ავტორი:

"ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა - მე მამა აღარ მყავს.. გაქვავებული ვიდექი" - ნიკა ქაცარიძის მეგობრის ემოციური წერილი

"ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა - მე მამა აღარ მყავს.. გაქვავებული ვიდექი" - ნიკა ქაცარიძის მეგობრის ემოციური წერილი

რამდენიმე დღის წინ, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ნიკას მეგობრები, ახლობლები, თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში დღემდე იხსენებენ და მის შესახებ მოგონებებს აქვეყნებენ.

გარდაცვლილ მსახიობს ემოციურ პოსტს უძღვნის რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნენე აბრამიშვილი.

"ნიკუშ, დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით..შენი პატარები თამაშობდნენ.. მარიტუნა ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა - მე მამა აღარ მყავს.

ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი, ვერ მივხვდი რა მეპასუხა, მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა..

თითქოს ჩემთან ამოწმებდა მართლა აღარ იყო მისი მამიკო?!

ღმერთო, როგორ დავიბენი, გავშრი, მეგონა გული გამისკდებოდა.. ძლივს ვუპასუხე..მარიტუნა შენ დედიკო გყავს, მამიდა, ბებიები, დეიდები, ბიძიები, შენი მამიკოს ბევრი მეგობრები.

მარიტუნა იცი ჩემ შვილებსაც აღარ ყავთ მამიკო...ღმერთო, რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა..მერე ისევ მითხრა..- არა შენ ვერ მიხვდი მე მამა აღარ მყავს ჩავეხუტე ისევ.

ცოტა ხანში მაგრძნობინა გამიშვიო..ძირს დავსვი და გაიქცა სათამაშოდ. ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა..ასეთი რამ პირველად თქვაო ღმერთოოო...როგორ გავუძლოთ ნიკუშ ამ ყველაფერს?!" - წერს ნენე აბრამიშვილი.