სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ მარტო არ ხართ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს"- ვისთვის წარმოადგენს საფრთხეს ომიკრონი?
"თქვენ მარტო არ ხართ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს"- ვისთვის წარმოადგენს საფრთხეს ომიკრონი?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ნანა გე­გეჭ­კო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამ ომიკ­რონ­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კი­დან და სულ ცო­ტახ­ნით შე­მო­ვი­ხე­დავ.

ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი თან­ხვედ­რა­შია ომიკ­რონ­ზე ამ წუ­თის­თვის დაგ­რო­ვილ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან.

ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვიდ-19 ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს სრუ­ლად აც­რი­ლებ­ში.

ომიკ­რო­ნი შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად გა­და­სა­ტან და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს ასე­ვე და­ბა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტებ­ში. იგი­ვეს ვერ ვი­ტყვით არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფი­დან. ყო­ველ­დღი­უ­რად რა­საც ჰოს­პიტ­ლებ­ში ვუ­ყუ­რებთ, ჩვენ­თან სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვდე­ბი­ან, უმე­ტე­სად აუც­რე­ლე­ბი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გრძე­ლით სიით. ხში­რად მეს­მის უსა­ფუძ­ვლო არ­გუ­მენ­ტი, რა­ტომ ვით­ვლით ჰოს­პი­ტალ­ში სხვა პრობ­ლე­მე­ბით მოხ­ვედ­რილ კო­ვიდ და­დე­ბით პა­ცი­ენ­ტებს ზო­გად სტა­ტის­ტი­კა­ში. ეს მო­საზ­რე­ბა მცდა­რია, რად­გან, ხში­რად სწო­რედ კო­ვიდ-19 ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის ტრი­გე­რი და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის ეს ფა­ტა­ლუ­რად მთავ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვა­ნოთ წუ­ხან­დელ მო­რი­გე­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი მი­ო­კარ­დი­უ­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი (ცხა­დია, ამას მხო­ლოდ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის ვა­კე­თებ და არა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა ერთ წერ­ტილ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ზო­გად დას­კვნად გა­მო­ყე­ნე­ბა) მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას პა­რა­ლე­ლუ­რად კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და. ნიუ იორკში დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ომიკ­რონ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლა სხვა შტა­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, აქაც ომიკ­რონ­თან გვქონ­და საქ­მე. არც ერთ მათ­განს არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფილ­ტვე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ვირუ­სულ და­ა­ვა­დე­ბას ახ­ლავს თან, მი­თუ­მე­ტეს კო­ვიდ-19, გახ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი რომ მათი ქრო­ნი­კუ­ლი კო­რო­ნა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მი­ო­კარ­დი­უ­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ შემ­თვე­ვა­ში ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის შე­საძ­ლო ტრი­გე­რად გან­ვი­ხი­ლოთ.

იკი­თხავთ ალ­ბათ, ხომ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე მი­ზე­ზით სე­ზო­ნურ რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას მოჰ­ყვეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი. დიახ, შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა მე პი­რა­დად არ ვიცი არც ერთი სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა რო­მე­ლიც დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში ამ­დენ ადა­მი­ანს აინ­ფი­ცი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში მო­ცუ­ლი მაშ­ტა­ბე­ბი ქმნის პრობ­ლე­მას.სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვი­აზ­როთ რომ რის­კის ჯგუ­ფე­ბი კვლა­ვაც ძვე­ლე­ბუ­რად უნდა და­ვიც­ვათ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ზო­გა­დად, ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვიდ-19 ნამ­დვი­ლად არის ბევ­რად უფრო მსუ­ბუ­ქი და ნაკ­ლე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო რის­კის შემ­ცვე­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ასე­ვე, პრობ­ლე­მას ქმნის ომიკ­რი­ნის უს­წრა­ფე­სად გავ­რცე­ლე­ბა. ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ავა­დო­ბა, თუნ­დაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უმ­ცი­რე­სი პრო­პორ­ცი­უ­ლი წი­ლით, ჯამ­ში, მოკ­ლე დრო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას დრა­მა­ტუ­ლად ზრდის და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის სე­რი­ო­ზულ გა­დატ­ვირ­თვას იწ­ვევს.

ამა­ვე დროს, ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის მომ­წო­დებ­ლე­ბი, ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი ავად­დე­ბა უს­წრა­ფე­სად და პა­ცი­ენ­ტე­ბი ადექ­ვა­ტუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე რჩე­ბი­ან. ამას ვამ­ბობ არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით, არა­მედ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­შიც ყო­ველ დღე მი­წევს ყოფ­ნა. უკვე შე­იქ­მნა ექი­მე­ბის და ექთ­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი, რაც ჯერ კი­დევ არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლის სე­რი­ო­ზულ გა­დაღ­ლას იწ­ვევს. დაღ­ლი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მეტ ადა­მი­ა­ნურ შეც­დო­მას­თან პირ­და­პირ პრო­პორ­ცი­უ­ლია და არა­ვის ვურ­ჩევ ისეთ პი­რო­ბებ­ში გახ­დეს მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, როცა მას არა­საკ­მა­რი­სად და­კომ­პლექ­ტე­ბულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა უნდა მო­უ­ა­როს. სა­დაც ომიკ­რო­ნით ინ­ფი­ცი­რე­ბა პიკს უახ­ლოვ­დე­ბა სწო­რედ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან არის ახ­ლოს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბის დრა­მა­ტუ­ლო­ბის იყო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი დატ­ვირ­თვის ზღვარ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რით წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბით, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის შე­უძ­ლე­ბე­ლი. სრულ­ფა­სო­ვან ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მი­ნი­მუმ ერთი ათე­უ­ლი წელი სჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვიდ-19 კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ის ძა­ლი­ან ჰგავს ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ზო­ნურ ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი მისი ერ­თა­დერ­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის­თვის უკვე ჩვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა. ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ სხე­ულს და დრო­უ­ლად მი­იქ­ცი­ეთ ექი­მის ყუ­რა­დღე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის­თა­ნა­ვე. გა­მო­ი­ჩი­ნეთ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და და­ი­ცა­ვით პრე­ვენ­ცი­ის წე­სე­ბი. თქვენ მარ­ტო არ ხართ ამ სამ­ყა­რო­ში. თქვენს ირ­გვლიც ცხოვ­რო­ბენ, მგზავ­რო­ბენ, მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვის­თვი­საც არა­თუ კო­ვიდ-19, უბ­რა­ლო და­ცე­მი­ნე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ცო­ცხლო საფრ­თხე აღ­მოჩ­ნდეს. სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ის­თვის პან­დე­მია ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ გა­მოწ­ვე­ვაა და ჩვე­ნი გო­ნი­ე­რე­ბით ახლა ისი­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. უკვე ვახ­სე­ნე და გა­ვი­მე­ო­რებ, ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბით, სრუ­ლად აც­რი­ლე­ბის­თვის ომიკ­რო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვიდ-19 თვი­სობ­რი­ვად სხვა და­ა­ვა­დე­ბაა. ის პრაქ­ტი­კუ­ლად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სრუ­ლად აც­რის გრა­ფი­კი ვა­რი­რებს სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნებს შო­რის. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი გრა­ფი­კი აქვს და მისი თვით­ნე­ბუ­რად გა­და­ჭარ­ბე­ბა საფრ­თხეს შე­ი­ცავს იმუ­ნი­ტე­ტის­თვის.კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის იდე­ა­ლუ­რი ვა­დე­ბი, და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის მე­თო­დე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბის იდე­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი თუ პროგ­ნოს­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ჯე­რაც ბო­ლომ­დე გარ­კვე­უ­ლი არაა, რად­გან უამ­რა­ვი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ერ­თდრო­უ­ლად და შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან ერ­თად პრო­ტო­კო­ლე­ბი იხ­ვე­წე­ბა. სწო­რედ ამი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხში­რი გა­ნახ­ლე­ბა და არა იმით, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი დაბ­ნე­უ­ლი, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ან კონ­სპი­რა­ცი­ებ­ში გახ­ლარ­თუ­ლია. პი­რი­ქით, მეც­ნი­ე­რე­ბის და მე­დი­ცი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი რომ პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლე­ბი უს­წრა­ფე­სად იხ­ვე­წე­ბა და და­ა­ვა­დე­ბა უფრო და უფრო უსაფრ­თხო ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. გა­ვუფრ­თხილდდეთ ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბას", - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარო
10

რას გვერჩითბსულნესნქალი რომ დაგვჩხავის თავზე! ჩვენი გასაჭირი გვეყოფა, ამის ბოღმა და ბალღამი ზედ რაღად გვინდა?!

123
14

აუ არ შეგვჭამა ამ გეგეჭკორმა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თქვენ მარტო არ ხართ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს"- ვისთვის წარმოადგენს საფრთხეს ომიკრონი?

"თქვენ მარტო არ ხართ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს"- ვისთვის წარმოადგენს საფრთხეს ომიკრონი?

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის ახალ შტამ ომიკრონზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტახნით შემოვიხედავ.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.

ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში.

ომიკრონი შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს ასევე დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან. ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები სხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელით სიით. ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ-19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მიღებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება) მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ-19 დაუდასტურდა. ნიუ იორკში დღეის მონაცემებით ომიკრონმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე. არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება, სავარაუდოდ, ანთებითი პროცესი რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას ახლავს თან, მითუმეტეს კოვიდ-19, გახდა იმის საფუძველი რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო. ამ შემთვევაში ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ.

იკითხავთ ალბათ, ხომ შეიძლება იგივე მიზეზით სეზონურ რესპირატორულ დაავადებას მოჰყვეს გართულებები. დიახ, შეიძლება, თუმცა მე პირადად არ ვიცი არც ერთი სეზონური ვირუსული დაავადება რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ამდენ ადამიანს აინფიცირებს. შესაბამისად, დროის მოკლე მონაკვეთში მოცული მაშტაბები ქმნის პრობლემას.სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ რომ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ კორონავირუსით ინფიცირებისგან. მიუხედავად იმისა რომ ზოგადად, ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადება. ასევე, პრობლემას ქმნის ომიკრინის უსწრაფესად გავრცელება. ერთდროულად ბევრი ადამიანის ავადობა, თუნდაც გართულებული შემთხვევების უმცირესი პროპორციული წილით, ჯამში, მოკლე დროში ჰოსპიტალიზაციას დრამატულად ზრდის და ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას იწვევს.

ამავე დროს, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლები, ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი ავადდება უსწრაფესად და პაციენტები ადექვატური დახმარების გარეშე რჩებიან. ამას ვამბობ არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით, რაშიც ყოველ დღე მიწევს ყოფნა. უკვე შეიქმნა ექიმების და ექთნების სერიოზული დეფიციტი, რაც ჯერ კიდევ არაინფიცირებული პერსონალის სერიოზულ გადაღლას იწვევს. დაღლილი სამედიცინო პერსონალი მეტ ადამიანურ შეცდომასთან პირდაპირ პროპორციულია და არავის ვურჩევ ისეთ პირობებში გახდეს მძიმე პაციენტი, როცა მას არასაკმარისად დაკომპლექტებულმა სამედიცინო ჯგუფმა უნდა მოუაროს. სადაც ომიკრონით ინფიცირება პიკს უახლოვდება სწორედ ასეთ მდგომარეობასთან არის ახლოს ჰოსპიტალური სექტორი. ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირველი თვეების დრამატულობის იყო არაადამიანური დატვირთვის ზღვარზე მომუშავე სამედიცინო სექტორით წარმოქმნილი პრობლემები. ტექნიკური რესურსის მობილიზება შესაძლებელია დიდი თანხის ინვესტირებით, ადამიანური რესურსის შეუძლებელი. სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებას მინიმუმ ერთი ათეული წელი სჭირდება.

რაც შეეხება ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 კლინიკურ მიმდინარეობას, ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას. ხშირ შემთხვევაში კი მისი ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ადამიანისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული დაავადების გამწვავება. ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და დროულად მიიქციეთ ექიმის ყურადღება ქრონიკული დაავადებების გამწვავების პირველივე ნიშნებისთანავე. გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაიცავით პრევენციის წესები. თქვენ მარტო არ ხართ ამ სამყაროში. თქვენს ირგვლიც ცხოვრობენ, მგზავრობენ, მუშაობენ ადამიანები ვისთვისაც არათუ კოვიდ-19, უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს. სწორედ ამ კატეგორიისთვის პანდემია ჯერჯერობით ისევ გამოწვევაა და ჩვენი გონიერებით ახლა ისინი გადავარჩინოთ. უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ეფექტური ვაქცინებით, სრულად აცრილებისთვის ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 თვისობრივად სხვა დაავადებაა. ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სრულად აცრის გრაფიკი ვარირებს სხვადასხვა ვაქცინებს შორის. ვაქცინაციას მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვს და მისი თვითნებურად გადაჭარბება საფრთხეს შეიცავს იმუნიტეტისთვის.კოვიდ-19-ის ვაქცინაციის იდეალური ვადები, დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის იდეალური მიდგომები თუ პროგნოსტული კრიტერიუმები ჯერაც ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან უამრავი კვლევა მიმდინარეობს ერთდროულად და შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პროტოკოლები იხვეწება. სწორედ ამითაა განპირობებული ინფორმაციის ხშირი განახლება და არა იმით, რომ მეცნიერება და სამედიცინო სექტორი დაბნეული, არაორგანიზებული ან კონსპირაციებში გახლართულია. პირიქით, მეცნიერების და მედიცინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი რომ პანდემიის მართვის პროტოკოლები უსწრაფესად იხვეწება და დაავადება უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ადამიანებისთვის. გავუფრთხილდდეთ ერთმანეთის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას", - წერს ნანა გეგეჭკორი.