სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზახეთში, ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთში, ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა

ყა­ზა­ხეთ­ში არე­უ­ლო­ბის დროს 164 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რეს­პუბ­ლი­კის ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­ნამ­დე, ად­გი­ლობ­რივ­მა არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა 2 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს გა­ე­წია.

გა­მო­ცე­მა Tengrinews.kz ყა­ზა­ხე­თის ბავ­შვთა ომ­ბუდსმენ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ალ­მათ­ში და­ბომბვის შე­დე­გად ოთხი წლის გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
3

არ დამბლოკოთ!

სამწუხაროდ ჩვენი მასმედია არაფერს ამბობს, არ წერს და არ აჩვენებს იმას რაც რეალურად ხდება ყაზახეთში.

გთავაზობთ ჩემს მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს.

გამოიკვეთა ყაზახეთში საპროტესტო აქციებისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი და ლიდერი. ეს არის დასავლეთში გაქცეული ოლიგარქი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ასევე საკუთარი BTA ბანკის მეპატრონე 58 წლის მუხტარ აბლიაზოვი.

მან საკუთარი თავი გამოაცხადა ყაზახეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად.

ის წარმოადგენს მოძრაობა „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანისა“ და საერთოდ ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერს. ასევე იკვეთება მისი ურთიერთობა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

მუხტარ აბლიაზოვი, რომელიც ყაზახეთში თავის დროზე გასამართლებული იყო და სასჯელს იხდიდა ყაზახეთის ციხეში (მისჯილი ჰქონდა 20 წელი) განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ფულის (7,5 მილიარდი დოლარი) გაფლანგვისა და მითვისებისათვის. მაგრამ აშშ-სა და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დაჟინებული მოთხოვნით ის ერთ წელიწადში იქნა გამოშვებული ციხიდან. ის ჯერ ინგლისში გადასახლდა, შემდეგ კი საფრანგეთში.

დღევანდელ დღემდე მუხტარ აბლიაზოვი პარიზიდან ხელმძღვანელობდა და აფინანსებდა ე.წ. ოპოზიციას და სამხედრო გადატრიალებას.

მან ყაზახეთში თავი მოუყარა უცხოელ დაქირავებულ ბოევიკებს, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ყოფილ მებრძოლებს, რომელთა საერთო რაოდენობა ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ შეფასებულია 20 000-მდე. ამას ემატება სპეციალურად შექმნილ სამხედრო ბანაკებში მომზადებული და გაწვრთნილი ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი.

სად მოქალაქეების სამშვიდობო პროტესტები და სად ტერორისტული მოქმედებები? ორ სამართალდამცველს თავებიც კი მოაჭრეს. ეს არის სოციალური სამართლიანობისათვის ჩატარებული სამშვიდობო მიტინგები? რა თქმა უნდა არა.

რაც შეეხება საწვავის გაძვირებას, რომელსაც მოყვა წინასწარ დაგეგმილი სამშვიდობო პროტესტები და პროვოკაციები.

- თხევადი აირი გაძვირდა ორჯერ, 1 ლიტრი ღირდა 50 ყაზახური ტენგე ( 0,11 დოლარი; 0,36 ლარი; 36 თეთრი) და გახდა 120 ტენგე (0,27 დოლარი; 0,86 ლარი; 86 თეთრი). პროტესტის შემდეგ ფასმა დაიკლო და დაუბრუნდა საწყის ნიშნულს;

- საშუალო ხელფასი შეადგენს: 204 000 ტენგე (470 დოლარი; 1455 ლარი);

- საშუალო პენსია შეადგენს: 100 000 ტენგე (230 დოლარი; 714 ლარი).

დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.

 

p.s. აბლიაზოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილისაგან მიღებული აქვს “ღირსების ორდენი” და ქვეყნის საპატიო მოქალაქეობა, რომელიც დაკავშირებული იყო ყაზტრანსგაზის ოპერირების დაწყებასთან ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზახ ბიზნესმენს, მუხტარ აბლიაზოვს 2019 წელს ღირსების ორდენი ჩამოართვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ყაზახეთში, ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში, ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, ადგილობრივმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო დახმარება 2 ათასზე მეტ ადამიანს გაეწია.

გამოცემა Tengrinews.kz ყაზახეთის ბავშვთა ომბუდსმენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალმათში დაბომბვის შედეგად ოთხი წლის გოგონა დაიღუპა.