მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს" და რით გამოირჩევა ამ შტამით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა? - მაია ბუწაშვილი კვლევების შედეგებზე
რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს" და რით გამოირჩევა ამ შტამით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა? - მაია ბუწაშვილი კვლევების შედეგებზე

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მი ომიკ­რო­ნის შე­სა­ხებ ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბულ ცნო­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა დელ­ტა შტამ­თან შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქია. თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ახალ შტამს გავ­რცე­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ახა­სი­ა­თებს, სა­წო­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცია ომიკ­რო­ნის შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით (რად­გან ომიკ­რო­ნის გავ­რცე­ლე­ბა სულ ახ­ლა­ხანს და­ი­წყო, კვლე­ვე­ბი მწი­რია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია). ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი (ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე) შემ­ცირ­და 3 დღემ­დე. ომიკ­რო­ნის შტა­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია 5 ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი: ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ცე­მი­ნე­ბა და ყე­ლის ტკი­ვი­ლი. ასე­ვე და­მა­ტე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა კო­ვი­დის­თვის აქამ­დე ნაკ­ლე­ბად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი: გუ­ლის­რე­ვა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა, წე­ლის ტკი­ვი­ლი. ხვე­ლა შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუმ­ცა უფრო მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი, ვიდ­რე კო­ვი­დის წი­ნა­მორ­ბე­დი შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სი­ცხე შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. ყნოს­ვის და გე­მოს ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია (დელ­ტას შემ­თხვე­ვა­შიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბო­და, ხოლო ომიკ­რო­ნის შტა­მი კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს ამ სიმპტომს). ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს.ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია შემ­ცი­რე­ბუ­ლია 70%-ით (თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი რი­ცხვიც მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ჟა­მად სა­წო­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია). 50%-ით ნაკ­ლე­ბია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის რის­კი, 4-5-ჯერ ნაკ­ლე­ბია მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნის რის­კი. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რილ­თა და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნილ­თა მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი.ვაქ­ცი­ნის სამი დოზა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რისკს 80%-მდე ამ­ცი­რებს. კვლავ სა­ყუ­რა­დღე­ბოა 65 წელ­ზე მეტი ასა­კის ადა­მი­ან­თა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 5%. ბევრ ქვე­ყა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს შექ­მნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი რი­ცხვის გამო სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე შექ­მნილ კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით." - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი "ფე­ის­ბუქ­ში"

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
2

ეს ქალი არის ნაცსექტის აქტიური წევრი და ამის მიზანია რაც შეიძლება მეტი ცუდი რამე მოხდეს ქვეყანაში! შენიღბულია ასეთი უაზრო სტატიების გამოქვეყნებით!

ქეთინო
2

უკვე ვიცით რა სიმპტომები ახასიათებს მაგრამ როგორ უნდა ვიმკურნალოთ ამაზე არავინ არ წერს. Იქნებ დაწეროთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს" და რით გამოირჩევა ამ შტამით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა? - მაია ბუწაშვილი კვლევების შედეგებზე

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს" და რით გამოირჩევა ამ შტამით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა? - მაია ბუწაშვილი კვლევების შედეგებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის შტამი ომიკრონის შესახებ ამ დროისთვის არსებულ ცნობებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საერთო ჯამში, ომიკრონით გამოწვეული კოვიდის მიმდინარეობა დელტა შტამთან შედარებით მსუბუქია. თუმცა ვინაიდან ახალ შტამს გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს, საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია.

"რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია). ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე. ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს). ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია). 50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი. რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს. კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 5%. ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით." - წერს ინფექციონისტი "ფეისბუქში"