება დამოუკიდებლად შეძლო. ოჯახმა დიდი დახმარება გამიწია.

- თუ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ?

- დიახ, რადგან რამდენიმე წელია, ოჯახს თავად ვეხმარები, როგორც შემიძლია. ეს ძალიან მახარებს, მსიამოვნებს...

- ფინანსური დამოუკიდებლობის პერიოდში კრიზისი შეგქმნია?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ეგ დრო ყველას ცხოვრებაში დგება. მით უმეტეს, როცა ქირით ცხოვრობ, ასეთი შემთხვევა უფრო ხშირია. მსგავსი პრობლემები თავდაპირველად უფრო მქონდა. მერე, ასე თუ ისე, სიტუაცია დალაგდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო ლაგდება... საერთოდ, ვცდილობ, ყველა უარყოფით საკითხს დადებითად მივუდგე. მეგობრების დახმარებით და ჩემი რწმენითაც, რომ ყველაფერს დადებითად უნდა შევხედო, "ჩავარდნებს" ვამარცხებ, რა...

- როგორ ფიქრობ, ფულს ჭკვიანურად ხარჯავ?

- არა მგონია, მაგრამ ცუდადაც არ ვხარჯავ - "ტრაშუნა" არ ვარ (იცინის). ფულს გონივრულად ვიყენებ, მაგრამ უფრო ჭკვიანურად გამოყენებაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ვახერხებ, რომ ოჯახსაც დავეხმარო და ცოტათი მეც წამადგეს.

- შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- ჭამასა და ტაქსით მგზავრობაში. მარტო ვცხოვრობ. კერძების მომზადება არ ვიცი. საკვების გამოძახების სერვისით ხშირად ვსარგებლობ. სამსახურში მისვლა-მოსვლისთვის ტაქსის ვიყენებ....წაიკითხეთ სრულად