Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო
სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო

სა­ლო­მე ჭა­ჭუა ირ­ლან­დი­ურ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს. ამის შე­სა­ხებ მო­ცეკ­ვა­ვემ ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ნა­ცხა­და.

"ნება მო­მე­ცით წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ჩემი თავი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ირ­ლან­დი­ის “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში”... დაე, შე­იქ­მნას თქვენ­თვის და­უ­ვი­წყა­რი შოუ!“ - წერ­და სა­ლო­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი მე­წყვი­ლე ცნო­ბი­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი მო­რაგ­ბე ჯორ­დან კონ­როი იქ­ნე­ბა.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ და­ა­ნონსდა ირ­ლან­დი­ის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ წყვი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა, სა­ლო­მე ჭა­ჭუა და ჯორ­დან კონ­როი იცეკ­ვე­ბენ ერ­თად. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­რაგ­ბე სის­წრა­ფით და სიძ­ლი­ე­რით“, - ვკი­თხუ­ლობთ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ცეკ­ვის სტუ­დი­ის "პრა­იმ დენ­სის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც 27 წლის მო­რაგ­ბემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, ის მზად არის მო­რაგ­ბის ფეხ­საც­მე­ლი დრო­ე­ბით ცეკ­ვის ფეხ­საც­მელ­ზე გაც­ვა­ლოს და იმე­დი აქვს, რომ შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯორ­დან კონ­როი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია.

მო­რაგ­ბე 10 წლის იყო, რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად, დე­დას­თან ერ­თად, ირ­ლან­დი­ა­ში მას შემ­დეგ დაბ­რუნ­და, რაც მა­მამ მათ­ზე იძა­ლა­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ფილმში მო­რაგ­ბის დედა ჯენი ჰყვე­ბა, რომ ერთ დღეს, რო­დე­საც შინ დაბ­რუნ­და, მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა.

მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა, რომ მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი შვილს ხალ­ხის წი­ნა­შე სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე სცემ­და. ერთ ღა­მით კი ჯორ­და­ნის მა­მამ კარი შე­ამ­ტვრია და ყო­ფილ ცოლ­სა და შვილს და­ნით და­ეს­ხა თავს. მა­მა­კა­ცი ითხოვ­და, რომ ყო­ფილ ცოლს მას­თან ერ­თად ეცხოვ­რა.

"თავ­დას­ხმი­სას ჯორ­და­ნი გა­რეთ გა­ვარ­და და ყვი­რი­ლი და­ი­წყო, ჩემი შვი­ლი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს და ასე გა­დავ­რჩით. ამის შემ­დეგ ბარ­გი ჩა­ვა­ლა­გეთ და ირ­ლან­დი­ა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად...“ - ამ­ბობ­და სპორ­ტსმე­ნის დედა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თვის უცხო­ურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა. მო­ცეკ­ვა­ვე 2020 წელს პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე ბე­ი­რუ­თის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­კვლა­ვებ­ში“ ქო­რე­ოგ­რა­ფად იყო მიწ­ვე­უ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
2

წარმატებები სალომეს.წინსვლა და მხოლოდ წინსვლა.

ზურა
2

წარმატება სალომეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. ამის შესახებ მოცეკვავემ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს განაცხადა.

"ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი თავი, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე ირლანდიის “ცეკვავენ ვარსკვლავებში”... დაე, შეიქმნას თქვენთვის დაუვიწყარი შოუ!“ - წერდა სალომე სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მისი მეწყვილე ცნობილი ირლანდიელი მორაგბე ჯორდან კონროი იქნება.

"მოგახსენებთ, რომ დაანონსდა ირლანდიის "ცეკვავენ ვარსკვლავების“ წყვილების ვინაობა, სალომე ჭაჭუა და ჯორდან კონროი იცეკვებენ ერთად. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბე სისწრაფით და სიძლიერით“, - ვკითხულობთ სალომე ჭაჭუას ცეკვის სტუდიის "პრაიმ დენსის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც 27 წლის მორაგბემ მედიასთან განაცხადა, ის მზად არის მორაგბის ფეხსაცმელი დროებით ცეკვის ფეხსაცმელზე გაცვალოს და იმედი აქვს, რომ შოუში გამარჯვებას მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ჯორდან კონროი დასაოჯახებელია.

მორაგბე 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად, დედასთან ერთად, ირლანდიაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მამამ მათზე იძალადა. სპეციალურად მათზე მომზადებულ ფილმში მორაგბის დედა ჯენი ჰყვება, რომ ერთ დღეს, როდესაც შინ დაბრუნდა, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

მან საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილს ხალხის წინაშე სათამაშო მოედანზე სცემდა. ერთ ღამით კი ჯორდანის მამამ კარი შეამტვრია და ყოფილ ცოლსა და შვილს დანით დაესხა თავს. მამაკაცი ითხოვდა, რომ ყოფილ ცოლს მასთან ერთად ეცხოვრა.

"თავდასხმისას ჯორდანი გარეთ გავარდა და ყვირილი დაიწყო, ჩემი შვილი დახმარებას ითხოვდა. უცხო ადამიანებმა პოლიცია გამოიძახეს და ასე გადავრჩით. ამის შემდეგ ბარგი ჩავალაგეთ და ირლანდიაში გადმოვედით საცხოვრებლად...“ - ამბობდა სპორტსმენის დედა ინტერვიუში.

სალომე ჭაჭუასთვის უცხოურ პროექტში მონაწილეობის ეს მეორე შემთხვევაა. მოცეკვავე 2020 წელს პანდემიის დაწყებამდე ბეირუთის "ცეკვავენ ვარკვლავებში“ ქორეოგრაფად იყო მიწვეული.