მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღალატის ბრალდებით დაკავებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაცვლილები და უდიდესი ფინანსური ზარალი - როგორია ვითარება ყაზახეთში
ღალატის ბრალდებით დაკავებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაცვლილები და უდიდესი ფინანსური ზარალი - როგორია ვითარება ყაზახეთში

ყა­ზა­ხე­თის მას­შტა­ბით 5 969 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 134 ადა­მი­ა­ნი დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე და­ა­ზუს­ტა უშიშ­რო­ე­ბის და­ღუ­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ი­ღუ­პა 16, და­შავ­და 1.3 ათას­ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რი და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მა­ნამ­დე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 18 და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბო­და.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ერ­ლან ტურ­გუმ­ბა­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არე­უ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლია 125 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის, მკვლე­ლო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

  • მისი თქმით, 400-ზე მეტი მან­ქა­ნა და­ზი­ან­და და გა­ნად­გურ­და, მათ­გან 346 პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნაა. ტურ­გუმ­ბა­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ძარ­ცვუ­ლია 100-ზე მეტი დიდი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი და ბან­კი. წი­ნას­წა­რი ზა­რა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 212 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

გარ­და ამი­სა, ყა­ზა­ხეთ­ში ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

კა­რიმ მა­სი­მო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა გა­ავ­რცე­ლა. კო­მი­ტეტს მა­სი­მო­ვი 6 იან­ვრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ ყო­მართ თო­ყა­ევ­მა პოს­ტი­დან მა­სი­მო­ვი მას შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რაც პრო­ტეს­ტმა მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო და მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის ფაქ­ტზე წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვა 6 იან­ვარს და­ი­წყო. თო­ყა­ე­ვის ოფი­სის თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს.

ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რი შე­თან­ხმდა, რომ მალე კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

რუ­სეთ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მან­და­ტის ფარ­გლებ­ში ყა­ზა­ხეთ­ში 2500 ჯა­რის­კა­ცი გა­ნა­თავ­სა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ვისაც მოეწონა ყაზახეთის ამბები, თბილისშიც რუსის ჯარი უნდა. კი ვნახეთ, რაც მოხდა. რუსეთმა შეშფოთება არ იცის, იცის ჯარის შეყვანა

მოქალაქე
2

საქართველოში არსებობს ისეთ ადამიანთა საკმაოდ დიდი მასა, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში კარგავენ ადეკვატურობას და ყოველი მცდელობა რაღაც შეუსწორო, მათგან აღიქმება შენს რუსეთუმეობად, ასეთი ადამიანები არიან როგორც რიგითი მოქალაქეები ისე პოლიტიკოსებიც, აი მაგალითად, ასეთ ადამიანებს ჰგონიათ რომ რუსეთის არმიაში მართლა ჟანგიანი ტანკები და სასაცილო შეიარაღება გააჩნიათ და ა. შ ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ რომ რუსეთი ჩამორჩენილი და საცოდავი ქვეყანაა, ასეთი ადამიანები მაგალითად დასცინიან ბელორუსიას, არადა ჩვენი დასაცინი რა სჭირთ? ასეთ მდგომარეობაში უნებლიედ სწორედ რუსეთის სასარგებლო იდიოტის როლში აღმოჩნდებიან ხოლმე ... აი კარგად გავიხსენოთ ერთი წლის წინ ბელორუსიის მოვლენები როცა ლუკაშენკოს იქაურმა ოპოზიციამ მაგრად შეუტია, აქ რატომღაც საზოგადოების ნაწილი აღტაცებაში მოვიდა, ქართველი აქტივისტები ჩავიდნენ მინსკში იქაური პროტესტანტების მხარდასაჭერად და საბოლოოდ ისე შემოტრიალდა საქმე რომ მთელი ეს მღელვარება რაც ბელორუსიაში იყო რუსეთმა გამოიყენა, პუტინმა აჩვენა ლუკაშენკოს რომ რუსეთის იქეთ გზა არ ჰქონდა და მთლიანად მისი გავლენის ქვეშ მოიქცია ლუკაშენკო. პროცესების ასე დასრულების შემდეგ სერიოზული ეჭვები გაჩნდა რომ ყველაფერი კრემლის დაგეგმილი იყო. ხოდა ის ხალხი ვინც თვლიდა რომ ეს ბრძოლა იყო პუტინის წინააღმდეგ და მინსკში ჩავიდნენ, სინამდვილეში მონაწილეობა მიიღეს კრემლის პოზიციების გაძლიერების საქმეში ! 

 

ახლა რა მოხდა ყაზახეთში? ამჯერადაც საქართველოში ადამიანების ნაწილი აღტაცებაში მოვიდა, წერდნენ და ამბობდნენ რომ ყაზახმა ხალხმა გამოიღვიძა, რომ იწყებოდა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და ... როგორ დასრულდა?

სრულიად უმტკივნეულოდ შევიდა რუსეთი ქვეყანაში და ჯიბეში ჩაისვა ამოდენა ქვეყანა.... მოვლენების არაადეკვატური ანალიზი აი ასეთ სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ღალატის ბრალდებით დაკავებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაცვლილები და უდიდესი ფინანსური ზარალი - როგორია ვითარება ყაზახეთში

ღალატის ბრალდებით დაკავებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაცვლილები და უდიდესი ფინანსური ზარალი - როგორია ვითარება ყაზახეთში

ყაზახეთის მასშტაბით 5 969 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 134 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დააზუსტა უშიშროების დაღუპული თანამშრომლების რაოდენობა. სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 16, დაშავდა 1.3 ათასზე მეტი პოლიციელი, ეროვნული გვარდიის წევრი და სამხედრო მოსამსახურე. მანამდე, ხელისუფლება 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერლან ტურგუმბაევის ინფორმაციით, არეულობებთან დაკავშირებით აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ძალადობის, მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტებზე.

  • მისი თქმით, 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა და განადგურდა, მათგან 346 პოლიციის მანქანაა. ტურგუმბაევმა აღნიშნა, რომ გაძარცვულია 100-ზე მეტი დიდი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი ზარალი დაახლოებით 212 მილიონი დოლარია.

გარდა ამისა, ყაზახეთში ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Reuters უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კარიმ მასიმოვის დაკავების შესახებ განცხადება ეროვნული უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. კომიტეტს მასიმოვი 6 იანვრამდე ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტმა ყასიმ ყომართ თოყაევმა პოსტიდან მასიმოვი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც პროტესტმა მასობრივი სახე მიიღო და მთელი ქვეყანა მოიცვა.

ეროვნული უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო. თოყაევის ოფისის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურების შესახებ აცნობეს.

ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მალე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ვიდეო კონფერენცია ჩაეტარებინათ.

რუსეთმა ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში ყაზახეთში 2500 ჯარისკაცი განათავსა.