კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ნაბ­დეს პა­ტიმ­რო­ბა 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით მი­ე­სა­ჯა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში გა­მო­ცხად­და.

გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ად­ვო­კა­ტის და­ვით და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

"სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, არ ვი­ცით გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ვე­ლო­დე­ბით წე­რი­ლო­ბით რო­დის გად­მოგ­ვე­ცე­მა გა­ნა­ჩე­ნი და ამის მი­ხედ­ვით მო­ვიქ­ცე­ვით შემ­დგომ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ჩივ­რდე­ბა",- გა­ნა­ცხა­და და­დი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დე 15 აპ­რილს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და მი­ხე­ილ კა­ლან­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. ის ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, მას სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ პა­ტიმ­რო­ბა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.

გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება",- განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.