მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე" - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე
"ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე" - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე

10 იან­ვარს, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი რეზო ამა­შუ­კე­ლი 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბა მინ­და (და არა მხო­ლოდ - უნდა) გა­მოვ­ხა­ტო ბა­ტო­ნი რეზო ამა­შუ­კე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის არა მხო­ლოდ მწა­რედ დაგ­ვაკ­ლდე­ბა კარ­გი პო­ე­ზი­ი­თა და სა­ზო­გა­დო საქ­მით, ის დაგ­ვაკ­ლდე­ბა ასე­ვე, რო­გორც სარ­კე, რო­მე­ლიც, ასა­კი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­გა­მოშ­ვე­ბით ჩა­წერ­და თა­ვის მო­ნო­ლოგს და იტყო­და... იტყო­და სათ­ქმელს. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისე­თი სათ­ქმე­ლე­ბი იყო, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, "მო­დურ“ მა­ვანს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა­დი არ ეგო­ნა, რად­გან ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ასეთ მა­ვან­თათ­ვის შექ­მნი­ლი ხილი ჰგო­ნია ზოგს. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ჩემი დღე­ვან­დე­ლი სათ­ქმე­ლი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი მად­ლო­ბაა. მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო, რომ ამ­ხე­ლა კაცი არ უკად­რი­სობ­დით ჩემ­თან და­რეკ­ვას, ხან შე­ნიშ­ვნის მო­ცე­მას, ხა­ნაც მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და არა­ერ­თხელ კი­დევ - მხარ­დამ­ჭე­რი სი­ტყვე­ბის თქმას. ამ სი­ტყვებს უფრო შე­მო­ძა­ხე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დი, რაც ადა­მი­ანს, რაც არ უნდა „მა­გას რა მო­უ­ვა“ იყოს, აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა. უფრო მე­ტიც, თქვენ იყა­ვით თქვე­ნი თა­ო­ბის იმ სულ რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გენ­ლი­დან ერთ-ერთი, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თულ, უმ­ცრო­სი თა­ო­ბის ქალს ეტყო­და, რომ არ უნდა და­ე­ცეს, ვინც იცო­და, რომ ხან­დაზ­მულ ასაკ­ში არა ახ­ლის წა­მო­წყე­ბის, არა­მედ - გა­და­ხედ­ვი­სა და გა­და­სინ­ჯვის დროა, შენ­ზე უმ­ცრო­სის მხარ­და­ჭე­რის დროა, და იმის გამ­ხნე­ვე­ბის დროა, ვინც ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა, შენ რომ წახ­ვალ... ამ ძა­ლას ყვე­ლა ვერ პო­უ­ლობს თა­ვის თავ­ში. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს თქვე­ნი სული!" - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე" - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე

"ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე" - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე

10 იანვარს, ცნობილი პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

"ღრმა მწუხარება მინდა (და არა მხოლოდ - უნდა) გამოვხატო ბატონი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე, რომელიც, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხანგამოშვებით ჩაწერდა თავის მონოლოგს და იტყოდა... იტყოდა სათქმელს. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისეთი სათქმელები იყო, რომელთან მიმართებაშიც, "მოდურ“ მავანს გამოხატვის თავისუფლება გამოყენებადი არ ეგონა, რადგან ეს თავისუფლება მხოლოდ ასეთ მავანთათვის შექმნილი ხილი ჰგონია ზოგს. მაგრამ ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ჩემი დღევანდელი სათქმელი გამოსამშვიდობებელი მადლობაა. მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას და არაერთხელ კიდევ - მხარდამჭერი სიტყვების თქმას. ამ სიტყვებს უფრო შემოძახებად აღვიქვამდი, რაც ადამიანს, რაც არ უნდა „მაგას რა მოუვა“ იყოს, აუცილებლად სჭირდება. უფრო მეტიც, თქვენ იყავით თქვენი თაობის იმ სულ რამდენიმე წარმომადგენლიდან ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკაში ჩართულ, უმცროსი თაობის ქალს ეტყოდა, რომ არ უნდა დაეცეს, ვინც იცოდა, რომ ხანდაზმულ ასაკში არა ახლის წამოწყების, არამედ - გადახედვისა და გადასინჯვის დროა, შენზე უმცროსის მხარდაჭერის დროა, და იმის გამხნევების დროა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, შენ რომ წახვალ... ამ ძალას ყველა ვერ პოულობს თავის თავში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული!" - წერს წულუკიანი.