მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა - ვინ შეძლებს სარგებლობას?
დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა -  ვინ შეძლებს სარგებლობას?

"მიმ­დი­ნა­რე წლის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც დღე­ი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის 500-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რე­ბის პროგ­რა­მაა" - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი თბი­ლის­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­პენ­სიო ასა­კის პი­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­მელ­თა ოჯა­ხე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 200 000–ს არ აღე­მა­ტე­ბა.

"ეს არის ყო­ველ­წლი­უ­რი და არა ერთჯე­რა­დი ვა­უ­ჩე­რი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მათი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლი­მი­ტის ამო­წურ­ვამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ. მო­ქა­ლა­ქეს ვა­უ­ჩე­რის მი­სა­ღე­ბად მე­რი­ა­ში ან რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში მის­ვლა არ დას­ჭირ­დე­ბა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­დე­ბა პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლე“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­უ­ჩე­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტი წა­რად­გი­ნა, რომ­ლის და­რი­გე­ბაც გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს და­ა­ვა­ლა.

"ვა­უ­ჩე­რის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ან მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით, ექიმს მი­მარ­თავს. ის პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბას, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და რა­ო­დე­ნო­ბა, გა­ნა­თავ­სებს პროგ­რა­მის ელექტრო­ნულ მო­დულ­ში. ამის შემ­დეგ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ან მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე სპე­ცი­ა­ლურ კოდს მი­ი­ღებს და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით, მის­თვის სა­სურ­ველ აფ­თი­აქს მი­მარ­თავს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მიერ შერ­ჩე­ულ აფ­თი­აქ­ში სრულ­ყო­ფი­ლად არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტი, მას შე­ეძ­ლე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტი სხვა აფ­თი­აქ­ში ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე აფ­თი­აქ­ში აი­ღოს. ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ან მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აფ­თი­ა­ქი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კო­დის მი­ღე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 30 დღე­ში უნდა გა­ი­ტა­ნოს“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა პროგ­რა­მის და­წყე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი უკვე ჩა­უ­ტა­რა, რათა პენ­სი­ო­ნე­რებ­მა მომ­სა­ხუ­რე­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად მი­ი­ღონ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gege
0

კალაძის მორიგი კორუფციული აფიორა. გამოაქვეყნონ ფარმაცევტულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ვინც უზრუნველყოფს ვაუჩერის განაღდებას.

 

?????
0

ამ ქვეყანაში 10 პროცენტის გარდა ყველა ცოციალურად დაუცველია. :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა - ვინ შეძლებს სარგებლობას?

დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა -  ვინ შეძლებს სარგებლობას?

"მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.

"ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.

"ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.