მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცრემლები ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა..." - ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერის ისტორია - ვინ და რატომ დაუწერა ნანიკო ხაზარაძეს "ფიფქებო, ფიფქებო" ?
"ჩემი ცრემლები ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა..." - ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერის ისტორია - ვინ და რატომ დაუწერა ნანიკო ხაზარაძეს "ფიფქებო, ფიფქებო" ?

სიმ­ღე­რა თუ მოგ­ვე­წო­ნა, ხში­რად ისე ავი­ტა­ცებთ, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს ვინ არის მისი ავ­ტო­რი და რაც მთა­ვა­რია, არც გვა­ინ­ტე­რე­სებს. ვღი­ღი­ნებთ, ვმღე­რით, მაგ­რამ ავ­ტო­რი არ ვი­ცით და ასეა უამ­რა­ვი ტექ­სტი, მუ­სი­კა თუ თა­ვად სიმ­ღე­რა ხალ­ხში გაბ­ნე­უ­ლი...

ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, წელ­საც ბევ­რჯერ შეს­რულ­და მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რა "ფიფ­ქე­ბო, ფიფ­ქე­ბო“... მისი ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი, მომ­ღე­რა­ლი, პე­და­გო­გი გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა...

ახა­ლი წლის ღა­მეს, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას, პირ­და­პირ ეთერ­ში, ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ, ეს სიმ­ღე­რა ასე წა­რად­გი­ნა - კომ­პო­ზი­ტორ­მა მე და­მი­წე­რა, ეს არის ჩემი სიმ­ღე­რა, გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძე ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამ სი­ტყვებს თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ი­მე­ო­რებ­და და ჩემ­გან მისი მოს­მე­ნაც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და...

გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძე

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს ვთხო­ვეთ, სიმ­ღე­რის შექ­მნის ის­ტო­რია გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა:

- კი, ჩემ­თვის და­წე­რა. სა­დღაც 5-6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რა­ღაც სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა­ში, მა­შინ­დელ "პირ­ველ არხზე“ უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ერთ-ერთი სიმ­ღე­რით მი­ვე­დით, რე­ჟი­სორ­მა რომ მო­მის­მი­ნა, და­ი­წუ­ნა, - ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა იყოს, ეს ის კონ­ცერ­ტია, სა­დაც მხო­ლოდ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი სრულ­დე­ბაო. მოკ­ლედ, იქი­დან გულ­ნატ­კე­ნი და აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით გა­მო­მის­ტუმ­რეს. მახ­სოვს, ძა­ლი­ან მძაფ­რი ემო­ცია მქონ­და. არა­და, იმ გა­და­ცე­მის­თვის ჩე­მებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­მამ­ზა­დეს, კა­ბაც შე­მი­კე­რეს...

ის იყო, სახ­ლის­კენ უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და რა­ტომ­ღაც ჩვენ გვერ­დით გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძე აღ­მოჩ­ნდა. რომ გა­ი­გო, ჩემი ცრემ­ლე­ბის მი­ზე­ზი, ვერ აი­ტა­ნა და მა­შინ­ვე შექ­მნა სიმ­ღე­რა - "ფიფ­ქე­ბო, ფიფ­ქე­ბო“... მერე წარ­მა­ტე­ბით ჩავ­წე­რეთ და ჩემი შეს­რუ­ლე­ბით რა­დი­ო­შიც დიდ­ხანს ტრი­ა­ლებ­და. შემ­დეგ ვის აღარ უმ­ღე­რია...

იმ პე­რი­ოდ­ში ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არც მიგ­ვიქ­ცე­ვია - რა­ტომ­ღაც ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად ჩავ­თვა­ლეთ, რომ სიმ­ღე­რას ასე ჩუქ­ნიდ­ნენ... თუმ­ცა გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძემ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა... დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტა ჩემ მი­მართ.

- რო­გორც ჩანს, შენ­მა ცრემ­ლებ­მა ამის­თვის მო­ტი­ვა­ცი­აც გა­უ­ჩი­ნა და ასე გახ­დი ლა­მა­ზი, საყ­ვა­რე­ლი და ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი...

- კა­ბაც კი მახ­სოვს, რა მეც­ვა... ძა­ლი­ან მინ­და, არ­ქივ­ში იმ ჩა­ნა­წე­რის მო­ძებ­ნა... გი­უ­ლის­თან მას მერე სულ ახლო კონ­ტაქ­ტი მქონ­და, სიმ­ღე­რა­ზე დავ­დი­ო­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად იქვე გო­გო­ე­ბის ტრი­ოც შექ­მნა, რო­მე­ლიც ბევ­რი წელი არ­სე­ბობ­და, გას­ტრო­ლებ­ზეც დავ­დი­ო­დით და გი­ტა­რით ყველ­გან ვმღე­რო­დით. ჩვენ გარ­და ბევ­რი მოს­წავ­ლე ჰყავ­და, რომ­ლებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და, სიმ­ღე­რა­ში ამ­ზა­დებ­და...

***

გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძემ ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა გი­ტა­რის­ტთა ან­სამ­ბლი. მუ­შა­ობ­და თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­გლი­სუ­რი ენის უფ­როს მას­წავ­ლებ­ლად. იყო ტრიო "სა­მა­ი­ას“ წევ­რი, რო­მელ­შიც მას­თან ერ­თად მღე­როდ­ნენ ინო­ლა გურ­გუ­ლია და მე­დეა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

მე­დეა ძი­ძი­გუ­რი, გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძე, ინო­ლა გურ­გუ­ლია და დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე:

- კი, დღეს რა­საც სამ ხმა­ში "ჩად­გმულ ხმას“ ვე­ძა­ხით, ეგ მათი მიგ­ნე­ბაა... მაგ­რამ სულ გული სწყდე­ბო­და, რომ სა­თა­ნა­დოდ არ იყ­ვნენ შე­ფა­სე­ბუ­ლი...

ბო­ლოს ავად იყო, დე­მენ­ცია ჰქონ­და და მა­ინც მი­რე­კავ­და. სამი წლის წინ, ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბო­და და შე­მეხ­მი­ა­ნა - "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან“ და­მი­რე­კეს, ამ სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა უნ­დათ და ხომ წა­მოხ­ვა­ლო? გა­მი­ხარ­და, და­ვე­თან­ხმე, ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დე, გი­უ­ლის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე გა­ირ­კვა, რომ თურ­მე ეს მისი ფან­ტა­ზია იყო, რად­გა­ნაც რო­გორც ვთქვი, ავად იყო...

ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ სპე­ცი­ფი­კუ­რია, სხვა რა­ღა­ცას მო­ი­თხოვს. ამ ქალს ჰქონ­და უნი­კა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი. გულ­თან ახ­ლოს მო­დი­ო­და. მას­თან ყვე­ლა ბავ­შვი გახ­სნი­ლი და ლაღი იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სიმ­ღე­რა მის­თვის სრუ­ლი­ად უც­ნობ გო­გო­ნას და­მი­წე­რა. მარ­ტო ეს ფაქ­ტი მე­ტყვე­ლებს მის სა­ო­ცარ ბუ­ნე­ბა­სა და ხა­სი­ათ­ზე.

- სიმ­ღე­რა­ზე ბავ­შვო­ბა­ში ამ­დე­ნი გი­მუ­შა­ვია, ამ ხა­ზით რა­ტომ არ წახ­ვე­დი, მით უფრო, რომ ოჯახ­შიც სულ მღე­როდ­ნენ, ამას­თან, "თე­ატ­რა­ლუ­რიც“ და­ამ­თავ­რე, სა­დაც ალ­ბათ სიმ­ღე­რის­გან არ იქ­ნე­ბო­დი შორს...

- "თე­ატ­რა­ლურ­შიც“ ფსო­ნი ამა­ზე ჰქონ­და ჩემს პე­და­გოგ გიზო ჟორ­და­ნი­ას გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ მემ­ღე­რა. ვო­კა­ლის პე­და­გო­გიც კი და­მი­ქი­რა­ვა, სა­დაც ჩემი ხმა ვარ­ჯი­შით და მე­ცა­დი­ნე­ო­ბით მე­ცო­სოპ­რა­ნომ­დე აიყ­ვა­ნეს. მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ სიმ­ღე­რის დროს თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ ვგრძნობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქაც ვმღე­რო­დი, პა­ტა­რა ტრიო მქონ­და. სა­ერ­თოდ, კარ­გი ყური და ძა­ლი­ან კარ­გი სმე­ნა მაქვს...

დიდი სცე­ნა­ზე ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო კონ­ცერ­ტზე შე­იძ­ლე­ბა მე­ყოს თავ­ხე­დო­ბა და ტრი­ოს, კვარ­ტეტს და ან­სამ­ბლს გვერ­დით ამო­ვუდ­გე და მათ­თან ერ­თად ვიმ­ღე­რო. მარ­ტო სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა კი არ შე­მიძ­ლია. სხვე­ბის ხმე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი რომ ვხდე­ბი, ანუ ერთი მთლი­ა­ნის, ეს მხიბ­ლავს, მსი­ა­მოვ­ნებს.

- მოკ­ლედ, გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძის სიმ­ღე­რა შენს ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი გზამ­კვლე­ვი აღ­მოჩ­ნდა...

- ამა­ზე წლე­ბის წინ არ მი­ფიქ­რია, რო­გორც ვთქვი, მე­გო­ნა, რომ კომ­პო­ზი­ტო­რი სიმ­ღე­რას რომ გჩუქ­ნის, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. თუმ­ცა წლე­ბის მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს, რი­თაც ბედ­ნი­ე­რიც ვარ და ამა­ყიც. მი­ხა­რია, რომ ამ სიმ­ღე­რას დღე­საც ბევ­რი მღე­რის... როცა ას­რუ­ლე­ბენ, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხით ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს ჩემი სიმ­ღე­რაა. მი­ხა­რია...

- ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, სა­დაც ლილუ, შენი შვი­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვე ასაკ­ში, რა დრო­საც შენ შე­ას­რუ­ლე, "ფიფ­ქე­ბოს“ უკვე შენ­თან ერ­თად მშვე­ნივ­რად მღე­რის.

- კი, ლი­ლუც კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ მა­გის გა­გო­ნე­ბა არ უნდა, რომ ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ხე­დოს... ეგ ჩა­ნა­წე­რი 13 წლის წინ დი­ლის გა­და­ცე­მა­ში შე­ვას­რუ­ლეთ, სა­დაც სტუმ­რად იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი და თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძეც იქ იყო და ჩვენც სტუმ­რად ვი­ყა­ვით.

- ახა­ლი წლის ღა­მეს, რო­დე­საც ქუ­ჩი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ხალ­წლო შოუ მიგ­ყავ­და, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი კაბა გეც­ვა, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა მნახ­ვე­ლი ვერ და­ტო­ვებ­და... რას იტყვი?

- არ ვე­ლო­დი ასეთ კა­ბას, ჩემს მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. კაბა ჯერ კი­დევ სახ­ლში მაქვს და მისი კარ­კა­სი არ ვიცი სად წა­ვი­ღო... ალ­ბათ ვინც მი­ყუ­რებ­და ქუ­ჩა­შიც და ტე­ლე­ვი­ზორ­შიც, ფიქ­რობ­და, - დედა, რა ლა­მა­ზი კა­ბაა, მაგ­რამ ნე­ტავ, არ სცი­ვაო?! იმ კა­ბის შიგ­ნით იმ­დე­ნი რამ მეც­ვა, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დნენ. ალ­ბათ ასე­თი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­კე­რეს, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მქო­ნო­და. ელას­ტი­კის წელ­ვა­დი ნა­ჭე­რი იყო კარ­კას­ზე მორ­გე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, მის შიგ­ნით მეც­ვა სა­თხი­ლა­მუ­რო შარ­ვა­ლი, წინ­დე­ბი, ქურ­თუ­კი, მაგ­რამ მგო­ნი, ლა­მა­ზად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ხომ? (იცი­ნის - ავტ.)

- ნამ­დვი­ლად... და რო­გორ გა­ა­ცი­ლე გა­სუ­ლი 2021 წელი მაგ ლა­მა­ზი კა­ბით და რა სურ­ვი­ლე­ბით შე­ე­გე­ბა ახალ 2022 წელს?

- შარ­შან­წინ­დე­ლი პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი წელი არ მახ­სოვს, რად­გან მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ამოგ­დე­ბუ­ლი მაქვს. ვერ ვხდე­ბი, სად და რო­გორ გა­ვი­და ის დრო... ამი­ტომ არ მახ­სოვს... რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ 2021 წელს, პან­დე­მი­ის, რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მად­ლო­ბე­ლი ვარ. მოკ­ლედ, დიდი მად­ლი­ე­რე­ბით გა­ვა­ცი­ლე გა­სუ­ლი წელი და ასე­ვე შევ­ხვდი ახალ წელს. რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მინ­და - მშვი­დო­ბა და სიმ­შვი­დე. ეს კი ბევრ რა­მეს მო­ი­ცავს...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
16

..კიმაგრამ 100 წელია ამ სიმღერას მღერიან ..და თურმე შენთვის დაუწერიათ.....და გაჩუმდით და არ თქვიიით? ჰაჰაჰჰააააა....

Daser
0

დინარა ჟორჟოლიანი რა ლამაზია. "ოთარაანთ ქვრივში" კესოს თამაშობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი ცრემლები ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა..." - ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერის ისტორია - ვინ და რატომ დაუწერა ნანიკო ხაზარაძეს "ფიფქებო, ფიფქებო" ?

"ჩემი ცრემლები ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა..." - ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერის ისტორია - ვინ და რატომ დაუწერა ნანიკო ხაზარაძეს "ფიფქებო, ფიფქებო" ?

სიმღერა თუ მოგვეწონა, ხშირად ისე ავიტაცებთ, წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არის მისი ავტორი და რაც მთავარია, არც გვაინტერესებს. ვღიღინებთ, ვმღერით, მაგრამ ავტორი არ ვიცით და ასეა უამრავი ტექსტი, მუსიკა თუ თავად სიმღერა ხალხში გაბნეული...

ახალი წლის დღეებში, წელსაც ბევრჯერ შესრულდა მაგალითად, სიმღერა "ფიფქებო, ფიფქებო“... მისი ავტორი ცნობილი მუსიკოსი, მომღერალი, პედაგოგი გიული დარახველიძეა, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა...

ახალი წლის ღამეს, ცენტრალური საახალწლო კონცერტის მსვლელობისას, პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, ეს სიმღერა ასე წარადგინა - კომპოზიტორმა მე დამიწერა, ეს არის ჩემი სიმღერა, გიული დარახველიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ სიტყვებს თავადაც სიამოვნებით გაიმეორებდა და ჩემგან მისი მოსმენაც ძალიან გაუხარდებოდა...

გიული დარახველიძე

მოგვიანებით ნანიკო ხაზარაძეს ვთხოვეთ, სიმღერის შექმნის ისტორია გაეხსენებინა:

- კი, ჩემთვის დაწერა. სადღაც 5-6 წლის ვიქნებოდი, რაღაც საახალწლო გადაცემაში, მაშინდელ "პირველ არხზე“ უნდა მიმეღო მონაწილეობა. ერთ-ერთი სიმღერით მივედით, რეჟისორმა რომ მომისმინა, დაიწუნა, - ახალი ნამუშევარი უნდა იყოს, ეს ის კონცერტია, სადაც მხოლოდ ახალი სიმღერები სრულდებაო. მოკლედ, იქიდან გულნატკენი და აცრემლებული თვალებით გამომისტუმრეს. მახსოვს, ძალიან მძაფრი ემოცია მქონდა. არადა, იმ გადაცემისთვის ჩემებმა სპეციალურად მომამზადეს, კაბაც შემიკერეს...

ის იყო, სახლისკენ უნდა წამოვსულიყავით და რატომღაც ჩვენ გვერდით გიული დარახველიძე აღმოჩნდა. რომ გაიგო, ჩემი ცრემლების მიზეზი, ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა - "ფიფქებო, ფიფქებო“... მერე წარმატებით ჩავწერეთ და ჩემი შესრულებით რადიოშიც დიდხანს ტრიალებდა. შემდეგ ვის აღარ უმღერია...

იმ პერიოდში ამ ყველაფრისთვის ყურადღება არც მიგვიქცევია - რატომღაც ჩვეულებრივ ამბად ჩავთვალეთ, რომ სიმღერას ასე ჩუქნიდნენ... თუმცა გიული დარახველიძემ საოცარი ადამიანობა გამოავლინა... დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ.

- როგორც ჩანს, შენმა ცრემლებმა ამისთვის მოტივაციაც გაუჩინა და ასე გახდი ლამაზი, საყვარელი და ცნობილი სიმღერის პირველი შემსრულებელი...

- კაბაც კი მახსოვს, რა მეცვა... ძალიან მინდა, არქივში იმ ჩანაწერის მოძებნა... გიულისთან მას მერე სულ ახლო კონტაქტი მქონდა, სიმღერაზე დავდიოდი. პარალელურად იქვე გოგოების ტრიოც შექმნა, რომელიც ბევრი წელი არსებობდა, გასტროლებზეც დავდიოდით და გიტარით ყველგან ვმღეროდით. ჩვენ გარდა ბევრი მოსწავლე ჰყავდა, რომლებთანაც აქტიურად მუშაობდა, სიმღერაში ამზადებდა...

***

გიული დარახველიძემ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. იყო ტრიო "სამაიას“ წევრი, რომელშიც მასთან ერთად მღეროდნენ ინოლა გურგულია და მედეა სიხარულიძე.

მედეა ძიძიგური, გიული დარახველიძე, ინოლა გურგულია და დინარა ჟორჟოლიანი

ნანიკო ხაზარაძე:

- კი, დღეს რასაც სამ ხმაში "ჩადგმულ ხმას“ ვეძახით, ეგ მათი მიგნებაა... მაგრამ სულ გული სწყდებოდა, რომ სათანადოდ არ იყვნენ შეფასებული...

ბოლოს ავად იყო, დემენცია ჰქონდა და მაინც მირეკავდა. სამი წლის წინ, ახალი წელი ახლოვდებოდა და შემეხმიანა - "პირველი არხიდან“ დამირეკეს, ამ სიმღერაზე გადაცემის გაკეთება უნდათ და ხომ წამოხვალო? გამიხარდა, დავეთანხმე, ყველაფერი გადავდე, გიულისთან ერთად გადაღებაზე წავალ-მეთქი, მაგრამ მერე გაირკვა, რომ თურმე ეს მისი ფანტაზია იყო, რადგანაც როგორც ვთქვი, ავად იყო...

ბავშვებთან ურთიერთობა ხომ სპეციფიკურია, სხვა რაღაცას მოითხოვს. ამ ქალს ჰქონდა უნიკალური გასაღები. გულთან ახლოს მოდიოდა. მასთან ყველა ბავშვი გახსნილი და ლაღი იყო. წარმოიდგინეთ, სიმღერა მისთვის სრულიად უცნობ გოგონას დამიწერა. მარტო ეს ფაქტი მეტყველებს მის საოცარ ბუნებასა და ხასიათზე.

- სიმღერაზე ბავშვობაში ამდენი გიმუშავია, ამ ხაზით რატომ არ წახვედი, მით უფრო, რომ ოჯახშიც სულ მღეროდნენ, ამასთან, "თეატრალურიც“ დაამთავრე, სადაც ალბათ სიმღერისგან არ იქნებოდი შორს...

- "თეატრალურშიც“ ფსონი ამაზე ჰქონდა ჩემს პედაგოგ გიზო ჟორდანიას გაკეთებული, რომ მემღერა. ვოკალის პედაგოგიც კი დამიქირავა, სადაც ჩემი ხმა ვარჯიშით და მეცადინეობით მეცოსოპრანომდე აიყვანეს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიმღერის დროს თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ვმღეროდი, პატარა ტრიო მქონდა. საერთოდ, კარგი ყური და ძალიან კარგი სმენა მაქვს...

დიდი სცენაზე ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტზე შეიძლება მეყოს თავხედობა და ტრიოს, კვარტეტს და ანსამბლს გვერდით ამოვუდგე და მათთან ერთად ვიმღერო. მარტო სცენაზე სიმღერა კი არ შემიძლია. სხვების ხმების თანაზიარი რომ ვხდები, ანუ ერთი მთლიანის, ეს მხიბლავს, მსიამოვნებს.

- მოკლედ, გიული დარახველიძის სიმღერა შენს ცხოვრებაში კარგი გზამკვლევი აღმოჩნდა...

- ამაზე წლების წინ არ მიფიქრია, როგორც ვთქვი, მეგონა, რომ კომპოზიტორი სიმღერას რომ გჩუქნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა წლების მერე გავაცნობიერე, გავაანალიზე ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რითაც ბედნიერიც ვარ და ამაყიც. მიხარია, რომ ამ სიმღერას დღესაც ბევრი მღერის... როცა ასრულებენ, გაბრწყინებული სახით ყველას ვეუბნები, რომ ეს ჩემი სიმღერაა. მიხარია...

- ჩანაწერი არსებობს, სადაც ლილუ, შენი შვილიც, დაახლოებით, იმავე ასაკში, რა დროსაც შენ შეასრულე, "ფიფქებოს“ უკვე შენთან ერთად მშვენივრად მღერის.

- კი, ლილუც კარგად მღერის, მაგრამ მაგის გაგონება არ უნდა, რომ ამ საქმეს სერიოზულად შეხედოს... ეგ ჩანაწერი 13 წლის წინ დილის გადაცემაში შევასრულეთ, სადაც სტუმრად იყვნენ მიწვეული ქართველი ქალი კომპოზიტორები და თავიანთ შემოქმედებაზე საუბრობდნენ, გიული დარახველიძეც იქ იყო და ჩვენც სტუმრად ვიყავით.

- ახალი წლის ღამეს, როდესაც ქუჩიდან ცენტრალური საახალწლო შოუ მიგყავდა, დათუნა სულიკაშვილის ულამაზესი კაბა გეცვა, რომელსაც ყურადღების მიღმა მნახველი ვერ დატოვებდა... რას იტყვი?

- არ ველოდი ასეთ კაბას, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. კაბა ჯერ კიდევ სახლში მაქვს და მისი კარკასი არ ვიცი სად წავიღო... ალბათ ვინც მიყურებდა ქუჩაშიც და ტელევიზორშიც, ფიქრობდა, - დედა, რა ლამაზი კაბაა, მაგრამ ნეტავ, არ სცივაო?! იმ კაბის შიგნით იმდენი რამ მეცვა, ვერც კი წარმოიდგენდნენ. ალბათ ასეთი სპეციალურად შეკერეს, რომ ამის საშუალება მქონოდა. ელასტიკის წელვადი ნაჭერი იყო კარკასზე მორგებული. მოკლედ, მის შიგნით მეცვა სათხილამურო შარვალი, წინდები, ქურთუკი, მაგრამ მგონი, ლამაზად გამოვიყურებოდი, ხომ? (იცინის - ავტ.)

- ნამდვილად... და როგორ გააცილე გასული 2021 წელი მაგ ლამაზი კაბით და რა სურვილებით შეეგება ახალ 2022 წელს?

- შარშანწინდელი პანდემიის პირველი წელი არ მახსოვს, რადგან მეხსიერებიდან ამოგდებული მაქვს. ვერ ვხდები, სად და როგორ გავიდა ის დრო... ამიტომ არ მახსოვს... რაც შეეხება გასულ 2021 წელს, პანდემიის, რთული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მადლობელი ვარ. მოკლედ, დიდი მადლიერებით გავაცილე გასული წელი და ასევე შევხვდი ახალ წელს. რაც ყველაზე ძალიან მინდა - მშვიდობა და სიმშვიდე. ეს კი ბევრ რამეს მოიცავს...