მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით" - ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე
"ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით" - ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე
  • ფოტო არ­ქი­ვი­დან

აბ­სო­ლუ­ტურ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს და ავ­თან­დილ წე­რე­თელს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ იმ ყვე­ლა­ფერს, რაც ხდე­ბა მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და კა­ტე­გო­რი­უ­ლად, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვაფრ­თხი­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბათ სი­ჩუ­მე , - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის კარ­ზე მივა, ვინც მას წინ გა­და­ე­ღო­ბე­ბა.

"ის, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, ამა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დად დევ­ნით, რომ­ლე­ბიც მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და პრობ­ლე­მას ქმნის და უნდა, რომ თა­ვი­დან მო­ი­შო­როს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე აწარ­მო­ებ­და ანაკ­ლი­ის პორტთან მი­მარ­თე­ბა­ში. ის, ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­და­პირ მას არ და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და ისე­ვე, რო­გორც პირ­და­პირ არა­ფერს აკე­თებს, რო­გორც ეს სჩ­ვე­ვი­ათ ოლი­გარ­ქებს და მისი ტი­პის ადა­მი­ა­ნებს. ის ხა­ზა­რა­ძეს და­უ­პი­რის­პირ­და მი­თი­უ­რი "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის“ სა­კი­თხით. ის, რომ ეს პრო­ცე­სი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ყალ­ბია და აგე­ბუ­ლია ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლი გა­უს­წორ­დეს, ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს, მის­თვის არ არ­სე­ბობს მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თუ ის ივა­ნიშ­ვი­ლის მორ­ჩი­ლია, მის­თვის მი­სა­ღე­ბია და შე­იძ­ლე­ბა მისი მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც გახ­დეს. ის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა გან­გა­შის სიგ­ნა­ლი უნდა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის. აბ­სო­ლუ­ტურ

მათ ან მათი ოჯა­ხის წევ­რებს მი­ად­გე­ბი­ან. თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვით­მენთ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის კარ­ზე მივა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას შე­იძ­ლე­ბა წინ გა­და­ე­ღო­ბოს. ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა ხვალ სო­ლი­და­რო­ბა უნდა გა­მო­უ­ცხა­დონ ხა­ზა­რა­ძეს, ჯა­ფა­რი­ძე­სა და წე­რე­თელს და უნდა გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­სად იქცა“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძე ამ­ბობს, "ისე წა­ვი­და ვი­თა­რე­ბა, რომ ვე­რა­ფე­რი ვე­რა­ფერს შეც­ვლის ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გარ­და“.

"იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რაც ახლა ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლია. პრაგ­მა­ტუ­ლად უნდა ეს­მო­დეს ყვე­ლას, რომ ეს ყვე­ლას კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­იყ­ვანს. ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მო­შორ­დეს ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თო­რემ ის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­საც ცოტა ირო­ნი­უ­ლად ვა­სა­ხე­ლებ­დით, რო­გორც ავ­ტოკ­რა­ტულ და დიქ­ტა­ტო­რულ სა­ხელ­მწი­ფოს, მანდ მო­სა­ნატ­რე­ბე­ლი არ გახ­დეს დი­დად თავ­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

რას იბრძვი ქალო ვადადელი არჩევნებისთვის, ის ნახევარი პროცენტიც გიგლა ბარამიძემ აიღო.წარსულის აჩრდილი ხარ, თანაც მძიმე როდისღა უნდა მიხვდე.

suliko
5

ეს ჩამოწერილი პოლიტიკოსები ბოღმას ანთხევენ ისევ. მთელმა მსოფლომ იცის რომ ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი და მსოფლიოში უკეთილშობილესი ადამიანი, ამასთან უს ყველაზე დიდი ქართველი პოლიტიკოსია სტალონის შემდეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით" - ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

"ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით" - ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე
  • ფოტო არქივიდან

აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს. კატეგორიულად ვგმობ იმ ყველაფერს, რაც ხდება მათთან მიმართებაში და კატეგორიულად, სრული პასუხისმგებლობით ვაფრთხილებ საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე , - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ყველა ქართველის კარზე მივა, ვინც მას წინ გადაეღობება.

"ის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, ამაში ეჭვი არავის ეპარება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით, რომლებიც მისთვის მიუღებელია და პრობლემას ქმნის და უნდა, რომ თავიდან მოიშოროს. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო ის საქმიანობა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აწარმოებდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ის, ბუნებრივია, პირდაპირ მას არ დაუკავშირდებოდა ისევე, როგორც პირდაპირ არაფერს აკეთებს, როგორც ეს სჩვევიათ ოლიგარქებს და მისი ტიპის ადამიანებს. ის ხაზარაძეს დაუპირისპირდა მითიური "ფულის გათეთრების“ საკითხით. ის, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ყალბია და აგებულია ხაზარაძე-ჯაფარიძეს ივანიშვილი გაუსწორდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მისთვის არ არსებობს მორალური პრინციპები, ადამიანური და სამართლებრივი პრინციპები. დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი თუ ის ივანიშვილის მორჩილია, მისთვის მისაღებია და შეიძლება მისი მარჯვენა ხელიც გახდეს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება განგაშის სიგნალი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. აბსოლუტურ

მათ ან მათი ოჯახის წევრებს მიადგებიან. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოვითმენთ, ეს აუცილებლად მოხდება. ნებისმიერი ქართველის კარზე მივა ივანიშვილი, რომელიც მას შეიძლება წინ გადაეღობოს. ნებისმიერმა ადამიანმა ხვალ სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს და უნდა გავაპროტესტოთ პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც საქართველოში წესად იქცა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, "ისე წავიდა ვითარება, რომ ვერაფერი ვერაფერს შეცვლის ვადამდელი არჩევნების გარდა“.

"იმასთან შეგუება, რაც ახლა ხდება, უბრალოდ დანაშაულია. პრაგმატულად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს ყველას კატასტროფისკენ მიიყვანს. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს ივანიშვილი ხელისუფლებას, თორემ ის ქვეყნები, რომელსაც ცოტა ირონიულად ვასახელებდით, როგორც ავტოკრატულ და დიქტატორულ სახელმწიფოს, მანდ მოსანატრებელი არ გახდეს დიდად თავმოყვარე ქართველებისთვის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.