მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში?
რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში?

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა მო­ამ­ზა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა შსს-მ ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან 2021 წლის 30 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, დას­კვნა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ერ­თო.

ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰე­რო­ი­ნით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

"გვა­მის სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო და ქი­მი­ურ ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, მოქ. ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნით“ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა (ინექ­ცი­ის უბ­ნე­ბი ორი­ვე სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მო­ში).

ორ­მხრივ სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მოს კან­ში და კან­ქვე­შა ცხო­მო­ვან ქსო­ვილ­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, მარ­ცხნივ ხან­დაზ­მუ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლამ­დე 5 წუთი-1 სა­ა­თი, მარ­ჯვნივ 30 წუთი- 4 სა­ა­თი.

გვა­მი­დან აღე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით: ორი­ვე სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მო­დან აღე­ბულ კა­ნის და რბილ ქსო­ვი­ლე­ბის პრე­პა­რა­ტებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: ჰე­რო­ი­ნი, მორ­ფი­ნი, კო­დე­ი­ნი და 6- მო­ნო­ა­ცე­ტი­ლორ­ფი­ნი; სის­ხლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: მორ­ფი­ნი 118.0 ნგ/მლ, კო­დე­ი­ნი 18.1 ნგ/მლ და 6 მო­ნო­ა­ცე­ტილ­მორ­ფი­ნი 15,1 ნგ/მლ ოდე­ნო­ბით; შარ­დში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: მორ­ფი­ნი, 7766.3 ნგ/მლ, კო­დე­ი­ნი 48.5 ნგ/მლ; 6- მო­ნო­ა­ცე­ტილ­მორ­ფი­ნი 1356.8 ნგ/მლ; ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლი და მისი მე­ტა­ბო­ლი­ტი (ორ­გა­ნიზ­მში გარ­დაქ­მნის პრო­დუქ­ტი) 11-ნორ- D9-ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნოლ-9- კარ­ბოქ­სიმ­ჟა­ვა“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

ამა­ვე დას­კვნის თა­ნახ­მად, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გვამს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი: სის­ხლნაჟ­ღენ­თი მარ­ცხნივ თვალ­ბუ­დის მი­და­მო­ში, მარ­ცხე­ნა თვალ­ბუ­დის მე­დი­ა­ლუ­რი კედ­ლის (ცხა­ვის ძვლის აი­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის) მარ­ცხნივ თვალ­ბუ­დის ფსკე­რის (ზედა ყბის ძვა­ლია) მრა­ვალფ­რაგ­მენ­ტუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბით და ჰე­მო­სი­ნუ­სი­ტით, სხე­ულ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და ნაჭ­დე­ვე­ბი.

"სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რე­ბით - თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვა, რქო­ვა­ნას ტრავ­მუ­ლი ერო­ზიო, თვა­ლის კაკ­ლის კო­მო­ციო, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბით არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბის თა­რიღს (2021 წლის 5 ივ­ლი­სი). და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი - ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით. ცო­ცხალ პირ­თა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზი­სას სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრის დროს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში აღე­ბუ­ლი ატა­რე­ბენ ნაკ­ლე­ბად მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნებს და არ იმ­ყო­ფე­ბი­ან მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირ­ში დამ­დგარ შე­დეგ­თან“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას 5 ივ­ლისს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. 11 ივ­ლისს კი ის სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
10 თვე გადის,
3

მეგი ბაქრაძეზე,სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ დადებულა.ამათი რა უნდა დაიჯერო? კადრები გაავრცელეს ლექსო ზაფხულში ზამთრის ტანსაცმელებით დადიოდა თურმე.როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ.რა არ იკადრებენ თუ გაუჭირდებათ?ეხლა ამათი დროა ხელისუფლებაი ყოფნის, ამიტომაც სიმართლის გაგების იმედი სანამ წავლენ ნუ გექნებათ.

გოჩა
0

გრიგოლიას წააკითხეთ ეგ დასკვნა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში?

რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში?

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ "ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. აღნიშნული დასკვნა შსს-მ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).

ორმხრივ საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი-1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი- 4 საათი.

გვამიდან აღებული ბიოლოგიური ობიექტების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით: ორივე საზარდულის მიდამოდან აღებულ კანის და რბილ ქსოვილების პრეპარატებში ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მორფინი, კოდეინი და 6- მონოაცეტილორფინი; სისხლში ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი 118.0 ნგ/მლ, კოდეინი 18.1 ნგ/მლ და 6 მონოაცეტილმორფინი 15,1 ნგ/მლ ოდენობით; შარდში ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, 7766.3 ნგ/მლ, კოდეინი 48.5 ნგ/მლ; 6- მონოაცეტილმორფინი 1356.8 ნგ/მლ; ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) 11-ნორ- D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-9- კარბოქსიმჟავა“, - ნათქვამია დასკვნაში.

ამავე დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედების) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედა ყბის ძვალია) მრავალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

"სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით - თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო, თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 5 ივლისი). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან“, - ნათქვამია დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.