მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ "ფაიზერმა“ "ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მოახერხა, ჩვენთან ერთ-ორ თვეში არ შემოვა" - ივანე ჩხაიძე
"თუ "ფაიზერმა“ "ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მოახერხა, ჩვენთან ერთ-ორ თვეში არ შემოვა" - ივანე ჩხაიძე

"ფა­ი­ზე­რის“ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა მხო­ლოდ 33%-ითაა ეფექ­ტუ­რი “ომიკ­რო­ნით” ინ­ფი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის­გან, დიახ, იცავს" - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნებ­ზე რი­გია და “ომიკ­რო­ნის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში "ერთ-ორ თვე­ში ნამ­დვი­ლად ვერ შე­მო­ვა“.

"პრო­ცენ­ტიც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რო­მელ­საც თვი­თონ "ფა­ი­ზე­რიც“ ასა­ხე­ლებს, 33%-ითაა ეფექ­ტუ­რი "ფა­ი­ზე­რის“ ორი დოზა “ომიკ­რო­ნის” წი­ნა­აღ­მდეგ. მა­შინ, რო­დე­საც იგი­ვე "ფა­ი­ზე­რის" ორი დოზა ჩი­ნუ­რი ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ 95%-ითა იყო ეფექ­ტუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, “ბუს­ტე­რის” მო­თხოვ­ნა სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. "ფა­ი­ზერ­მა“ ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრი­დან გა­ნა­ცხა­და, რომ იწყებ­და მუ­შა­ო­ბას და სამი თვის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხებ­და ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი “ომიკ­რო­ნის” წი­ნა­აღ­მდეგ. დიახ, ეს ვაქ­ცი­ნა ჩა­ნაც­ვლდე­ბა, თუ თქვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გინ­დათ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გია ამ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუ მარ­ტში გა­მოჩ­ნდა ვაქ­ცი­ნა და "ფა­ი­ზერ­მა“ მო­ა­ხერ­ხა ამ ვაქ­ცი­ნის შექ­მნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა ერთ-ორ თვე­ში ნამ­დვი­ლად არ შე­მო­ვა.

"ფა­ი­ზე­რის“ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა მხო­ლოდ 33%-ითაა ეფექ­ტუ­რი “ომიკ­რო­ნით” ინ­ფი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ არა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ვი­საც გა­კე­თე­ბუ­ლი აქვთ ორი დოზა "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა, მათ­თან და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ცი­ლე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად, ვიდ­რე არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში. ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ეს ვაქ­ცი­ნა ვერ იცავს, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის­გან, დიახ, იცავს“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
3

არცერთი არ გაიკეთო...ტელევიზორი გამორთე...

ანუ,
1

ვისაც სხვა ვაქცინა აქვს გაკეთებული და ფაიზერი მხოლოდ ბუსტერი,იმან რა ქნას?მეორე დოზაც გაიკეთოს ფაიზერის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თუ "ფაიზერმა“ "ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მოახერხა, ჩვენთან ერთ-ორ თვეში არ შემოვა" - ივანე ჩხაიძე

"თუ "ფაიზერმა“ "ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მოახერხა, ჩვენთან ერთ-ორ თვეში არ შემოვა" - ივანე ჩხაიძე

"ფაიზერის“ არსებული ვაქცინა მხოლოდ 33%-ითაა ეფექტური “ომიკრონით” ინფიცირების წინააღმდეგ - მძიმე შემთხვევებისგან, დიახ, იცავს" - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ვაქცინებზე რიგია და “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში "ერთ-ორ თვეში ნამდვილად ვერ შემოვა“.

"პროცენტიც შემიძლია გითხრათ, რომელსაც თვითონ "ფაიზერიც“ ასახელებს, 33%-ითაა ეფექტური "ფაიზერის“ ორი დოზა “ომიკრონის” წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც იგივე "ფაიზერის" ორი დოზა ჩინური ვარიანტის წინააღმდეგ 95%-ითა იყო ეფექტური. შესაბამისად, “ბუსტერის” მოთხოვნა სწორედ აქედან გამომდინარეობს. "ფაიზერმა“ ჯერ კიდევ დეკემბრიდან განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას და სამი თვის შემდეგ მოახერხებდა ახალი ვაქცინის შექმნას, რომელიც იქნებოდა მიზანმიმართული “ომიკრონის” წინააღმდეგ. დიახ, ეს ვაქცინა ჩანაცვლდება, თუ თქვენ ამ მიმართულებით გინდათ რეალური შედეგის მიღწევა.

ჩვეულებრივი რიგია ამ ვაქცინების მისაღებად, თუ მარტში გამოჩნდა ვაქცინა და "ფაიზერმა“ მოახერხა ამ ვაქცინის შექმნა, საქართველოში ვაქცინა ერთ-ორ თვეში ნამდვილად არ შემოვა.

"ფაიზერის“ არსებული ვაქცინა მხოლოდ 33%-ითაა ეფექტური “ომიკრონით” ინფიცირების წინააღმდეგ, მაგრამ არა მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ. ვისაც გაკეთებული აქვთ ორი დოზა "ფაიზერის“ ვაქცინა, მათთან დაავადება მიმდინარეობს გაცილებით უფრო მსუბუქად, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებში. ინფიცირებისგან ეს ვაქცინა ვერ იცავს, მძიმე შემთხვევებისგან, დიახ, იცავს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.