საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს - მომღერალს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს
ქეთა თოფურია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს - მომღერალს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს

პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში დას­ვე­ნე­ბას არ იკ­ლე­ბენ. ერთი თვის წინ ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი გიგა კვე­ნე­ტა­ძე ამ­ბობ­და, რომ ლო­ქ­და­უ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მოს­კო­ვის აე­რო­პორ­ტი ხალ­ხით გა­ივ­სო...

რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი კუ­რორ­ტე­ბი კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი და დუ­ბა­ია, ისი­ნი პან­დე­მი­ის დიდ ნა­წილს იქ ატა­რე­ბენ. ქეთა თო­ფუ­რია მე­ო­რე ქმარ ლევ ძენ­გოვ­თან ერ­თად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და ძი­რი­თა­დად თბილ ქვეყ­ნებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. ცოტა ხნის წინ წყვილ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში იმოგ­ზა­უ­რა. ზამ­თრის არ­და­დე­გებ­ზე კი შვი­ლებ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში გაფ­რინ­დნენ.

წყვილს თან ოთხი ბავ­შვი ახ­ლავს. ლევ ძენ­გო­ვის­თვის ქეთა მე­სა­მე ცო­ლია, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი - ლე­ო­ნი­დი და შო­შა­ნი ჰყავს. ცნო­ბი­ლია, რომ ქე­თას გე­რებ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა ქე­თას გო­გო­ნა, ოლი­ვი­აც, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს ბიზ­ნეს­მენ ლევ გე­იხ­მან­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას ჰყავს. წყვილ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბა პირ­ვე­ლად წა­იყ­ვა­ნა სა­ერ­თო შვი­ლი ადა­მი, რო­მე­ლიც ქე­თას გა­სულ წელს პან­დე­მი­ის დროს შე­ე­ძი­ნა.

"დი­დე­ბა ყოვ­ლის­შემ­ძლეს“, - წერს ძენ­გო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ადა­მი წყვილს 2021 წლის 22 იან­ვარს შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ბავ­შვის ფოტო, სა­დაც სახე უჩანს, აქამ­დე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ. ტრა­დი­ცი­ას არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტეს და ოჯა­ხურ ფო­ტო­ზე უმ­ცრო­სი შვი­ლი ზურ­გით დგას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუ­სეთ­ში პან­დე­მი­ის გამო, საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 17 525 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მკაც­რი ზო­მე­ბი სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნესს არ შე­ე­ხო და მომ­ღერ­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად ატა­რე­ბენ კონ­ცერ­ტებს, ოღონდ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი აუ­დი­ტო­რია ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
6

 მაგარი გოგოა ქეთა 💚 

Glory to Georgia
5

ძაან მაგარი გოგოა რა, რა გინდათ რას ერჩით ჯიგარია და ქართველობს, ბევრისგან ვიცი რომ მოსკოვში ქართველებს მაგრად ეხმარება სხვებისგან განსხვავებით და მაშინაც ეხმარებოდა სანამ ფულს იშოვნიდა, რაც ძალიან დასაფასებელია, აბა ეს ხამი თიკაკანდელაკი ქართველი ქართულად გამარჯობას რომ ეუბნება სდრასტიო პასუხობს თურმე, ეს თავხედი joy joy joy

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ქეთა თოფურია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს - მომღერალს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს

ქეთა თოფურია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს - მომღერალს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს

პანდემიის მიუხედავად, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში დასვენებას არ იკლებენ. ერთი თვის წინ ambebi.ge-სთან ინტერვიუში მომღერალი გიგა კვენეტაძე ამბობდა, რომ ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტი ხალხით გაივსო...

რუსი ვარსკვლავების საყვარელი კურორტები კანარის კუნძულები და დუბაია, ისინი პანდემიის დიდ ნაწილს იქ ატარებენ. ქეთა თოფურია მეორე ქმარ ლევ ძენგოვთან ერთად ხშირად მოგზაურობს და ძირითადად თბილ ქვეყნებს ანიჭებს უპირატესობას. ცოტა ხნის წინ წყვილმა ეგვიპტეში იმოგზაურა. ზამთრის არდადეგებზე კი შვილებთან ერთად დუბაიში გაფრინდნენ.

წყვილს თან ოთხი ბავშვი ახლავს. ლევ ძენგოვისთვის ქეთა მესამე ცოლია, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - ლეონიდი და შოშანი ჰყავს. ცნობილია, რომ ქეთას გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. დასასვენებლად იმყოფება ქეთას გოგონა, ოლივიაც, რომელიც მომღერალს ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებისას ჰყავს. წყვილმა მოგზაურობა პირველად წაიყვანა საერთო შვილი ადამი, რომელიც ქეთას გასულ წელს პანდემიის დროს შეეძინა.

"დიდება ყოვლისშემძლეს“, - წერს ძენგოვი სოციალურ ქსელში და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ადამი წყვილს 2021 წლის 22 იანვარს შეეძინა, მაგრამ ბავშვის ფოტო, სადაც სახე უჩანს, აქამდე არ გამოუქვეყნებიათ. ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და ოჯახურ ფოტოზე უმცროსი შვილი ზურგით დგას.

მოგეხსენებათ, რუსეთში პანდემიის გამო, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 525 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ქვეყანაში გატარებული მკაცრი ზომები სარესტორნო ბიზნესს არ შეეხო და მომღერლები ძველებურად ატარებენ კონცერტებს, ოღონდ შედარებით ნაკლები აუდიტორია ჰყავთ.