მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო
ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო

ავ­სტრა­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ სერ­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩის სა­ი­მიგ­რა­ციო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და სპორ­ტსმე­ნის ვი­ზის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად ცნო, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

მო­სა­მარ­თლე ენ­ტო­ნი კე­ლიმ ჯო­კო­ვი­ჩის 30 წუთ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა და მის­თვის პას­პორ­ტი­სა და სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

ამას­თა­ნა­ვე, ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ქვეყ­ნის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი იტო­ვებს უფ­ლე­ბას, ჯო­კო­ვი­ჩის­თვის ვი­ზის ხე­ლახ­ლა გა­უქ­მე­ბის მიზ­ნით თა­ვი­სი პი­რა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს.

შე­გახ­სე­ნებთ, 6 იან­ვარს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სერბ ჩოგ­ბურ­თელს ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს ავ­სტრა­ლი­ა­ში ვიზა გა­უ­უქ­მეს, ამის მი­ზე­ზი ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვარ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის არ­ქო­ნა გახ­და. ავ­სტრა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად მის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ვიზა და­უშ­ვა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა. ჩოგ­ბურ­თე­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ სპორ­ტსმე­ნი 16 დე­კემ­ბერს კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და და ამის გამო, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით67
5

ადვოკატებმა რომ კორუფციული სქემით საბუთი უჩალიჩეს, ვითომ 16 დეკემბერს კორონა გადაიტანა, ეგ არაფერი???თუ ვინმეს მართლა სჯერა? ადვოკატებამდე როგორც გამონაკლისი ვიზის მიცემა, მერე გაქმება და თურმე ვირუსის გადატანა.ავსტრალიის მთავრობამ და იმიგრაციის სამსახურმა ძალიან კარგად იცის რაც მოხდა. ზოგიერთებს კანონები რომ მიგაჩნიათ ფაშისტური და კორუფცია ნორმალურად, ასევე ადვოკატებისთვის გადახდილი მილიონები (დაფარული). 

ჰოოოო
3

ამას­თა­ნა­ვე, ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ქვეყ­ნის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი იტო­ვებს უფ­ლე­ბას, ჯო­კო­ვი­ჩის­თვის ვი­ზის ხე­ლახ­ლა გა­უქ­მე­ბის მიზ­ნით თა­ვი­სი პი­რა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს.

ანუუუუ პოლიტიკური შეკვეთაა, ნოლეს სამარცხვინოდ გაგდება ქვეყნიდან!!! მას 3 წლით აუკრძალავენ ავსტრალიაში ჩასვლას

პ.ს. ნოლეს გაგდება რუსი მედვედევის (რომ რუსი იყოს 1 ჩოგბურთელი) და როჯერ ფედერერის ინტერესებში შედის, რომ ჯოკომ 21-ე შლემი ვერ მოიგოს და ფედერერს არ გადაასწროს. 

არათანაბარი და სამარცხვინო ბრძოლა..ფუიიი რაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო

ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო

ავსტრალიის სასამართლომ სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და სპორტსმენის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოსამართლე ენტონი კელიმ ჯოკოვიჩის 30 წუთში გათავისუფლების განკარგულება და მისთვის პასპორტისა და სხვა დოკუმენტების დაბრუნების განკარგულება გასცა.

ამასთანავე, ფედერალური მთავრობის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი იტოვებს უფლებას, ჯოკოვიჩისთვის ვიზის ხელახლა გაუქმების მიზნით თავისი პირადი უფლებამოსილება გამოიყენოს.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ჩოგბურთელის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სპორტსმენი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო, ვაქცინაციისგან თავისუფალია.