საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

სა­ფეხ­ბურ­თო მო­ედ­ნის ლე­გენ­და­რუ­ლი "დი­რი­ჟო­რი", ხერ­ხე­მა­ლი, ადა­მი­ა­ნი დის­ციპ­ლი­ნა, ხავი - თა­ვის მშობ­ლი­ურ კლუბ­ში "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ დაბ­რუნ­და. დაბ­რუნ­და ამ­ჟა­მად მწვრთნე­ლის ამ­პლუ­ა­ში და შე­ეც­დე­ბა არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია და­ა­ლა­გოს, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო მწვრთნე­ლი გახ­დეს და ძვე­ლე­ბუ­რი დი­დე­ბა კა­ტა­ლო­ნი­ა­ში და­აბ­რუ­ნოს.

ვიხ­სე­ნებთ ის­ტო­რი­ას, თუ რო­გორ და­ი­წყო ხა­ვი­ერ ერ­ნან­დეს კრა­უ­სი­სა და "ბარ­სას“ სიყ­ვა­რუ­ლი.

მო­მა­ვა­ლი ლე­გენ­და ტე­რრა­სა­ში, ბარ­სე­ლო­ნას­თან ახ­ლოს და­ი­ბა­და. ძმებ­თან ერ­თად პა­ტა­რა­ო­ბი­დავ­ნე და­მე­გობ­რდა ბურთთან, რო­მელ­საც უბან­ში აგო­რებ­და. ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით დაჰ­ყვა - ხა­ვის მამა ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ხოლო პაპა, ჟა­უ­მე ად­გი­ლობ­რი­ვი კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ. თა­ვის "სე­ატ­ში“ ჩას­ვამ­და შვი­ლიშ­ვი­ლებს და სა­ვარ­ჯი­შოდ დაჰ­ყავ­და. ეს პა­პის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი იყო.

"ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ ითა­მა­შებს, - ჯი­უ­ტად ამ­ტკი­ცებ­და ჟა­უ­მე, როცა 6 წლის ხა­ვის თა­მაშს აკ­ვირ­დე­ბო­და. მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ ის ფაქ­ტი, რომ პაპა სხვა ძმე­ბის­გან ხა­ვის გა­მო­არ­ჩევ­და, თუმ­ცა რას გა­ა­წყობ­დნენ, სა­ბო­ლო­ოდ ჟა­უ­მე მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

პა­ტა­რა ხავი და ჟა­უ­მე დი­ვან­ზე წა­მოს­ხდე­ბოდ­ნენ და ფეხ­ბურთს უყუ­რებ­დნენ. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, პაპა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­მად­რი­დის­ტი იყო. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ერთხელ შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­ნუ­ცხა­და, - არას­დროს იმე­გობ­როთ "რე­ა­ლის“ ფა­ნებ­თა­ნო!

ხა­ვის სწრა­ფი პროგ­რე­სი სხვა კლუ­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ. მალე მას "მთხოვ­ნე­ლე­ბის“ მთე­ლი რიგი და­უდ­გა. ერთ-ერთი კი "რე­ა­ლიც“ იყო, თუმ­ცა ოჯახ­ში ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და მად­რი­დე­ლე­ბის­თვის თან­ხმო­ბა ეთ­ქვათ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პაპა ყვე­ლას გა­რეთ გაყ­რი­და. მალე კონ­ტაქ­ტზე "ბარ­სე­ლო­ნაც“ გა­მო­ვი­და. თუმ­ცა მა­მას, რო­მე­ლიც მა­შინ იმ აკა­დე­მი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, სა­დაც ხავი თა­მა­შობ­და, ეჭ­ვე­ბი გა­უჩ­ნდა. პა­ტა­რას სა­ო­ცა­რი ტექ­ნი­კა ჰქონ­და, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი იყო.

11 წლის ასაკ­ში, მა­მამ ყვე­ლა ეჭვი უკუ­აგ­დო და კა­ტა­ლო­ნი­ურ გრან­დში სინ­ჯებ­ზე წა­იყ­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, იმ­ჟა­მად ხავი ცენ­ტრფორ­ვარ­დის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და. გაც­ნო­ბამ იდე­ა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნამ ჰეთ-ტრი­კი გა­ა­ფორ­მა და ის ულა­პა­რა­კოდ აიყ­ვა­ნეს.

მწვრთნე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხავი ნა­ხე­ვარ­დაც­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და U11-ის კა­პიტ­ნო­ბა გა­დას­ცეს. პირ­ვე­ლი გა­მო­მუშ­ვა­ე­ბუ­ლი ფუ­ლით, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 25 ევ­როს შე­ად­გენ­და, ხა­ვიმ დე­დას სა­ჩუ­ქა­რი უყი­და. პა­ტა­რა მე­ო­ჯა­ხემ დედა მა­ღა­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა და უთხრა აერ­ჩია ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, რო­მე­ლიც 25 ევ­როს არ აღე­მა­ტე­ბო­და. ქალს ტოს­ტე­რი მო­ე­წო­ნა...

13 წლის ასაკ­ში ხავი "ბარ­სას“ U14-ში გა­დიყ­ვა­ნეს, სა­დაც მწვრთნე­ლი ჟოან ვილა იყო. ზუს­ტად ვი­ლას­გან ის­წავ­ლა ბი­ჭუ­ნამ დიდი ფეხ­ბურ­თის სა­ფუძ­ვლე­ბი: სწო­რი დაც­ვა, პრე­სინ­გი, ჯა­რი­მე­ბი, კუ­თხუ­რე­ბის მო­წო­დე­ბა და შე­ტე­ვის წა­მო­წყე­ბა.

მე­ტიც, ვი­ლამ ხავი გვარ­დი­ო­ლას შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც მა­შინ "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ ბწყი­ნავ­და "შე­საძ­ლოა, ჩვენ ახა­ლი გვარ­დი­ო­ლა მი­ვი­ღოთ“ - თქვა ერთხელ მწვრთნელ­მა. მერე კი სთხო­ვა, რომ შა­ბათ-კვი­რა­ო­ბით "კამპ ნო­უ­ზე“ მი­სუ­ლი­ყო და თა­ვად ენა­ხა ხოლ­მე გვარ­დი­ო­ლას თა­მა­ში.

"ვი­ლამ მი­თხრა: " ბიჭო, პე­პის­გან რა­საც მო­ა­ხერ­ხებ, ყვე­ლა­ფე­რი შე­ის­რუ­ტე. რო­გორ იღებს ბურთს, საით აბ­რუ­ნებს თავს სა­ნამ ბურთს მი­ი­ღებს, რას აკე­თებს პრე­სინ­გის დროს, რო­გორ იყე­ნებს სივ­რცეს და აკონ­ტრო­ლებს ბურთს“, - იხ­სე­ნებს ხავი.

ერთხელ ვი­ლამ გვარ­დი­ო­ლა ვარ­ჯიშ­ზე მო­იწ­ვია. პეპი პა­ტა­რებს ესა­უბ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო კი ხა­ვის და­უთ­მო, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მის­ცა, მერე კი სა­ჯა­როდ გა­ი­ხუმ­რა, რომ ეს ბიჭი მას პენ­სი­ა­ზე გა­უშ­ვებ­და. შეხ­ვედ­რი­დან 4 წე­ლი­წად­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი უკვე ერ­თად თა­მა­შობ­დნენ. პეპი ხა­ვის­თვის უზარ­მა­ზა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი და სა­მა­გა­ლი­თო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, თუმ­ცა თა­ნა­ტო­ლებ­თან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო, ხავი "ბარ­სას“ და­ტო­ვე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ იმ დროს "ბარ­სა“ თა­ვად გვარ­დი­ო­ლამ და­ტო­ვა.

შემ­დეგ­ში ისი­ნი 7 წლის შემ­დეგ გა­და­იკ­ვეთ­ნენ, როცა ხო­სეპ­მა "ბარ­სე­ლო­ნა“ ჩა­ი­ბა­რა. ხავი მა­შინ უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო გუნდში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და წას­ვლას აპი­რებ­და, მაგ­რამ პეპ­მა დარ­ჩე­ნა­ში და­არ­წმუ­ნა. "როცა მწვრთნე­ლის სა­ხით დაბ­რუნ­და, მისი პირ­ვე­ლი სი­ტყვა იყო, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­გან მაქ­სი­მა­ლურ გარ­ჯას და შრო­მას ითხოვ­და. ეს ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბად იქცა", - იხ­სე­ნებს ხავი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პეპ­მა "ბარ­სა“ გა­და­ა­წყო და ფე­ნო­მე­ნა­ლურ შე­დეგს უკვე დე­ბი­უ­ტურ სე­ზონ­ში მი­აღ­წია. მან მო­ი­გო ყვე­ლა შე­საძ­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. ხა­ვის კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ჰქონ­და - ის მარ­თავ­და თა­მაშს, ქმნი­და სივ­რცეს და ძა­ლი­ან ბევრ გა­და­ცე­მას აკე­თებ­და. პირ­ველ სე­ზონ­ში ნა­ხე­ვარმცველ­მა 10 გოლი გა­ი­ტა­ნა და 30 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. სა­გო­ლე გა­და­ცე­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ლა ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი და­ა­ფიქ­სი­რა.

"მა­ღა­ლი პრე­სინ­გი დი­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეს იყო სა­ფეხ­ბურ­თო რე­ვო­ლუ­ცია. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში შო­რე­უ­ლი ჩა­წო­დე­ბე­ბით აღა­რა­ვინ თა­მა­შობ­და,"რე­ალ­მაც“ კი შეც­ვა­ლა სტი­ლი. პეპ­მა პირ­ვე­ლი­ვე წელს და­ი­წყო რე­ვო­ლუ­ცია, ჩვენ შე­ვე­დით ის­ტო­რი­ა­ში. არა მხო­ლოდ მო­გე­ბე­ბით, არა­მედ თა­მა­შის სტი­ლით. გვარ­დი­ო­ლამ მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თი შეც­ვა­ლა“, - ყვე­ბო­და ხავი.

ხა­ვი­სა და პეპს დღემ­დე მტკი­ცე და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. 2020-ში ნა­ხე­ვარმცვე­ლი ყვე­ბო­და, რომ ყო­ფილ მწვრთნელ­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი აქვს და პე­რი­ო­დუ­ლად ხვდე­ბი­ან კი­დეც.

"ჩემი თა­მა­შის კონ­ცეფ­ცია ძა­ლი­ან ჰგავს პე­პი­სას. გვარ­დი­ო­ლას სურს დო­მი­ნი­რე­ბა და ბურ­თის ფლო­ბა, მეც ამ იდე­ას ვი­ზი­ა­რებ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­უ­ბა­რია აქ­ტი­ურ თა­მაშ­ზე, სწორ პრე­სინგზე. გვარ­დი­ო­ლას ხა­სი­ა­თი­დან, ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ვთვლი, რომ ის ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლია.“ - ამ­ბობს ხავი.

ძი­რი­თად გუნდში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ლუი ვან გა­ალ­თან ერ­თად გა­დად­გა. დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ კა­ტა­ლო­ნი­ელ­მა აღი­ა­რა, რომ ორი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, ვან გა­ა­ლი იდი­ო­ტი ეგო­ნა, თუმ­ცა მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ რა­საც ჰო­ლან­დი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი უხ­სნი­და, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რი იყო.

1999/2000 სე­ზონ­ში ხავი სტა­ბი­ლუ­რად ხვდე­ბო­და ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა არც თუ ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატ­ჩის შემ­დეგ, მწვრთნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლი უკან, დუბ­ლებ­ში გაგ­ზავ­ნა. ეს მის­თვის გაკ­ვე­თი­ლი იყო. ვან გა­ალ­მა ხა­ვის და­ა­ნა­ხა, რომ "ბარ­სა­ში“ არ უნდა მო­ეშ­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხა­ვის დე­ბი­უ­ტი "ბარ­სა­ში“ ცუდ დროს შედ­გა. გუნდში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი იყო, მწვრთნე­ლე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბოდ­ნენ, 5 წელი ტი­ტუ­ლის გა­რე­შე რჩე­ბოდ­ნენ. მე­დია და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებ­დნენ. "პრე­სა გან­ტე­ვე­ბის ვაცს ეძებ­და და მე სა­უ­კე­თე­სო სა­მიზ­ნე აღ­მოვ­ჩნდი. ნელი ვი­ყა­ვი, ძველ­მო­დუ­რი", - იხ­სე­ნებს ხავი FourFourtwo-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მას უსა­ხურ თა­მაშ­სა და ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის არ­ქო­ნა­ში სდებ­დნენ ბრალს. ეს­პა­ნუ­რი მე­დია არ ინ­დობ­და ფეხ­ბურ­თელს და მან­ქა­ნის მი­ნა­საწ­მენ­დს ადა­რებ­და, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი მხრი­დან მე­ო­რე მხა­რეს აკე­თებ­და გა­და­ცე­მას.

"როცა გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ორი გა­მო­სა­ვა­ლია: ან დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბი ან ბო­ლომ­დე იბ­რძვი. ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი და და­ვამ­ტკი­ცე ჩემი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეტა­პობ­რი­ვად ხა­რის­ხი­ა­ნი თა­მა­შის მწვერ­ვალს მი­ვაღ­წიე და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ".

ბევ­რჯერ შე­ეძ­ლო წას­ვლა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და...

1999 წელს, ახალ­გაზ­რდუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ნი­გე­რი­ა­ში ჩა­ტარ­და, ხა­ვის მა­მას "მი­ლა­ნი­დან“ და­უ­რე­კეს და ად­რი­ა­ნო გალ­ლი­ა­ნის­თან შეხ­ვედ­რა­ზე მი­იწ­ვი­ეს. იტა­ლი­ე­ლებ­მა გუ­ლუხ­ვი წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა - 4 - წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი და 250 მი­ლი­ო­ნი პე­სე­ტი სე­ზონ­ში ("ბარ­სა­ში“ 40 მი­ლი­ონს იღებ­და). მე­ტიც, ხა­ვის მა­მას "მი­ლა­ნის“ აკა­დე­მი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა და აგა­რა­კი შეს­თა­ვა­ზეს. მისი შვი­ლი კი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მი­ი­ღებ­და ად­გილს ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაც­დუ­რი იყო, თუმ­ცა არამ­ხო­ლოდ მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რის გამო - "ბარ­სა­ში“ ხა­ვის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ნა­თე­ლი არ იყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მთე­ლი ოჯა­ხი ჩა­ერ­თო. მამა და ძმე­ბი "მი­ლანს“ ირ­ჩევ­დნენ, მაგ­რამ დე­დამ უმ­ტკი­ცე­სი პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რა - ხავი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო "ბარ­სე­ლო­ნა­ში“, აქ მას ელო­და დიდი მო­მა­ვა­ლი. სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ დე­დამ რა­დი­კა­ლურ გზას მი­მარ­თა. "თუ ხავი წავა, მე გან­ქორ­წი­ნე­ბას მო­ვი­თხოვ!“ - თქვა მან. ასე­თი ულ­ტი­მა­ტუ­მის შემ­დეგ, ვე­ღა­რა­ვინ გა­ბე­და მი­ლან­ში გამ­გზავ­რე­ბა.

დე­დას­თან ერ­თად

შემ­დეგ­ში, წას­ვლას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს 2008/09 სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში იყო. ის გრძნობ­და, რომ რო­გორც ფეხ­ბურ­თელს არ აფა­სებ­დნენ. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გვარ­დი­ო­ლამ შეც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში და­არ­წმუ­ნა, რომ მისი იმე­დი ჰქონ­და, ხოლო მე­ო­რე რიგ­ში, მწვრთნე­ლით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ხა­ვიმ უარი თქვა წას­ვლა­ზე.

ხა­ვიმ "ბარ­სა“ 35 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა და ყა­ტარ­ში გა­და­ვი­და. მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ყა­ტარ­მა მი­ი­ღო. ქვე­ყა­ნა­ში ფეხ­ბურ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა და­ი­წყეს, ეძებ­დნენ გავ­ლე­ნი­ან ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ მათ გა­მოც­დი­ლე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ. ერთ-ერთი ასე­თი ხავი იყო, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად რჩე­ვებს რა­უ­ლის­გან იღებ­და.

"ალ-სა­დის“ თავ­კა­ცო­ბის პე­რი­ოდ­ში ხა­ვიმ 2 წე­ლი­წად­ში 7 ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი.

ოჯახ­თან ერ­თად

2021 წლის ბო­ლოს ხავი "ბარ­სა­ში“ მწვრთნე­ლის ამ­პლუ­ა­ში დაბ­რუნ­და და იცით რა გა­ა­კე­თა პირ­ვე­ლი? რკი­ნის დის­ციპ­ლი­ნის დამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო. პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე კი გა­ნა­ცხა­და: "ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­გან ვი­თხოვ მაქ­სი­მა­ლურს, უნდა და­ვი­ხარ­ჯოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად, იმი­ტომ რომ ჩვენ "ბარ­სა“ - მოსფლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბი ვართ".

შემ­დეგ კი ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­ვით, უმ­კაც­რე­სი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა:

  • "ბარ­სას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­ათ­ნა­ხევ­რით ადრე უნდა გა­მო­ცხად­დნენ სამ­წვრთნელ ბა­ზა­ზე. სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის წევ­რე­ბი კი - ორი სა­ა­თით ადრე.
  • მატ­ჩამ­დე ორი დღით ადრე ფეხ­ბურ­თე­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ შინ გვი­ან მის­ვლა.
  • თუ ქა­ლა­ქი­დან შორს უწევთ წას­ვლა, კონ­სულ­ტა­ცია ხა­ვის­თან უნდა გა­ი­ა­რონ.
  • ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა კლუ­ბის იმი­ჯი არ უნდა შე­არ­ცხვი­ნონ. უნდა მო­ე­რი­დონ ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა დიდი ჯა­რი­მა.

ასეა თუ ისეა, ხავი ჯერ რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი გვარ­დი­ო­ლას გზას მიჰ­ყვე­ბო­და, ახლა კი სუ­პერ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა აქვს და თით­ქმის ჩა­მოქ­ცე­უ­ლი კლუ­ბი ფეხ­ზე უნდა და­ა­ყე­ნოს. ჩვენ კი ის დაგ­ვრჩე­ნია, რომ ამ ექ­სპე­რი­მენტს თვა­ლი ვა­დევ­ნოთ.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანჩელოტი
13

დღესაც რეალთან იმედგაცრუება გელის...გული არ გაიტეხო))))))

antikremlinbot
20

როდიდან გახდა ჩავი ხავი? ნაცი იყო და სულ ნაცად დარჩება. გასასამართლებელია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

საფეხბურთო მოედნის ლეგენდარული "დირიჟორი", ხერხემალი, ადამიანი დისციპლინა, ხავი - თავის მშობლიურ კლუბში "ბარსელონაში“ დაბრუნდა. დაბრუნდა ამჟამად მწვრთნელის ამპლუაში და შეეცდება არეული სიტუაცია დაალაგოს, ფეხბურთელებისთვის სამაგალითო მწვრთნელი გახდეს და ძველებური დიდება კატალონიაში დააბრუნოს.

ვიხსენებთ ისტორიას, თუ როგორ დაიწყო ხავიერ ერნანდეს კრაუსისა და "ბარსას“ სიყვარული.

მომავალი ლეგენდა ტერრასაში, ბარსელონასთან ახლოს დაიბადა. ძმებთან ერთად პატარაობიდავნე დამეგობრდა ბურთთან, რომელსაც უბანში აგორებდა. ფეხბურთის სიყვარული მემკვიდრეობით დაჰყვა - ხავის მამა ფეხბურთელი იყო, ხოლო პაპა, ჟაუმე ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. თავის "სეატში“ ჩასვამდა შვილიშვილებს და სავარჯიშოდ დაჰყავდა. ეს პაპის საყვარელი გასართობი იყო.

"ჩემი შვილიშვილი "ბარსელონაში“ ითამაშებს, - ჯიუტად ამტკიცებდა ჟაუმე, როცა 6 წლის ხავის თამაშს აკვირდებოდა. მშობლებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ პაპა სხვა ძმებისგან ხავის გამოარჩევდა, თუმცა რას გააწყობდნენ, საბოლოოდ ჟაუმე მართალი აღმოჩნდა.

პატარა ხავი და ჟაუმე დივანზე წამოსხდებოდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ. ფეხბურთელის თქმით, პაპა მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიმადრიდისტი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ შვილიშვილებს განუცხადა, - არასდროს იმეგობროთ "რეალის“ ფანებთანო!

ხავის სწრაფი პროგრესი სხვა კლუბების სპეციალისტებს არ გამორჩენიათ. მალე მას "მთხოვნელების“ მთელი რიგი დაუდგა. ერთ-ერთი კი "რეალიც“ იყო, თუმცა ოჯახში ვერავინ გაბედავდა მადრიდელებისთვის თანხმობა ეთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პაპა ყველას გარეთ გაყრიდა. მალე კონტაქტზე "ბარსელონაც“ გამოვიდა. თუმცა მამას, რომელიც მაშინ იმ აკადემიას ხელმძღვანელობდა, სადაც ხავი თამაშობდა, ეჭვები გაუჩნდა. პატარას საოცარი ტექნიკა ჰქონდა, თუმცა ფიზიკურად სუსტი იყო.

11 წლის ასაკში, მამამ ყველა ეჭვი უკუაგდო და კატალონიურ გრანდში სინჯებზე წაიყვანა. სხვათა შორის, იმჟამად ხავი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. გაცნობამ იდეალურად ჩაიარა, პატარა ბიჭუნამ ჰეთ-ტრიკი გააფორმა და ის ულაპარაკოდ აიყვანეს.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ხავი ნახევარდაცვაში გადაიყვანეს და U11-ის კაპიტნობა გადასცეს. პირველი გამომუშვაებული ფულით, რომელიც დაახლოებით 25 ევროს შეადგენდა, ხავიმ დედას საჩუქარი უყიდა. პატარა მეოჯახემ დედა მაღაზიაში მიიყვანა და უთხრა აერჩია ნებისმიერი ნივთი, რომელიც 25 ევროს არ აღემატებოდა. ქალს ტოსტერი მოეწონა...

13 წლის ასაკში ხავი "ბარსას“ U14-ში გადიყვანეს, სადაც მწვრთნელი ჟოან ვილა იყო. ზუსტად ვილასგან ისწავლა ბიჭუნამ დიდი ფეხბურთის საფუძვლები: სწორი დაცვა, პრესინგი, ჯარიმები, კუთხურების მოწოდება და შეტევის წამოწყება.

მეტიც, ვილამ ხავი გვარდიოლას შეადარა, რომელიც მაშინ "ბარსელონაში“ ბწყინავდა "შესაძლოა, ჩვენ ახალი გვარდიოლა მივიღოთ“ - თქვა ერთხელ მწვრთნელმა. მერე კი სთხოვა, რომ შაბათ-კვირაობით "კამპ ნოუზე“ მისულიყო და თავად ენახა ხოლმე გვარდიოლას თამაში.

"ვილამ მითხრა: " ბიჭო, პეპისგან რასაც მოახერხებ, ყველაფერი შეისრუტე. როგორ იღებს ბურთს, საით აბრუნებს თავს სანამ ბურთს მიიღებს, რას აკეთებს პრესინგის დროს, როგორ იყენებს სივრცეს და აკონტროლებს ბურთს“, - იხსენებს ხავი.

ერთხელ ვილამ გვარდიოლა ვარჯიშზე მოიწვია. პეპი პატარებს ესაუბრა, განსაკუთრებული დრო კი ხავის დაუთმო, რომელსაც რამდენიმე რჩევა მისცა, მერე კი საჯაროდ გაიხუმრა, რომ ეს ბიჭი მას პენსიაზე გაუშვებდა. შეხვედრიდან 4 წელიწადში ფეხბურთელები უკვე ერთად თამაშობდნენ. პეპი ხავისთვის უზარმაზარი ავტორიტეტი და სამაგალითო ფეხბურთელი იყო, თუმცა თანატოლებთან დიდი კონკურენციის გამო, ხავი "ბარსას“ დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ იმ დროს "ბარსა“ თავად გვარდიოლამ დატოვა.

შემდეგში ისინი 7 წლის შემდეგ გადაიკვეთნენ, როცა ხოსეპმა "ბარსელონა“ ჩაიბარა. ხავი მაშინ უკმაყოფილო იყო გუნდში არსებული სიტუაციით და წასვლას აპირებდა, მაგრამ პეპმა დარჩენაში დაარწმუნა. "როცა მწვრთნელის სახით დაბრუნდა, მისი პირველი სიტყვა იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალურ გარჯას და შრომას ითხოვდა. ეს ჩვენთვის მოულოდნელობად იქცა", - იხსენებს ხავი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პეპმა "ბარსა“ გადააწყო და ფენომენალურ შედეგს უკვე დებიუტურ სეზონში მიაღწია. მან მოიგო ყველა შესაძლო ჩემპიონატი. ხავის კი განსაკუთრებული როლი ჰქონდა - ის მართავდა თამაშს, ქმნიდა სივრცეს და ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებდა. პირველ სეზონში ნახევარმცველმა 10 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ლა ლიგის ისტორიაში მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა.

"მაღალი პრესინგი დიდებული აღმოჩნდა. ეს იყო საფეხბურთო რევოლუცია. რამდენიმე წელიწადში შორეული ჩაწოდებებით აღარავინ თამაშობდა,"რეალმაც“ კი შეცვალა სტილი. პეპმა პირველივე წელს დაიწყო რევოლუცია, ჩვენ შევედით ისტორიაში. არა მხოლოდ მოგებებით, არამედ თამაშის სტილით. გვარდიოლამ მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა“, - ყვებოდა ხავი.

ხავისა და პეპს დღემდე მტკიცე და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 2020-ში ნახევარმცველი ყვებოდა, რომ ყოფილ მწვრთნელთან ხშირი კონტაქტი აქვს და პერიოდულად ხვდებიან კიდეც.

"ჩემი თამაშის კონცეფცია ძალიან ჰგავს პეპისას. გვარდიოლას სურს დომინირება და ბურთის ფლობა, მეც ამ იდეას ვიზიარებ. საბოლოო ჯამში საუბარია აქტიურ თამაშზე, სწორ პრესინგზე. გვარდიოლას ხასიათიდან, ამბიციებისა და გამარჯვების სურვილიდან გამომდინარე, ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.“ - ამბობს ხავი.

ძირითად გუნდში პირველი ნაბიჯები ლუი ვან გაალთან ერთად გადადგა. დროის გასვლის შემდეგ კატალონიელმა აღიარა, რომ ორი ვარჯიშის შემდეგ, ვან გაალი იდიოტი ეგონა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ რასაც ჰოლანდიელი სპეციალისტი უხსნიდა, ყველაფერი სწორი იყო.

1999/2000 სეზონში ხავი სტაბილურად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა არც თუ ისე წარმატებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, მწვრთნელმა ფეხბურთელი უკან, დუბლებში გაგზავნა. ეს მისთვის გაკვეთილი იყო. ვან გაალმა ხავის დაანახა, რომ "ბარსაში“ არ უნდა მოეშვა.

აღსანიშნავია, რომ ხავის დებიუტი "ბარსაში“ ცუდ დროს შედგა. გუნდში სერიოზული კრიზისი იყო, მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ, 5 წელი ტიტულის გარეშე რჩებოდნენ. მედია და გულშემატკივრები ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენ. "პრესა განტევების ვაცს ეძებდა და მე საუკეთესო სამიზნე აღმოვჩნდი. ნელი ვიყავი, ძველმოდური", - იხსენებს ხავი FourFourtwo-სთან ინტერვიუში.

მას უსახურ თამაშსა და ლიდერული თვისებების არქონაში სდებდნენ ბრალს. ესპანური მედია არ ინდობდა ფეხბურთელს და მანქანის მინასაწმენდს ადარებდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხრიდან მეორე მხარეს აკეთებდა გადაცემას.

"როცა გაკრიტიკებენ, ორი გამოსავალია: ან დეპრესიაში ვარდები ან ბოლომდე იბრძვი. ძალიან ჯიუტი ვიყავი და დავამტკიცე ჩემი რეალური შესაძლებლობები. ეტაპობრივად ხარისხიანი თამაშის მწვერვალს მივაღწიე და ამით ძალიან ვამაყობ".

ბევრჯერ შეეძლო წასვლა, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა...

1999 წელს, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ნიგერიაში ჩატარდა, ხავის მამას "მილანიდან“ დაურეკეს და ადრიანო გალლიანისთან შეხვედრაზე მიიწვიეს. იტალიელებმა გულუხვი წინადადებით მიმართა - 4 - წლიანი კონტრაქტი და 250 მილიონი პესეტი სეზონში ("ბარსაში“ 40 მილიონს იღებდა). მეტიც, ხავის მამას "მილანის“ აკადემიაში თანამდებობა და აგარაკი შესთავაზეს. მისი შვილი კი გარანტირებულად მიიღებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

შემოთავაზება მაცდური იყო, თუმცა არამხოლოდ მაღალი ჰონორარის გამო - "ბარსაში“ ხავის პერსპექტივები ნათელი არ იყო. გადაწყვეტილების მიღებაში მთელი ოჯახი ჩაერთო. მამა და ძმები "მილანს“ ირჩევდნენ, მაგრამ დედამ უმტკიცესი პოზიცია დაიჭირა - ხავი უნდა დარჩენილიყო "ბარსელონაში“, აქ მას ელოდა დიდი მომავალი. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ დედამ რადიკალურ გზას მიმართა. "თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!“ - თქვა მან. ასეთი ულტიმატუმის შემდეგ, ვეღარავინ გაბედა მილანში გამგზავრება.

დედასთან ერთად

შემდეგში, წასვლასთან ყველაზე ახლოს 2008/09 სეზონის დასაწყისში იყო. ის გრძნობდა, რომ როგორც ფეხბურთელს არ აფასებდნენ. მაგრამ ყველაფერი გვარდიოლამ შეცვალა. პირველ რიგში დაარწმუნა, რომ მისი იმედი ჰქონდა, ხოლო მეორე რიგში, მწვრთნელით აღფრთოვანებულმა ხავიმ უარი თქვა წასვლაზე.

ხავიმ "ბარსა“ 35 წლის ასაკში დატოვა და ყატარში გადავიდა. მისთვის საინტერესო აღმოჩნდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ჩატარების უფლება ყატარმა მიიღო. ქვეყანაში ფეხბურთის მიმართულებით მასშტაბური ინვესტიციების ჩადება დაიწყეს, ეძებდნენ გავლენიან ფეხბურთელებს, რომ მათ გამოცდილება ადგილობრივებისთვის გაეზიარებინათ. ერთ-ერთი ასეთი ხავი იყო, რომელიც პერიოდულად რჩევებს რაულისგან იღებდა.

"ალ-სადის“ თავკაცობის პერიოდში ხავიმ 2 წელიწადში 7 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ქვეყნის ჩემპიონატი.

ოჯახთან ერთად

2021 წლის ბოლოს ხავი "ბარსაში“ მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნდა და იცით რა გააკეთა პირველი? რკინის დისციპლინის დამყარება დაიწყო. პირველ შეხვედრაზე კი განაცხადა: "ყველა ფეხბურთელისგან ვითხოვ მაქსიმალურს, უნდა დავიხარჯოთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ჩვენ "ბარსა“ - მოსფლიოში საუკეთესო კლუბი ვართ".

შემდეგ კი ჩვენი ეპიდემიოლოგებივით, უმკაცრესი შეზღუდვები დააწესა:

  • "ბარსას“ ფეხბურთელები საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდნენ სამწვრთნელ ბაზაზე. სამწვრთნელო შტაბის წევრები კი - ორი საათით ადრე.
  • მატჩამდე ორი დღით ადრე ფეხბურთელებს ეკრძალებათ შინ გვიან მისვლა.
  • თუ ქალაქიდან შორს უწევთ წასვლა, კონსულტაცია ხავისთან უნდა გაიარონ.
  • ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფეხბურთელებმა კლუბის იმიჯი არ უნდა შეარცხვინონ. უნდა მოერიდონ ხმამაღალ განცხადებებს, სხვა შემთხვევაში იქნება დიდი ჯარიმა.

ასეა თუ ისეა, ხავი ჯერ როგორც ფეხბურთელი გვარდიოლას გზას მიჰყვებოდა, ახლა კი სუპერ რთული გამოწვევა აქვს და თითქმის ჩამოქცეული კლუბი ფეხზე უნდა დააყენოს. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ ამ ექსპერიმენტს თვალი ვადევნოთ.

ავტორი: ანრი კურტანიძე