სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს
იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს

კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სი­რაქ­ლე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის­გან შექ­მნეს პირ­ბა­დე­ე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლი­ათ და როცა მას აღ­მო­ა­ჩე­ნენ სი­ნათ­ლეს გა­მოს­ცე­მენ.

პირ­ბა­დის შექ­მნის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მარ­ტი­ვად ამო­საც­ნო­ბი იყოს კო­ვი­დი და მისი სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს.

პირ­ბა­დე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ფილტრი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ანა­თებს. უკვე ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მათ შე­დე­გად უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის ლი­დე­რი, ია­სუ­ჰი­რო ცუ­კა­მო­ტო ამ­ბობს, რომ მას ამ­გვა­რი ფილტრის შექ­მნის იდეა, სი­რაქ­ლე­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ მო­უ­ვი­და.

"სი­რაქ­ლე­მე­ბი თა­ვი­ან­თი ძლი­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გამო, უაღ­რე­სად მდგრა­დე­ბი არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ. ამან მი­ბიძ­გა მათი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­მე­წყო. თუ ერთჯე­რა­დი ნიღ­ბის ქვეშ სი­რაქ­ლე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი­ან ფილტრს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ასიმპტო­მუ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვირუსს აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ, ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე­ვე ვუმ­კურ­ნა­ლებთ", - ამ­ბობს ის.

"ეს მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ია­ფი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სხე­ულ­ში შეღ­წე­ვის­გან დაგ­ვა­ზღვევს" - ამა­ტებს ია­სუ­ჰი­რო ცუ­კა­მო­ტო.

მკვლე­ვარს იმე­დი აქვს, რომ მსგავ­სი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით, სხვა ვირუ­სე­ბის­გა­ნაც მო­ვა­ხერ­ხებთ თა­ვის დაც­ვას. ჯერ­ჯე­რო­ბით, სი­რაქ­ლე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი­ა­ნი ფილტრე­ბი მხო­ლოდ ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის ფონ­ზე ანა­თე­ბენ.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
0

ეხლა გამოგონებაც და გამომგონებელიც მოულოდნელად გაქრებიან..

სან დრო©
0

ჩვენთან გაიყიდება პირბადე მწვადის, გუდის ყველის, თონის პურის არომატით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს

კიოტოს უნივერსიტეტში, სირაქლემას ანტისხეულებისგან შექმნეს პირბადეები, რომლებსაც კორონავირუსის გამოვლენა შეუძლიათ და როცა მას აღმოაჩენენ სინათლეს გამოსცემენ.

პირბადის შექმნის მიზანია, ადამიანებისთვის მარტივად ამოსაცნობი იყოს კოვიდი და მისი სწრაფად გავრცელება შეფერხდეს.

პირბადეში მოთავსებულია სპეციალური ფილტრი, რომელიც კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ანათებს. უკვე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და ახალი გამოგონების ეფექტიანობა მათ შედეგად უკვე დადასტურებულია.

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ლიდერი, იასუჰირო ცუკამოტო ამბობს, რომ მას ამგვარი ფილტრის შექმნის იდეა, სირაქლემებზე დაკვირვების შემდეგ მოუვიდა.

"სირაქლემები თავიანთი ძლიერი იმუნური სისტემის გამო, უაღრესად მდგრადები არიან კორონავირუსის მიმართ. ამან მიბიძგა მათი ანტისხეულების გამოკვლევა დამეწყო. თუ ერთჯერადი ნიღბის ქვეშ სირაქლემას ანტისხეულებიან ფილტრს გამოვიყენებთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ასიმპტომურები არიან, მაგრამ ვირუსს აქტიურად ავრცელებენ, ადრეულ სტადიაზევე ვუმკურნალებთ", - ამბობს ის.

"ეს მოსახერხებელი და იაფიანი საშუალებაა, რომელიც კორონავირუსის სხეულში შეღწევისგან დაგვაზღვევს" - ამატებს იასუჰირო ცუკამოტო.

მკვლევარს იმედი აქვს, რომ მსგავსი ტექნიკის საშუალებით, სხვა ვირუსებისგანაც მოვახერხებთ თავის დაცვას. ჯერჯერობით, სირაქლემას ანტისხეულებიანი ფილტრები მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივების ფონზე ანათებენ.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა