სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 კვირაზე მეტია გამოძიებას შედეგები ჰქონდა და ვიდრე იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი, არაფერი თქვეს" - ნიკა სიმონიშვილი
"1 კვირაზე მეტია გამოძიებას შედეგები ჰქონდა და ვიდრე იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი, არაფერი თქვეს" - ნიკა სიმონიშვილი

"ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე, "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით მოხ­და.

ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ ლაშ­ქა­რა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტებ­მა, მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გეს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ო­ბა­ზე მა­შინ, რო­დე­საც ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც გა­მო­ძი­ე­ბას შე­დე­გე­ბი ჰქონ­და.

"ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი:

ექ­სპერტთა ჯგუ­ფის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სას, შსს-მ სა­ჯა­რო­დაც და პი­რა­და­დაც შეს­თა­ვა­ზა ოჯახს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­დნენ შე­ფა­სე­ბა­ში. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ამე­რი­კე­ლი ან ბრი­ტა­ნე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ შსს-მ უარი გვი­თხრა, იმ მო­ტი­ვით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაო, რის შემ­დე­გაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვა, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ არ მო­იწ­ვი­ეს და ისევ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა.

მე­ო­რე­სა­კი­თხი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის ის, რომ ლექ­სოს ცხე­და­რი გა­ი­ტა­ცეს მა­შინ, რო­დე­საც ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი გზა­ში ვი­ყა­ვით და ლექ­სოს სახ­ლის­კენ მივ­დი­ო­დით, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რამე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა ხომ არ მოხ­და ცხე­დარ­ზე.

ასე­ვე, არ მინ­და ყუ­რა­დღე­ბი­დან გა­მომ­რჩეს ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის ფორ­მაც, რაც შსს-მ დღეს გა­ა­კე­თა, ლექ­სოს მო­რი­გი მკვლე­ლო­ბა იყო. ჯერ ის არ იკ­მა­რეს, ივ­ლის­ში უკა­ნო­ნო დრომ გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია და ახ­ლაც ყოვ­ლად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მე­ბით გა­ა­კე­თეს იგი­ვე. ცოტა ადა­მი­ა­ნო­ბა მა­ინც რომ ჰქონ­დეთ შსს-ში დარ­ჩე­ნი­ლი, და­ფიქ­რდე­ბოდ­ნენ იმა­ზე, რამ­ხე­ლა ზი­ა­ნის­მომ­ტა­ნია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ ფორ­მით ფრი­ა­ლი ლექ­სოს ოჯა­ხის­თვის.

ჩვენც, ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტებ­მა, მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­გეთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ო­ბა­ზე მა­შინ, რო­დე­საც ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც გა­მო­ძი­ე­ბას შე­დე­გე­ბი ჰქონ­და და მა­ნამ­დე არა­ფე­რი თქვეს, სა­ნამ იუ­ნეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გახ­და ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დას­კვნის ში­ნა­არსს, მას დე­ტა­ლუ­რად არ ვიც­ნობთ და მას შემ­დეგ, რაც გა­ვეც­ნო­ბით, უფრო მე­ტის თქმა შეგ­ვეძ­ლე­ბა“,-წერს სი­მო­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა მო­ამ­ზა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა შსს-მ ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან 2021 წლის 30 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, დას­კვნა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ერ­თო. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნით“ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ UNESCO-მ მსოფ­ლი­ო­ში მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა შე­იყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჯი
0

ეგ კაცი სასიძო კაცი ჩააანს

დაჩი
7

იუნესკო შეიყვანდა აბა რა. დასავლეთმა მიშაც იმიტომ ჩამოიყვანა აქ რომ 5 ივლისი მოხდა. არ აწყობთ ოცნება, სწორედ იმიტომ რომ ამ გარყვნილებას არ აუბა მხარი. თან ოცნება პრორუსულიც არ არის, არანაირი კავშირები არ აქვთ რუსებთან, ამიტომ დასავლეთი პირდაპირ და ღიად ვერ უპირისპირდება ოცნებას, მაგრამ გეგმა აქვს მიშა არის ისევ მისი გეგმა. სამწუხაროა. 

დასავლეთეს ავიწყდება ერთი რამე- რომის იმპერიის დაცემი ძირითადი მიზეზი - წაიკითხონ! ყველაფერს ფულით ვერ იყიდიან!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"1 კვირაზე მეტია გამოძიებას შედეგები ჰქონდა და ვიდრე იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი, არაფერი თქვეს" - ნიკა სიმონიშვილი

"1 კვირაზე მეტია გამოძიებას შედეგები ჰქონდა და ვიდრე იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი, არაფერი თქვეს" - ნიკა სიმონიშვილი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, "ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გაუგებარი და მიუღებელი ფორმით მოხდა.

ის სოციალურ ქსელში რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ლაშქარავას ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გაიგეს ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა.

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი:

ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო, რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.

მეორესაკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.

ასევე, არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც, რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონო დრომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანისმომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის.

ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი. რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება“,-წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ "ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. აღნიშნული დასკვნა შსს-მ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა.