მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში" - ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმაზე პოსტს აქვეყნებს
"40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში" - ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმაზე პოსტს აქვეყნებს

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გარ­დაც­ვლილ ძმა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"კოტე ჩემი ნა­წი­ლი იყო და ამ­ქვეყ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე... და მე­რეც ასე დარ­ჩე­ბა. სა­დაც მე ვიქ­ნე­ბი, ისიც იქ­ნე­ბა! რო­გორც მე ვიქ­ნე­ბი, კო­ტეც ისე იქ­ნე­ბა! მა­რა­დი­უ­ლია სი­ცო­ცხლე და მა­რა­დი­უ­ლია და-ძმო­ბა. არ წყდე­ბა. არ მთავ­რდე­ბა.

ჭკუ­ას არა­ვის ვას­წავ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ზუს­ტად ასე ცხოვ­რობთ... უბ­რა­ლოდ, ჩემს გან­ცდას გი­ზი­ა­რებთ: გა­უფრ­თხილ­დით თქვენს დებს და ძმებს. თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნეთ. ამო­ი­კი­თხეთ მათი ყო­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი და სევ­და. მო­ე­ფე­რეთ. მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლეთ. თუ სა­დღაც ბზა­რი გაჩ­ნდა, გა­ამ­თლი­ა­ნეთ, შე­ავ­სეთ. თუ გა­უ­ჭირ­დათ, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა­ში და­ეხ­მა­რეთ. ჭი­რიც და ლხი­ნიც ერთი გქონ­დეთ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მე და კო­ტეს ერ­თმა­ნე­თის­თვის გული არას­დროს გვიტ­კე­ნია. პი­რი­ქით... ტკბი­ლად ვი­ცხოვ­რეთ. ისე არ გა­თე­ნე­ბუ­ლა და და­ღა­მე­ბუ­ლა, ერ­თმა­ნე­თი არ დაგ­ვე­ლო­ცოს.

40 დღე გა­ვი­და, რაც კოტე წა­ვი­და. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი 40 დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... მად­ლო­ბე­ლი ვარ ღმერ­თის, რომ მა­ინც და მა­ინც ასე­თი ძმა მა­ჩუ­ქა-თავ­მდა­ბა­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი... და სწო­რედ ღმერ­თს ვა­ვედ­რებ მის სულს. არც აქ და­უ­ტო­ვე­ბია და ვიცი, არც იქ და­ტო­ვებს".

კოტე ინაშ­ვი­ლი გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, ავა­რი­ას ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

უფალმა გაგაძლიეროს ირმა...უდიდესი ტკივილია,ნათელი მის სულს...

მარინე
0

ნათელი და სანთელი მის სულს, თქვენ და ნატალიას გამძლეობას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში" - ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმაზე პოსტს აქვეყნებს

"40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში" - ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმაზე პოსტს აქვეყნებს

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლილ ძმაზე პოსტს აქვეყნებს.

"კოტე ჩემი ნაწილი იყო და ამქვეყნური ცხოვრების ბოლომდე... და მერეც ასე დარჩება. სადაც მე ვიქნები, ისიც იქნება! როგორც მე ვიქნები, კოტეც ისე იქნება! მარადიულია სიცოცხლე და მარადიულია და-ძმობა. არ წყდება. არ მთავრდება.

ჭკუას არავის ვასწავლი. დარწმუნებული ვარ, ყველა ზუსტად ასე ცხოვრობთ... უბრალოდ, ჩემს განცდას გიზიარებთ: გაუფრთხილდით თქვენს დებს და ძმებს. თვალებში შესციცინეთ. ამოიკითხეთ მათი ყოველი სიხარული და სევდა. მოეფერეთ. მოესიყვარულეთ. თუ სადღაც ბზარი გაჩნდა, გაამთლიანეთ, შეავსეთ. თუ გაუჭირდათ, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარეთ. ჭირიც და ლხინიც ერთი გქონდეთ. ბედნიერი ვარ, რომ მე და კოტეს ერთმანეთისთვის გული არასდროს გვიტკენია. პირიქით... ტკბილად ვიცხოვრეთ. ისე არ გათენებულა და დაღამებულა, ერთმანეთი არ დაგველოცოს.

40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში... მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მაინც და მაინც ასეთი ძმა მაჩუქა-თავმდაბალი და გულისხმიერი... და სწორედ ღმერთს ვავედრებ მის სულს. არც აქ დაუტოვებია და ვიცი, არც იქ დატოვებს".

კოტე ინაშვილი გასული წლის დეკემბერში, ავარიას ემსხვერპლა.