ავტორი:

"2 კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, "ფეისბუქჟანდარმერია" დაგეშილი ესხმოდა თავს... იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა" - ერეკლე დეისაძე

"2 კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, "ფეისბუქჟანდარმერია" დაგეშილი ესხმოდა თავს... იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა" - ერეკლე დეისაძე

მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ორი კვირის წინ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე ხუმრობის ავტორებს თავს ესხმოდნენ, ახლა მკვდარი რეზო ამაშუკელი ლამის საფლავიდან ამოთხარეს.

ამბავი ორი დღით ადრე დაიწყო, როდესაც 85 წლის ასაკში გარდაცვლილ ამაშუკელს ერეკლე დეისაძემ ერთსტროფიანი ლექსი მიუძღვნა.

"გედავებოდნენ სინდისზე,

შენ ოცნებობდი სხვა ცებზე,

როგორც იესომ სიკვდილზე,

შენ გაიმარჯვე ნაცებზე.“

ერეკლე დეისაძე 2022 წლის, 10 იანვარი

ლექსის გამოქვეყნების შემდეგ დეისაძეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ერეკლე დეისაძე სტატუსში იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ორი დღის განმავლობაში მისი კრიტიკით იყვნენ დაკავებულები.

"ორი კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, "ფეისბუქჟანდარმერია" დაგეშილი ესხმოდა თავს ჰუმანიზმის მოტივით, "ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას და რეებს წერო'', იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა, იმიტომ, რომ ღვარძლიანი კაცი იყო და სიძულვილს ავრცელებდაო.

როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები,

მერე თქვენივე ისტერიკის პირისპირ მარტო რჩებით და უმწეობისგან გული გიღონდებათ, როცა აღმოაჩენთ, რომ არც ისეთი ძლიერები ყოფილხართ, როგორც გაჯერებდნენ.

გაჯერებდნენ რათა შენგან არა ღირსეული მოქალაქე, არამედ პარტიული მონსტრი, ე.წ. საზარბაზნე ხორცი მიეღოთ. რომელსაც ეგოზე მოფერებით, მეხსიერებას წაუშლიან და მათთვის სასარგებლო პარტიულ რუპორად აქცევენ.

მიიღეს კიდევაც ე.წ. ნუგეშდაკარგული და ნიჰილიზმში გადავარდნილი ბაბლი , რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ერთადერთი იარაღი დაუტოვეს, ფეისბუქ ემოჯებით ბრძოლა.. ხილულ და უხილავ მტრებთან.

გარკვეული კატეგორია კომიკურობის იმ ზღვარზეც მივიდა, "მაშინებენ'' - შენს მუსიკას აღარ მოვუსმენთო.

ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც პირველ წიგნში გამბედაობას და პროვოკაციას მიწონებდა, მაგრამ ახლა ჩემში ვეღარ ხედავს იმავეს, რადგან მათი თვალთახედვის არეალს მოვწყდი, იმ დღის წესრიგს გამოვეთიშე, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია.

მაგალითად, როცა პარლამენტის წინ "ნარკოპოლიტიკას'' ვაპროტესტებ, ან პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ, მაშინ ჩემი ნიჭი აშკარაა.

საკმარისია ჰესის აშენების წინააღმდეგ პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი უნიჭობა ცხადი ხდება.

რთული საყურებელია, ბულინგის შიშით ჩაგუბებული პირები. ვაიდა, ბაბლიდან ვინმემ არ მოგკვეთოთ და მარტო არ დარჩეთ. მესმის რომ ძნელია ტუსოვკის დაკარგვის შიში, მაგრამ ხალხი უფრო დიდ რამეებსაც კარგავს, მაგის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამოდის...“ - წერს დეისაძე.