პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყე და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახურე" - პეტრე კოლხი შალვა კეკელიას
"კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყე და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახურე" - პეტრე კოლხი შალვა კეკელიას

პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებ, სა­დაც მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას მი­მარ­თავს. რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი წერს, კე­კე­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

"მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას უთ­ქვამს თუ და­უ­წე­რია, მღვდლის პი­რი­დან წუ­წუ­ნი მი­უ­ღე­ბე­ლი­აო… მამა შალ­ვა, რამ­დენ მღვდელს იც­ნობ თა­ვად, ვი­საც ძა­ლი­ან უჭირს და გა­ნიც­დის უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს… რამ­დენს იც­ნობ, ვი­საც პური ფული არ აქვს და მში­ე­რი უკ­ვდე­ბა ოჯა­ხი, რამ­დენს იც­ნობ, ვინც კო­მუ­ნა­ლუ­რებს ვერ იხ­დის და ამის გამო ან სეს­ხუ­ლობს, ან მა­თხოვ­რობს…

თუ არ იც­ნობ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გაც­ნობ, ან სიას გა­მო­გიგ­ზავ­ნი და ჩა­მო­უ­რე­კე… კეკ­ლუ­ცო­ბას თავი და­ა­ნე­ბე და ადა­მი­ა­ნო­ბა ის­წავ­ლე… თუ რა­მის თავი გაქვს, მო­ი­კი­თხე ადა­მი­ა­ნე­ბი და მხარ­ში და­უ­დე­ქი, თუ არა­და, მო­რა­ლის კი­თხვას თავი და­ა­ნე­ბე, შენს ძვი­რა­დღი­რე­ბულ შე­სა­მოს­ლებ­ში გა­მო­ე­წყვე და გუ­ლით დაგ­ვლო­ცე, მო­რა­ლუ­რად მა­ინც დაგ­ვი­დე­ქი…

ღმერ­თმა და­გი­ლო­ცოს ოჯა­ხი, მად­ლი და წყა­ლო­ბა არ მო­გაკ­ლოს, გული გო­ნი­ე­რი მოგ­ცეს და იე­სომ გი­წი­ნამ­ძღვროს, მაგ­რამ შენ­გან ჭკუ­ის და­რი­გე­ბას ვერ მი­ვი­ღებ, ბევ­რი რა­მის გამო და აქ არ დავ­წერ ამას, რე­ე­ბის გა­მოც…

ვა­კეს არა, ღმერ­თს ემ­სა­ხუ­რე გუ­ლით და იმის იქი­თად გა­ი­ხე­დე…ბევრ რა­მეს არ დავ­წერ, არც მოგ­წერ და არც მო­მა­ვალ­ში ვი­ტყვი… ამ მჩვე­ვია სა­ჯა­რო პა­ექ­რო­ბა…ეჰ, მამა შალ­ვა, მამა შალ­ვა!..კარ­გი, აღარ ვი­ტყვი!.. იმე­დია არც დამ­ჭირ­დე­ბა!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი წა­შა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი-11
1

პეტრე! შენ ცოტა ხომ არ გამოლიბერსტდი? დიდად არ ვაქცევდი თქვენს უცნაურ საქციელებს ყურადღეაბს, მაგრამ მგონი ზღვარს გადახვედით. ლურჯი ვეფხვის წლის შემოსვლაც რომ ახარეთ ხალხს, პირველი შოკი მაშინ მივიღე (ჯორჯიან ტაიმსის ტელეარხით) ...დაოკდით... (ვიცი განვიკითხავ, მომიტევოს უფალმა)

სოფო
0

ოხ რა მიუღებელია ეს ყველაფერი, ისედაც გზაკვალ არეულ ჩვენ ქვეყანას სასულიერო პირები მაინც ნუღარ ანადგურებთ, ან კარგი ილაპარაკეთ, ან გაჩუმდით. იმედია მამა შალვა მაინც აღარ გასცემს პასუხს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყე და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახურე" - პეტრე კოლხი შალვა კეკელიას

"კეკლუცობას თავი დაანებე... შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყე და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახურე" - პეტრე კოლხი შალვა კეკელიას

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ, სადაც მამა შალვა კეკელიას მიმართავს. როგორც სასულიერო პირი წერს, კეკელიამ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით მისი განცხადებები გააკრიტიკა.

"მამა შალვა კეკელიას უთქვამს თუ დაუწერია, მღვდლის პირიდან წუწუნი მიუღებელიაო… მამა შალვა, რამდენ მღვდელს იცნობ თავად, ვისაც ძალიან უჭირს და განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს… რამდენს იცნობ, ვისაც პური ფული არ აქვს და მშიერი უკვდება ოჯახი, რამდენს იცნობ, ვინც კომუნალურებს ვერ იხდის და ამის გამო ან სესხულობს, ან მათხოვრობს…

თუ არ იცნობ, აუცილებლად გაგაცნობ, ან სიას გამოგიგზავნი და ჩამოურეკე… კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე… თუ რამის თავი გაქვს, მოიკითხე ადამიანები და მხარში დაუდექი, თუ არადა, მორალის კითხვას თავი დაანებე, შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყვე და გულით დაგვლოცე, მორალურად მაინც დაგვიდექი…

ღმერთმა დაგილოცოს ოჯახი, მადლი და წყალობა არ მოგაკლოს, გული გონიერი მოგცეს და იესომ გიწინამძღვროს, მაგრამ შენგან ჭკუის დარიგებას ვერ მივიღებ, ბევრი რამის გამო და აქ არ დავწერ ამას, რეების გამოც…

ვაკეს არა, ღმერთს ემსახურე გულით და იმის იქითად გაიხედე…ბევრ რამეს არ დავწერ, არც მოგწერ და არც მომავალში ვიტყვი… ამ მჩვევია საჯარო პაექრობა…ეჰ, მამა შალვა, მამა შალვა!..კარგი, აღარ ვიტყვი!.. იმედია არც დამჭირდება!" - წერს პეტრე კოლხი.

სასულიერო პირმა მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა.