ავტორი:

"მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში" - ლევან ხაბეიშვილი

"მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში" - ლევან ხაბეიშვილი

"მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფასების მატების ფონზე, მნიშნველოვანია სახალხო პროტესტი.

"როცა გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, საწვავი,საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, ამ გაძვირების, ამ უსამართლობის ფონზე, ძალიან მნიშნველოვანია, დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც შეიწირავს პირდაპირი მნიშვნელობით, რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა მედიასთან.