სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა" - ნათია თურნავა
"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა" - ნათია თურნავა

"ფა­სე­ბის ზრდის დო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არის დაძ­ლე­ვა­დი, ჩვენ გვაქვს ამის გეგ­მა, გვაქვს ამის ხედ­ვა და უკვე გა­ზა­ფხუ­ლი­დან ვე­ლო­დე­ბით ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას",- ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ინფლა­ცია მყი­სი­ე­რად სწო­რედ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ფონ­ზე­გა­ი­ზარ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ესა რის ერთჯე­რა­დი და დრო­ე­ბი­თი პრობ­ლე­მა.

"რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ მი­ვაღ­წი­ეთ ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავთ თუ რა არის ნო­მერ ერთი გა­მოწ­ვე­ვა - მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ო­დის გა­მოწ­ვე­ვა არის ფა­სე­ბის ზრდა, ეს არის მა­ღა­ლი ინფლა­ცია. უნდა ვთქვათ, რა ფონ­ზეა ეს მა­ღა­ლი ინფლა­ცია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ეს უნდა და­ვი­ნა­ხოთ გლო­ბა­ლურ კონ­ტექ­სტში, რად­გან ჩვენ არას­დროს წინა პე­რი­ოდ­ში არ გვქო­ნია მა­ღა­ლი ინფლა­ცია და არას­დროს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა მა­ღა­ლი ინფლა­ცია, რო­გორც დიდი გა­მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ინფლა­ცია გა­ი­ზარ­და მყი­სი­ე­რად სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის კვა­ლო­ბა­ზე და ეს მოხ­და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად, მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ვირ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცია, "ფაო"-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 27%-ით და მე­ტით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცია, იცით, რომ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი აირი არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ო­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი რე­გი­ონ­ში, არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის მო­მენ­ტი, რომ ეს არის პან­დე­მი­ის მომ­ყო­ლი ეფექ­ტი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს არის ერთჯე­რა­დი და დრო­ე­ბი­თი პრობ­ლე­მა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პროგ­ნო­ზით, უკვე გა­ზა­ფხუ­ლი­დან ვე­ლო­დე­ბით, რომ ინფლა­ცი­ის დონე და­ი­წევს და წლის ბო­ლომ­დე სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ისევ პან­დე­მი­ამ­დელ ნიშ­ნულ­ზე და­ვი­დეს- 3-4 % მაქ­სი­მუმ. თუმ­ცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვე­ლო­დე­ბით ამ მო­მენტს და ამ ეტაპ­ზეც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვე­რე­ვით ფა­სე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის პრო­ცეს­ში, ინფლა­ცი­ის მო­თოკ­ვის პრო­ცეს­ში. იცით, რომ მთე­ლი რიგი ინი­ცი­ა­ტი­ვაა სხვა­დას­ხვა სა­ქო­ნელ­თან მი­მარ­თე­ბით - მე­დი­კა­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი ამ­ზა­დებს წი­ნა­და­დე­ბას, ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს ვუ­წყობთ იმას, რომ სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია გა­ი­ზარ­დოს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნაკ­ლე­ბად ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე, ასე­ვე გა­ი­ზარ­დოს ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­ცირ­დეს იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ეს თა­ვის ასახ­ვას, რა თქმა უნდა, პო­ვებს ფა­სე­ბის უფრო სტა­ბი­ლურ დო­ნე­ში. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ით­ქვას, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კიც ახორ­ცი­ე­ლებს თა­ვი­სი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს იმის­თვის, რომ უკვე მოკ­ლე ვა­და­ში მო­თო­კოს ინფლა­ცია, გა­ამ­კაც­რა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა და ჩენ მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვმსჯე­ლობთ თუ რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ამ გა­მოწ­ვე­ვას,“- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

ეს ქალი თავისი დიდი გამოცდილებიც მოაზროვნე მგონია და რეებს დააბრახუნებს ხოლმე:((( რა გეგმა გაქვთ ნათია, ხელფასიდან ხელფასამდე ვერ მივდივართ :(

ფარი
1

კარგი მინისტრია, ფიქრობს ხალხზე და მოსახლეობაზე. იმედია არ გაოფლიანდება და არ გაცივდება

ავტორი:

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა" - ნათია თურნავა

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა" - ნათია თურნავა

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზეგაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესა რის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, "ფაო"-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს- 3-4 % მაქსიმუმ. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების პროცესში, ინფლაციის მოთოკვის პროცესში. იცით, რომ მთელი რიგი ინიციატივაა სხვადასხვა საქონელთან მიმართებით - მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამზადებს წინადადებას, ასევე მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საექსპორტო პროდუქცია გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, ასევე გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება და ეს თავის ასახვას, რა თქმა უნდა, პოვებს ფასების უფრო სტაბილურ დონეში. ასევე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეროვნული ბანკიც ახორციელებს თავისი მანდატის ფარგლებში მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ უკვე მოკლე ვადაში მოთოკოს ინფლაცია, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ჩენ მთლიანად ეკონომიკური გუნდი ძალიან აქტიურ ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას,“- განაცხადა თურნავამ.