მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს" - პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
"ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს" - პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც ამ­ჯე­რად ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

"ღია წე­რი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს!

შობა - ახალ წელს გი­ლო­ცავთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა…

2012 წლი­დან ათი წელი გა­ვი­და… მა­ინც მჯე­რა, რომ კარ­გი გინ­დათ თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ალ­ბათ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეთ, ეს იყო… შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ ასე მინ­და მჯე­რო­დეს…ოც­ნე­ბა ისე­თი სი­ტყვაა, ადა­მი­ა­ნი ხში­რა­დაც რომ არ იტყვის, რად­გან ფასი არ და­ე­კარ­გოს და არ გა­ხუნ­დეს… მხო­ლოდ მა­შინ წა­მო­ი­ძა­ხებს, როცა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა და ვინ იცის, იქ­ნებ აუხ­დეს კი­დეც…

დედა მე­ტყო­და ხოლ­მე, ჩემი ოც­ნე­ბაა სა­კუ­თარ თავს და შენს და-ძმას გა­მო­ად­გეო…დედა გარ­დაც­ვლი­ლი მყავს, ამ სი­ტყვამ კი კი­დევ უფრო მეტი დატ­ვირ­თვა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქო­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში…

მე არ ვარ თქვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი, ზო­გა­დად არც ერთი პარ­ტია არ ამირ­ჩე­ვია… ახლა არ ვნა­ნობ, რომ არ აგირ­ჩი­ეთ… მი­თუ­მე­ტეს არ ვნა­ნობ, რად­გან სი­ტყვა ოც­ნე­ბაც ისე­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, გა­ძარ­ცვუ­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი გახ­და, დე­და­ჩე­მის უკვე ჩამ­ქრა­ლი თვა­ლე­ბი­დან­ღა მახ­სენ­დე­ბა, რა არის მისი ნამ­დვი­ლი არსი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა…

არ იცით, რო­გო­რი იმე­დი მქონ­და, გული სი­ხა­რუ­ლით მი­ცემ­და… ჩემ­თვის ვამ­ბობ­დი, ამ კაცს ფული მა­ინც აქვს და სა­კუ­თა­რი ფუ­ლით მა­ინც გა­მო­ის­ყი­დის აფხა­ზეთს და სა­მა­ჩაბ­ლოს, მეთ­ქი… მი­ა­მი­ტი ვარ, არა?! ვოც­ნე­ბობ, ალ­ბათ?! ჰოდა, თქვენ გა­მი­ჩი­ნეთ ამის იმე­დი და მეც გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს იყო ჩემი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა… მაგ­რამ ოც­ნე­ბაც გაქ­რა, ოც­ნე­ბაც ჩა­ი­კარ­გა…

ამ ათი წლის მან­ძილ­ზე, მარ­ტო ის მეს­მის, რომ წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო მო­ძა­ლა­დე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი, დამ­ნა­შა­ვე და ა.შ. მთე­ლი ეს წლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­ტო ამა­ზე ისა­უბ­რა, მარ­ტო ეს "დაგ­ვა­ნა­ხა”, რომ სულ­ზე მოგ­ვის­წა­რით, თო­რემ და­ვი­ღუ­პე­ბო­დით… დიახ, თქვე­ნი პარ­ტი­ის ერ­თა­დერ­თი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ის აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას სძულ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"… თქვენ­ზე გა­მარ­თლდა სი­ტყვე­ბი - "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო”, თო­რემ ამ უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა რა უშ­ვე­ლი­და, აქამ­დეც რომ მო­ეღ­წია…

მა­ინც მინ­და მჯე­რო­დეს, რომ თქვენც იმე­დი გა­გიც­რუ­ათ, თქვენ მიერ და­არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რებ­მა, თა­ვი­ან­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და უმოქ­მე­დო­ბით… იმე­დია, არც თქვენ მოგ­წონთ ამ გა­ღა­ტა­კე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პრე­მი­ე­რის­გან იმის მოს­მე­ნა, თუ რო­გო­რი მზარ­დი ეკო­ნო­მი­კა გაგ­ვაჩ­ნია… შე­იძ­ლე­ბა ის სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს… არ გვაქვს პრე­ტენ­ზია, ჩვენც იქ გა­დაგ­ვა­სახ­ლოს და ჩვენც დაგ­ვა­ნა­ხოს, რო­გორ აყ­ვავ­და და აშენ­და ქვე­ყა­ნა… ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე ერთი რი­გი­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ვარ, ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს პო­ლი­ტი­კო­ბა­ნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მხა­რედ წარ­მო­ჩე­ნა… არ მიყ­ვარს, ვი­ღა­ვის მე­ხოტ­ბე­ო­ბა… მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტი მყავს, იესო ქრის­ტე და ეს საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის… ჰოდა, ახ­ლაც მხა­რეს არ წარ­მო­ვად­გენ, ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით არ გე­სა­უბ­რე­ბით… მსმე­ნია, რომ დი­დად არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გიყ­ვართ და სა­დღაც ამა­შიც გე­თან­ხმე­ბით… უბ­რა­ლოდ, გულს ვი­ო­ხებ, თო­რემ არ გე­გო­ნოთ რა­მის იმე­დი მქონ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში… თქვენ ალ­ბათ გიკ­ვირთ, რა ალა­პა­რა­კებს ამ მღვდელს, ეკ­ლე­სი­ას ხომ თან­ხა ეძ­ლე­ვაო… ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მარ­ტო ჩემი არ მა­ლა­პა­რა­კებს, ჩემს უკან ათა­სო­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პირი დგას, ვი­საც მარ­თლა ისე შია, შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კის თა­ვიც არ ჰქონ­დეს. მღვდლე­ბი, რო­გორც წესი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მა­მე­ბი არი­ან… რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს მღვდლის შვილს იმის კომ­პლექ­სი, მა­მა­მი­სი სა­სუ­ლი­ე­რო პირი რომ არ იყოს, საჭ­მე­ლიც ექ­ნე­ბო­და და ჩა­საც­მე­ლიც… პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა მღვდლის ოჯა­ხი… არც ნათ­ლო­ბა ტარ­დე­ბა, არც ჯვრის­წე­რა… პან­დე­მი­ას ზედ და­ერ­თო ამ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ნას თა­მა­ში…

მე პი­რა­დად ექ­ვსი შვი­ლი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს… ბევ­რჯერ უთ­ქვამს ჩემს უფ­როს შვილს, წა­მო­დი იქი­დან, რო­დემ­დე იქ­ნე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო…

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში არ მოვ­სულ­ვარ… ორი დი­სერ­ტა­ცია დავ­წე­რე და ოცი წიგ­ნის ავ­ტო­რი ვარ, მაგ­რამ ღმერ­თი მიყ­ვარს, ეკ­ლე­სი­ა­ში მეტი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის იმე­დი მქონ­და და ზღვა მე­პა­ტა­რა­ვე­ბო­და, ოკე­ა­ნე­ზე ვფიქ­რობ­დი, აკ­ვა­რი­უმ­ში მოვ­ხვდი… დიახ, არას­დროს მი­ფიქ­რია, მღვდლო­ბით ფული მე­შოვ­ნა, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დამ­ხვდე­ბო­და… თუ პა­ნაშ­ვი­დე­ბის პარ­კე­ბის ყუ­რე­ბა მოგ­ვი­წევ­და… ბატო­ნო ბი­ძი­ნა, შემ­ზა­რა­ვი სა­ყუ­რე­ბე­ლია, პა­ნაშ­ვი­დის სუფ­რებს, რო­გორ იყო­ფენ დამ­შე­უ­ლი მღვდლე­ბი…

ვი­ღაც, თქვე­ნი პარ­ტი­ის ტროლ-ბოტი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ხალ­ხის ლან­ძღვის და შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო ხელ­ფასს უხ­დი­ან, გა­მოხ­ტე­ბა და იტყვის, მღვდლე­ბი ბი­ძი­ნამ არ­ჩი­ნო­სო?! არა, ეს არ მი­თხო­ვია ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ბა­ლან­სის დაც­ვას ვი­თხოვ, თან­ხე­ბის სწორ გა­და­ნა­წი­ლე­ბას და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის ოდ­ნავ მეტი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას… ყვე­ლას ერთ ქვაბ­ში გვყრი­ან და გვხარ­შა­ვენ… ფუ­ლი­ანს, უფუ­ლოს, ჯი­პი­ანს, უჯი­პოს, მში­ერს, მა­ძღარს, წიგ­ნი­ერს, უწიგ­ნურს, ღირ­სე­ულს, უღირ­სს…

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, თქვენც გსმე­ნი­ათ, ალ­ბათ, ერი უნდა გამ­რავ­ლდეს, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სა­კი­თხი უნდა მოგ­ვარ­დე­სო… თქვენ მი­თხა­რით, რო­მე­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხია და­ფა­სე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?! რის­თვის გავმრავ­ლდეთ, ერ­თმა­ნე­თი რომ დავ­ხო­ცოთ?! ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერთი რამ დამ­დვი­ლად გა­ა­კე­თა, ყვე­ლას ემიგ­რა­ცი­ა­ში მოგ­ვინ­და წას­ვლა… რომ არა ემიგ­რან­ტე­ბი, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ამო­წყდე­ბო­და, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!.. არ გე­გო­ნოთ, მარ­ტო ჩემი ამ­ბა­ვი მა­წუ­ხებ­დეს… არა, ჩემ­ზე უა­რეს დღე­ში არი­ან ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ჩემ­ზეც ისა­უბ­რეო, რომ მწე­რენ…

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მე არ და­ვი­კარ­გე­ბი… ჩემს ოჯახს ხელს მოვ­კი­დებ, მეც წა­ვალ ემიგ­რა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ეს ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს ვერ იარ­სე­ბებს, თუ ასე გარ­გძელ­და და ძა­ლი­ან ცუ­დად და­ი­წე­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ის­ტო­რია… თუ სი­მარ­თლე ვი­სა­უბ­რეთ, თქვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ქა­შე­ბი გვი­ტე­ვენ, "აგი ნაცი ყო­ფი­ლა”… არა, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, არა­ვი­თა­რი პარ­ტია, ჩემი ქვე­ყა­ნა და ეკ­ლე­სია მტკი­ვა… მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და… არ მინ­და გაზ­რდი­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბი, გა­სამ­მა­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, გაძ­ვი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი, კი­დევ უფრო გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტი… 90-იანი წლე­ბის ნოს­ტალ­გია მაქვს, მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად ვე­პყრო­ბო­დით ერ­თმა­ნეთს… მო­პყრო­ბის და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის რა გი­თხრათ, მაგ­რამ დავ­ბრუნ­დით 90-იან წლებ­ში და მალე ფე­ხით ვივ­ლით, ალ­ბათ…ჰოდა, ეს ძა­ლი­ან ცოტა ამ­ბა­ვია, რაც მინ­დო­და მეთ­ქვა… ვიცი, შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა ამ სა­უ­ბარს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან მა­ინც ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი…ჩვენ ჯან­და­ბას, თქვენ მა­ინც იყა­ვით კარ­გად, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!.." - წერს მამა პეტ­რე.

მკითხველის კომენტარები / 116 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

3სართულიანი სახლის კომუნალურებს მათხოვრობ? დაგავიწყდა მღვდელი რომ ხარ და მოკრძალებურად უნდა ცხოვრობდე? აბა დადე შენი სახლის ფოტოები....მღვდელი თუ ხარ ფული არ უნდა მოითხოვო...სულ ჩინურ რესტორნებში რომ სადილობდი ასე აღარ არის საქმე?

ნანა
4

აგერ, ახლახანს ტელევიზორში იყო,არ მახსოვს ვისი გადაცემა იყო, გვაჩვენეს თუ რამდენი აქვს და როგორი სათვალეები მოსწონს .რომელ მოდელთან, ვისთან იკერავს თავის სამოსებს და კიდევ მთელი გროვა სხვსდასხვა აქსესუარები რაც დაუშვებელია მღვდლისა თუ სასულიერო პირთათვის .ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ასეთი მოთხოვნები და პრეტენზიები.?საერტოდ,დაწესებული არ არის როგორი უნდა იყოს სასულიერო პირის მოთხოვნები და თვითმყოფადობა?თუ სხვისი მსახურობის რეჟიმი არ მოსწონს ,ენ მოგვწონს ასე გამეტრიჩებული სასულიერო პირი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს" - პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

"ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს" - პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ამჯერად ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

"ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს!

შობა - ახალ წელს გილოცავთ, ბატონო ბიძინა…

2012 წლიდან ათი წელი გავიდა… მაინც მჯერა, რომ კარგი გინდათ თქვენი ქვეყნისთვის და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეთ, ეს იყო… შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მინდა მჯეროდეს…ოცნება ისეთი სიტყვაა, ადამიანი ხშირადაც რომ არ იტყვის, რადგან ფასი არ დაეკარგოს და არ გახუნდეს… მხოლოდ მაშინ წამოიძახებს, როცა ძალიან გაუჭირდება და ვინ იცის, იქნებ აუხდეს კიდეც…

დედა მეტყოდა ხოლმე, ჩემი ოცნებაა საკუთარ თავს და შენს და-ძმას გამოადგეო…დედა გარდაცვლილი მყავს, ამ სიტყვამ კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვა და პასუხისმგებლობა იქონია ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვარ თქვენი ამომრჩეველი, ზოგადად არც ერთი პარტია არ ამირჩევია… ახლა არ ვნანობ, რომ არ აგირჩიეთ… მითუმეტეს არ ვნანობ, რადგან სიტყვა ოცნებაც ისეთი გაუბედურებული, გაძარცვული და დაჩაგრული გახდა, დედაჩემის უკვე ჩამქრალი თვალებიდანღა მახსენდება, რა არის მისი ნამდვილი არსი და დანიშნულება…

არ იცით, როგორი იმედი მქონდა, გული სიხარულით მიცემდა… ჩემთვის ვამბობდი, ამ კაცს ფული მაინც აქვს და საკუთარი ფულით მაინც გამოისყიდის აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მეთქი… მიამიტი ვარ, არა?! ვოცნებობ, ალბათ?! ჰოდა, თქვენ გამიჩინეთ ამის იმედი და მეც გეუბნებით, რომ ეს იყო ჩემი ქართული ოცნება… მაგრამ ოცნებაც გაქრა, ოცნებაც ჩაიკარგა…

ამ ათი წლის მანძილზე, მარტო ის მესმის, რომ წინამორბედი ხელისუფლება იყო მოძალადე, ქართული სახელმწიფოს მტერი, დამნაშავე და ა.შ. მთელი ეს წლები ხელისუფლებამ მარტო ამაზე ისაუბრა, მარტო ეს "დაგვანახა”, რომ სულზე მოგვისწარით, თორემ დავიღუპებოდით… დიახ, თქვენი პარტიის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას სძულდა "ნაციონალური მოძრაობა"… თქვენზე გამართლდა სიტყვები - "ზოგი ჭირი მარგებელიაო”, თორემ ამ უნიათო ხელისუფლებას სხვა რა უშველიდა, აქამდეც რომ მოეღწია…

მაინც მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც იმედი გაგიცრუათ, თქვენ მიერ დაარსებული პარტიის წევრებმა, თავიანთი არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით… იმედია, არც თქვენ მოგწონთ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პრემიერისგან იმის მოსმენა, თუ როგორი მზარდი ეკონომიკა გაგვაჩნია… შეიძლება ის სხვა რეალობაში ცხოვრობს… არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენც იქ გადაგვასახლოს და ჩვენც დაგვანახოს, როგორ აყვავდა და აშენდა ქვეყანა… ბატონო ბიძინა, მე ერთი რიგითი სასულიერო პირი ვარ, ძალიან არ მიყვარს პოლიტიკობანა და საკუთარი თავის მხარედ წარმოჩენა… არ მიყვარს, ვიღავის მეხოტბეობა… მხოლოდ ერთადერთი ავტორიტეტი მყავს, იესო ქრისტე და ეს საკმარისია ჩემთვის… ჰოდა, ახლაც მხარეს არ წარმოვადგენ, ეკლესიის სახელით არ გესაუბრებით… მსმენია, რომ დიდად არც სასულიერო პირები გიყვართ და სადღაც ამაშიც გეთანხმებით… უბრალოდ, გულს ვიოხებ, თორემ არ გეგონოთ რამის იმედი მქონდეს ამ ქვეყანაში… თქვენ ალბათ გიკვირთ, რა ალაპარაკებს ამ მღვდელს, ეკლესიას ხომ თანხა ეძლევაო… ბატონო ბიძინა, მარტო ჩემი არ მალაპარაკებს, ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს. მღვდლები, როგორც წესი მრავალშვილიანი ოჯახის მამები არიან… რატომ უნდა ჰქონდეს მღვდლის შვილს იმის კომპლექსი, მამამისი სასულიერო პირი რომ არ იყოს, საჭმელიც ექნებოდა და ჩასაცმელიც… პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დააზარალა მღვდლის ოჯახი… არც ნათლობა ტარდება, არც ჯვრისწერა… პანდემიას ზედ დაერთო ამ მთავრობის პოლიტიკოსობანას თამაში…

მე პირადად ექვსი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს… ბევრჯერ უთქვამს ჩემს უფროს შვილს, წამოდი იქიდან, როდემდე იქნები ამ მდგომარეობაშიო…

ბატონო ბიძინა, მე ფულის საკეთებლად ეკლესიაში არ მოვსულვარ… ორი დისერტაცია დავწერე და ოცი წიგნის ავტორი ვარ, მაგრამ ღმერთი მიყვარს, ეკლესიაში მეტი სამართლიანობის იმედი მქონდა და ზღვა მეპატარავებოდა, ოკეანეზე ვფიქრობდი, აკვარიუმში მოვხვდი… დიახ, არასდროს მიფიქრია, მღვდლობით ფული მეშოვნა, მაგრამ ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ ასეთი უბედურება დამხვდებოდა… თუ პანაშვიდების პარკების ყურება მოგვიწევდა… ბატონო ბიძინა, შემზარავი საყურებელია, პანაშვიდის სუფრებს, როგორ იყოფენ დამშეული მღვდლები…

ვიღაც, თქვენი პარტიის ტროლ-ბოტი, რომელსაც თბილისის მერიაში ხალხის ლანძღვის და შეურაცხყოფის გამო ხელფასს უხდიან, გამოხტება და იტყვის, მღვდლები ბიძინამ არჩინოსო?! არა, ეს არ მითხოვია ბატონო ბიძინა, ბალანსის დაცვას ვითხოვ, თანხების სწორ გადანაწილებას და სასულიერო პირებისთვის ოდნავ მეტი ყურადღების მიქცევას… ყველას ერთ ქვაბში გვყრიან და გვხარშავენ… ფულიანს, უფულოს, ჯიპიანს, უჯიპოს, მშიერს, მაძღარს, წიგნიერს, უწიგნურს, ღირსეულს, უღირსს…

ბატონო ბიძინა, თქვენც გსმენიათ, ალბათ, ერი უნდა გამრავლდეს, დემოგრაფიული საკითხი უნდა მოგვარდესო… თქვენ მითხარით, რომელი მრავალშვილიანი ოჯახია დაფასებული ჩვენს ქვეყანაში?! რისთვის გავმრავლდეთ, ერთმანეთი რომ დავხოცოთ?! ამ ხელისუფლებამ ერთი რამ დამდვილად გააკეთა, ყველას ემიგრაციაში მოგვინდა წასვლა… რომ არა ემიგრანტები, ქვეყნის მოსახლეობა ამოწყდებოდა, ბატონო ბიძინა!.. არ გეგონოთ, მარტო ჩემი ამბავი მაწუხებდეს… არა, ჩემზე უარეს დღეში არიან ის სასულიერო პირები, ჩემზეც ისაუბრეო, რომ მწერენ…

ბატონო ბიძინა, მე არ დავიკარგები… ჩემს ოჯახს ხელს მოვკიდებ, მეც წავალ ემიგრაციაში, მაგრამ ეს ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს, თუ ასე გარგძელდა და ძალიან ცუდად დაიწერება ,,ქართული ოცნების” ისტორია… თუ სიმართლე ვისაუბრეთ, თქვენი პარტიის დამქაშები გვიტევენ, "აგი ნაცი ყოფილა”… არა, ბატონო ბიძინა, არავითარი პარტია, ჩემი ქვეყანა და ეკლესია მტკივა… მშვიდობა და სიყვარული მინდა… არ მინდა გაზრდილი კომუნალურები, გასამმაგებული პროდუქტები, გაძვირებული საწვავი, კიდევ უფრო გაძვირებული ტრანსპორტი… 90-იანი წლების ნოსტალგია მაქვს, მაშინ ადამიანები სხვანაირად ვეპყრობოდით ერთმანეთს… მოპყრობის და კარგი ურთიერთობის რა გითხრათ, მაგრამ დავბრუნდით 90-იან წლებში და მალე ფეხით ვივლით, ალბათ…ჰოდა, ეს ძალიან ცოტა ამბავია, რაც მინდოდა მეთქვა… ვიცი, შედეგი არ ექნება ამ საუბარს, მაგრამ საკუთარ თავთან მაინც ვიქნები მართალი…ჩვენ ჯანდაბას, თქვენ მაინც იყავით კარგად, ბატონო ბიძინა!.." - წერს მამა პეტრე.