პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს" - სერგო ჩიხლაძე
"საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს" - სერგო ჩიხლაძე

"კლი­ნი­კე­ბის­თვის კო­ვიდ­მიმ­ღე­ბის სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის - სა­წოლ­ფონ­დი დაგ­ვჭირ­დე­ბა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე გვჭირ­დე­ბო­და დე­კემ­ბერ­ში, იან­ვარ­ში ან გა­სუ­ლი წლის ბოლო კვარ­ტალ­ში" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს არა წინა სამი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, როცა შე­და­რე­ბით იკლო ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, არა­მედ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ის, რომ ბოლო დღე­ე­ბია, ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ცალ­სა­ხად იზ­რდე­ბა.

"10- ზე მეტი კლი­ნი­კის­თვის კო­ვიდ­მიმ­ღე­ბის სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის მა­შინ, როცა უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დრა­მა­ტუ­ლი ზრდა შე­იმ­ჩნე­ვა და თვის ბო­ლოს­თვის ომიკ­რო­ნის შტა­მით სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლდე­ბა არ­სე­ბუ­ლი შტა­მე­ბი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სულ მცი­რე 10- 15 ათა­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა, ხოლო რე­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ უფრო მეტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­წოლ­ფონ­დი დაგ­ვჭირ­დე­ბა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე გვჭირ­დე­ბო­და დე­კემ­ბერ­ში, იან­ვარ­ში ან გა­სუ­ლი წლის ბოლო კვარ­ტალ­ში, ამი­ტომ არა გა­უქ­მე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, სა­წოლ­ფონ­დის ​მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს და და­რე­ზერ­ვე­ბა და­მა­ტე­ბით სა­წო­ლე­ბის", - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

პაატა
0

რჩევები კარგი იცით, პრეტენზიებიც უზომო გაქვთ, ოღონდ საკუთარ პარტიებთან-არა. მუშაობა თქვენ არ გინდათ, მხიკოდ სხვისი მუშაობის დაწუნებით ხართ დაკავებული. ასე გააგრძელეთ და მერე გაიკვირვეთ, არჩევნებზე ხმას რომ არ მოგცემენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს" - სერგო ჩიხლაძე

"საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს" - სერგო ჩიხლაძე

"კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის - საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს არა წინა სამი კვირის მონაცემებით, როცა შედარებით იკლო ინფიცირების მაჩვენებელმა, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ბოლო დღეებია, ინფიცირების მაჩვენებელი ცალსახად იზრდება.

"10- ზე მეტი კლინიკისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის მაშინ, როცა უკვე რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა შეიმჩნევა და თვის ბოლოსთვის ომიკრონის შტამით სრულად ჩანაცვლდება არსებული შტამები და დადასტურებული შემთხვევები სულ მცირე 10- 15 ათასის ფარგლებში იქნება, ხოლო რეალური შემთხვევები კიდევ უფრო მეტი. აქედან გამომდინარე საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში, ამიტომ არა გაუქმება, არამედ პირიქით, საწოლფონდის ​მობილიზება უნდა ხდებოდეს და დარეზერვება დამატებით საწოლების", - განაცხადა ჩიხლაძემ.