ბრაზილიაში, მინას ჟერაისის შტატში, ტბაზე ტურისტული ნავებით სეირნობისას სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში 32 დაშავებულია გადაყვანილი.
კლდის ჩამოშლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მასზე ჩანს, თუ როგორ ეცემა ის ტურისტებით სავსე ნავს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. სპეციალისტების თქმით, მინას ჟერაისის შტატში რამდენიმე დღე წვიმდა, რამაც ყოველივე გამოიწვია.
ამ დროისთვის 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ მაშველები ეძებენ.
ნახეთ ვიდეო:
რა იქნებოდა, ხალხის არყოფნის დროს ჩამოშლილიყო რაა
ეს უსაქმური ხალხი გართობასა და დროის ტარებაზეა გადასული. ქვები რომ ცვიოდა ესენი ფიქრობდნენ ჩვენ რომ გავერთოთ იმიტომ ცვივაო და იმის ნაცვლად, რომ გამოქცეულიყვნენ უფრო ახლოს მივიდნენ!