მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს დადასტურდა ის, რასაც 3 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს" - ზვიად კორძაძე
"დღეს დადასტურდა ის, რასაც 3 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს" - ზვიად კორძაძე

"დღე­ვან­დე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იყო სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის, გა­მარ­თლე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბო­და. თაღ­ლი­თო­ბის, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე არც მომ­ხდა­რა, თაღ­ლი­თო­ბას სჭირ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში არ არის" - ასე აფა­სებს ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი ზვი­ად კორ­ძა­ძე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­მაც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი თაღ­ლი­თო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ და გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დამ­თავ­რდე­ბა.

"დღეს და­დას­ტურ­და ის, რა­საც 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობ­დით, რომ არა­ვი­თარ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას ად­გი­ლი არ აქვს. ეს გა­ნა­ჩე­ნი თავს ვერ და­ი­კა­ვებს ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ებ­ში და დამ­თავ­რდე­ბა გა­მარ­თლე­ბით, რო­გორც 3 წლის წინ დავ­პირ­დით პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ვერ დად­გე­ბო­და, ასე­ვე ვპირ­დე­ბით, რომ არც თაღ­ლი­თო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ამას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ და რო­გორც 3 წლის წინ ვამ­ბობ­დით, რომ არ ყო­ფი­ლა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა, ასე­ვე დად­გინ­დე­ბა, რომ არა­ვი­თარ თაღ­ლი­თო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია”, - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად კორ­ძა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ 7 წლის ვა­დით, თუმ­ცა, მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
max
1

ადვოკატი ხარ და სხვა რა უნდა თქვა. თანაც კარგ თანხასაც გაგიმაზავდნენ)))

დგ
1

ეგ გავიგეთ მაგრამ თაღლითობაზე რას იტყვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დღეს დადასტურდა ის, რასაც 3 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს" - ზვიად კორძაძე

"დღეს დადასტურდა ის, რასაც 3 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს" - ზვიად კორძაძე

"დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის, გამართლება მათთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. თაღლითობის, როგორც დანაშაულის განხილვა სასამართლო სხდომებზე არც მომხდარა, თაღლითობას სჭირდება დაზარალებული, რომელიც ამ საქმეში არ არის" - ასე აფასებს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ზვიად კორძაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და გამამართლებელი გადაწყვეტილებით დამთავრდება.

"დღეს დადასტურდა ის, რასაც 3 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს. ეს განაჩენი თავს ვერ დაიკავებს ზემდგომ ინსტანციებში და დამთავრდება გამართლებით, როგორც 3 წლის წინ დავპირდით პროკურატურას, რომ ფულის გათეთრება ვერ დადგებოდა, ასევე ვპირდებით, რომ არც თაღლითობა დადასტურდება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ და როგორც 3 წლის წინ ვამბობდით, რომ არ ყოფილა ფულის გათეთრება, ასევე დადგინდება, რომ არავითარ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია”, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.