სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეთქმულებს სურდათ პრეზიდენტ თოყაევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება" - ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი მრჩეველი
"შეთქმულებს სურდათ პრეზიდენტ თოყაევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება" - ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი მრჩეველი

შეთ­ქმუ­ლებ­მა, ჩემი აზ­რით, და­ი­სა­ხეს მი­ზა­ნი - გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ პრე­ზი­დენ­ტი თო­ყა­ე­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ამის გა­კე­თე­ბა სურ­დათ ისე, რო­გორც ეს მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის დრო­ზე, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა და რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა ერ­მუ­ჰა­მეთ იერ­თის­ბა­ევ­მა ად­გი­ლობ­რივ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა.

მისი აზ­რით, ამ მას­შტა­ბის "სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა“ არ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს "ძა­ლა­უფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში“.

მისი თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ ალ­მა­თის აე­რო­პორ­ტს, მი­ი­ღეს ბრძა­ნე­ბა, სრუ­ლად მო­ეხ­სნათ კორ­დო­ნი და დაც­ვა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის შეჭ­რამ­დე.

გარ­და ამი­სა, იერ­თის­ბა­ე­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ყა­ზა­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა იცო­და ქვეყ­ნის მთებ­ში არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ბა­ნა­კე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ზა­დებ­დნენ მო­მი­ტინ­გე­ებს, მაგ­რამ მა­ლავ­დნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 4 იან­ვარს თხე­ვა­დი აი­რის ფა­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რა­საც ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მას­შტა­ბუ­რი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ფონ­ზე ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. ამის მი­უ­ხე­და­ვად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში კვლავ გაგ­რძელ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
1

გაზის ფასი მუხტარამ გააორმაგებინა ყაზახეთის მთავრობას? მთავრობებია ბლაყვები,ისეთ ნაბიჯებს დგამენ,ხალხი რომ ააჯანყონ და მერე სხვას აბრალებენ თავიანთ ჩასვრილ საქმეს.

ქართველი
1

ვინ "აქართულებს"? მთელი მსოფლიო წერს ტოკაევი, აქ გახადეს თოყაევი. საინტერესოა ყაზახურ ენაზე ასო ან გამოთქმა "თ" და "ყ" თუ აქვთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შეთქმულებს სურდათ პრეზიდენტ თოყაევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება" - ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი მრჩეველი

"შეთქმულებს სურდათ პრეზიდენტ თოყაევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება" - ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი მრჩეველი

შეთქმულებმა, ჩემი აზრით, დაისახეს მიზანი - გადაეყენებინათ პრეზიდენტი თოყაევი ხელისუფლებიდან. ამის გაკეთება სურდათ ისე, როგორც ეს მოხდა უკრაინაში თავის დროზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილმა მრჩეველმა ერმუჰამეთ იერთისბაევმა ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა.

მისი აზრით, ამ მასშტაბის "სახელმწიფო გადატრიალება“ არ შეიძლება განხორციელდეს "ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში მოღალატეების გარეშე, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში“.

მისი თქმით, უსაფრთხოების ძალებმა, რომლებიც იცავდნენ ალმათის აეროპორტს, მიიღეს ბრძანება, სრულად მოეხსნათ კორდონი და დაცვა მომიტინგეების შეჭრამდე.

გარდა ამისა, იერთისბაევი ირწმუნება, რომ ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა იცოდა ქვეყნის მთებში არსებული სასწავლო ბანაკების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ამზადებდნენ მომიტინგეებს, მაგრამ მალავდნენ ამ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.