პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ამაშუკელი 85 წლის იყო.
მან 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წელს რეზო ამაშუკელის ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის "ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი
ქვეყნის ბედით შეწუხებული კაცის პირდაპირ ნათქვამი სიმართლე, ღვარძლი რომ ჰგონიათ ნაცებს. აბა, აი, ღვარძლი ამას ჰქვია, რაც ეხლა ატეხეს მკვდრის გინებაში. პოეტი და საზოგადო მოღვაწე ზუსტადაც ის არის, ვინც კი არ შეიმალება თავის ნაჭუჭში და მედროვესავით დაელოდება მის დროს როდის გამოყოს ცხვირი, არამედ ის ვინც ამხელს ნეგატივს, უსამართლობას, აღვირახსნილობას, გამყიდველობას, ლაჩრობას,სიავეს და ყველას თავის სარკეში ჩაახედებს.იმიტომ, რომ ძალიან სტკივა თავის ქვეყანა.
ნათელში იყოს ბატონი რეზო ამაშუკელის სული
ი.ბალახაშვილი
ჯანსუღთან ჯანსუღელი ხარ
ბერულავასთან ხუტელი
შენ კარგი კაცი არა ხარ
........................................................
100%