მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში მამაკაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს - "ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან გადანერგვის ოპერაცია გამეკეთებინა"
აშშ-ში მამაკაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს - "ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან გადანერგვის ოპერაცია გამეკეთებინა"

ამე­რი­კე­ლი მა­მა­კაცს - დე­ვიდ ბე­ნეტს, გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღო­რის გუ­ლის გა­და­უ­ნერ­გეს. 57 წლის ბე­ნე­ტი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი, 7-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, თავს კარ­გად გრძნობს.

გუ­ლის ტრან­სპლან­ტი მისი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი იმე­დი­ღა იყო, თუმ­ცა ჯერ მა­ინც უც­ნო­ბია, სი­ცო­ცხლეს რამ­დე­ნი ხნით გა­უ­ხან­გრძლი­ვებს გა­და­ნერ­გი­ლი გული.

"ან უნდა მოვმკვდა­რი­ყა­ვი, ან გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ეს ჩემი უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო" - თქვა დე­ვიდ­მა.

ოპე­რა­ცი­ამ­დე 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლო­გინს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ცო­ცხლობ­და.

  • ქი­რურ­გი ბარტლი გრი­ფი­ტი ფიქ­რობს, რომ ამ ოპე­რა­ცი­ამ 1 ნა­ბი­ჯით ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა მსოფ­ლიო ორ­გა­ნო­ე­ბის სიმ­ცი­რის კრი­ზი­სის გა­დაჭ­რამ­დე. (მხო­ლოდ აშშ-ში, ყო­ველ­დღი­უ­რად 17 ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა ტრან­სპლან­ტის მო­ლო­დინ­ში).

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ნიუ იორ­კელ­მა ქი­რურ­გებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ადა­მი­ანს წარ­მა­ტე­ბით გა­და­უ­ნერ­გეს ღო­რის გული, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტის ტვი­ნი გა­თი­შუ­ლი იყო და არც მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შან­სი არ­სე­ბობ­და.

ბე­ნეტ­მა წინა კვი­რას თქვა, რომ ერთი სული აქვს სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გეს. ორ­შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის უკვე თა­ვი­სით ახერ­ხებ­და სუნ­თქვას, აპა­რა­ტის გა­რე­შე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბი ზუსტ პა­სუხს ვერ ეუბ­ნე­ბი­ან, პა­ცი­ენ­ტი იმე­დი­ა­ნა­დაა და სჯე­რა, რომ ახა­ლი გუ­ლით კი­დევ დიდ­ხანს იცო­ცხლებს.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

თუ იმოქმედებს გონებაზე ღორის გული, შემდეგში დადეთ ინფორმაცია ამ პაციენტზე...

სვეტლანა
0

წარმატებული ოპერაცია ,გამართლებულიყოს . ჯანმრთელობას ვუსურვებ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ში მამაკაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს - "ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან გადანერგვის ოპერაცია გამეკეთებინა"

აშშ-ში მამაკაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს - "ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან გადანერგვის ოპერაცია გამეკეთებინა"

ამერიკელი მამაკაცს - დევიდ ბენეტს, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გულის გადაუნერგეს. 57 წლის ბენეტი ექსპერიმენტული, 7-საათიანი ოპერაციის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს.

გულის ტრანსპლანტი მისი გადარჩენის ერთადერთი იმედიღა იყო, თუმცა ჯერ მაინც უცნობია, სიცოცხლეს რამდენი ხნით გაუხანგრძლივებს გადანერგილი გული.

"ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან გადანერგვის ოპერაცია გამეკეთებინა, ეს ჩემი უკანასკნელი არჩევანი იყო" - თქვა დევიდმა.

ოპერაციამდე 6 კვირის განმავლობაში, ლოგინს იყო მიჯაჭვული და სპეციალური აპარატის საშუალებით ცოცხლობდა.

  • ქირურგი ბარტლი გრიფიტი ფიქრობს, რომ ამ ოპერაციამ 1 ნაბიჯით ახლოს მიიყვანა მსოფლიო ორგანოების სიმცირის კრიზისის გადაჭრამდე. (მხოლოდ აშშ-ში, ყოველდღიურად 17 ადამიანი ხვდება ტრანსპლანტის მოლოდინში).

2021 წლის ოქტომბერში, ნიუ იორკელმა ქირურგებმა გამოაცხადეს, რომ ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს ღორის გული, მაგრამ ამ შემთხვევაში, პაციენტის ტვინი გათიშული იყო და არც მისი გამოჯანმრთელების შანსი არსებობდა.

ბენეტმა წინა კვირას თქვა, რომ ერთი სული აქვს საწოლიდან წამოდგეს. ორშაბათის მონაცემებით, ის უკვე თავისით ახერხებდა სუნთქვას, აპარატის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ზუსტ პასუხს ვერ ეუბნებიან, პაციენტი იმედიანადაა და სჯერა, რომ ახალი გულით კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

მოამზადა ანა სიბოშვილმა