პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სემეკი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ 2021 წლის დე­კემ­ბე­რის ინფლა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლის, ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გავ­რცე­ლე­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის სა­კი­თხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე, ბუ­ნებ­რივ გაზ­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) კომ­პე­ტენ­ცი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნი­ეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სე­მე­კი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ისე­თი სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, რო­გო­რიც ტა­რი­ფე­ბია, სე­მე­კი ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლურ დო­ნე­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს მათი გან­ხილ­ვე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას. ტა­რი­ფე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბი­სას ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ ხარ­ჯებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უწყვე­ტი, სა­ი­მე­დო და ხა­რის­ხი­ა­ნი მო­მა­რა­გე­ბის­თვის.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კო­მი­სია ყო­ველ­თვის გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას, ითა­ნამ­შრომ­ლოს რო­გორც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თუ პი­რებ­თან, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ტა­რი­ფებ­ზე, ასე­ვე მათ­თვის სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე.

„ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში ტა­რი­ფის ზრდა ბო­ლოს 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2017 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­და, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ი­მე­დო­ო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბით. ტა­რი­ფის დად­გე­ნი­სას სე­მეკ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მხო­ლოდ ის ძი­რი­თა­დი და კომ­პა­ნი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა. სე­მე­კის მიერ გამჭვირ­ვა­ლე სა­ტა­რი­ფო მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე დათ­ვლი­ლი ტა­რი­ფი ასა­ხავ­და მხო­ლოდ იმ აუ­ცი­ლე­ბელ ხარ­ჯებს, რომ­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით უწყვეტ და სა­ი­მე­დო მო­მა­რა­გე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ნებ­რივ გაზს, სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ნა­წილ­ში 2017 წლი­დან დღემ­დე 1 კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი გაზი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სექ­ტო­რის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 57 თეთ­რის ნიშ­ნულ­ზე რჩე­ბა. 2021 წელს, გა­ზის ტა­რი­ფი თბი­ლი­სის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე დო­ნე­ზე (53.9 თეთ­რი / კუბ.მ.) დად­გინ­და, რაც და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე მოქ­მე­დებ­და. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გა­ზის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რია. ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ფასი სა­ბაზ­რო­ზე ნაკ­ლე­ბია, მის ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ე.წ. შაჰდე­ნი­ზის იაფი გაზი, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 1 მლრდ კუ­ბურ მეტ­რამ­დეა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის სო­ცი­ა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მე­ტია და მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ზის ფასი სა­ბაზ­რო­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. ამას­თა­ნა­ვე, საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, გა­ზის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რიფ­ში არ აი­სა­ხა ახა­ლი გაზ­გა­ნა­მა­წი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

2021 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა 2,8 მლრდ კუ­ბურ მეტ­რამ­დე გა­ი­ზარ­და, რაც და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვაა ქვეყ­ნის­თვის იმის ფონ­ზე, რომ ევ­რო­პა­ში გა­ზის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 800 - 1000 აშშ დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია 1000 კუ­ბურ მეტრზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ტა­რი­ფებს, სე­მეკ­მა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის ტა­რი­ფე­ბი და­ად­გი­ნა 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში. ტა­რი­ფე­ბის მა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა პან­დე­მი­ის ფონ­ზე არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სექ­ტორ­ში მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბამ, ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მებ­მა. თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და მცხე­თა­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის 166 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­გეგ­მა. აქაც, სე­მეკ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მხო­ლოდ ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სექ­ტო­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბი­სათ­ვის. სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში დღე­საც ხორ­ცი­ელ­დე­ბა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ტარ­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი სას­მე­ლი წყლი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის მილ­სა­დე­ნებ­ზე ავა­რი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გრძელ­დე­ბა გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

სემეკი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სემეკი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ, საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

სემეკი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისეთი სენსიტიური საკითხებზე მსჯელობისას, როგორიც ტარიფებია, სემეკი ყოველთვის მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოფს მათი განხილვების გამჭვირვალობას. ტარიფების გაანგარიშებისას ითვალისწინებს მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომარაგებისთვის.

მათივე განცხადებით, კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს როგორც მედიასაშუალებებთან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც ტარიფებზე, ასევე მათთვის სხვა საინტერესო საკითხებზე.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ტარიფი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის საიმედოობისათვის აუცილებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით და პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებით. ტარიფის დადგენისას სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის ძირითადი და კომპანიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. სემეკის მიერ გამჭვირვალე სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დათვლილი ტარიფი ასახავდა მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რომლიც უზრუნველყოფდა მომხმარებლების ელექტროენერგიით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. 2021 წელს, გაზის ტარიფი თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაახლოებით იგივე დონეზე (53.9 თეთრი / კუბ.მ.) დადგინდა, რაც დანარჩენ საქართველოში აქამდე მოქმედებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოში სტაბილურია. ბუნებრივი გაზის ფასი საბაზროზე ნაკლებია, მის ფორმირებაში მონაწილეობს ე.წ. შაჰდენიზის იაფი გაზი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 1 მლრდ კუბურ მეტრამდეა, მაგრამ საქართველოში გაზის სოციალური მოხმარება, რომელიც მოიცავს როგორც მოსახლეობას, ასევე თბოელექტროსადგურებს, ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტია და მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომ სოციალური გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლებია. ამასთანავე, საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად, გაზის სამომხმარებლო ტარიფში არ აისახა ახალი გაზგანამაწილებელი ინფრასტრუქტურის ღირებულება.

2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 2,8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც დამატებითი გამოწვევაა ქვეყნისთვის იმის ფონზე, რომ ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 800 - 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია 1000 კუბურ მეტრზე. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.

რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, სემეკმა წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფები დაადგინა 2020 წლის დეკემბერში. ტარიფების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის ფონზე არასაყოფაცხოვრებო სექტორში მოხმარების შემცირებამ, ასევე საინვესტიციო გეგმებმა. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაიგეგმა. აქაც, სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სექტორის ფუნქციონირებისა და მოქალაქეების სასმელი წყლით მომარაგებისათვის. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დღესაც ხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ტარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გრძელდება გამრიცხველიანების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.