ყაზახეთის ქალაქ ალმათის პოლიციის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, აქტივისტები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
„ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, - აცხადებენ ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტში.
მანამდე ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. შეტაკებების დროს დაშავდა 300-ზე მეტი სამართალდამცავი.
თხევადი აირის ფასის ზრდა ეს უბრალოდ საბაბი იყო პროტესტისა და არეულობის დაწყებისათვის, სინამდვილეში აშკარად ჩანს წინასწარი განძრახვით დაწყებული მოქმედებები არსებული ხელისუფლების არაკანონიერად და ძალისმიერად მოსაშორებლად.
იმ ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მსგავსად, რომლებიც მოხდა რიგ ქვეყნებში. მაგ „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში, „ტიტების რევოლუცია“ ყირგიზეთში, „კედარის“ რევოლუცია ლიბანში, „არაბული გაზაფხული“ ეგვიპტეში და სხვაგან, ასევე წარუმატებელი რევოლუციები აზერბაიჯანში, ბელარუსში და სირიაში.
ვინ დგას ყოველივე ამის უკან? პირველ რიგში ეს არის დოლარებზე და ევროებზე გაყიდული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, მხარდაჭერილი და დაფინანსებული უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ.
ამ ქვეყნებში მოიაზრება დასავლეთი, პირველ რიგში აშშ და ასევე ზოგიერთი ევროპული ნატოს წევრი სახელმწიფო.
ეს კი არა, სააკაშვილმა ორიოდე დღის უკან მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წაიტრაბახა, რომ შარშან უკრაინაში ყოფნის დროს მას სტუმრობდნენ ყაზახი ოპოზიციონერები რევოლუციური გამოცდილების გასაზიარებლად. ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ის და მისი გუნდი (მაგ. გივი თარგამაძე) ახორციელებდნენ ე.წ. „ფერადი რავოლუციების“ ექსპორტს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ალბათ იკითხავთ ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მიზეზებს. პირველ რიგში ეს არის დასავლეთისათვის მიუღებელი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოშორება და მათ ნაცვლად მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. არანაკლები მნიშვნელობისაა ის ფაქტორი, რომ ძირითადად ეს ე.წ. „ფერადი რავოლუციების“ მოწყობა ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთის საზღვრებთან უშუალო შეხებაში.
მოკლედ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია „ნატო“ დემოკრატიის დამყარების ძახილით ცდილობს მარწუხებში მოაქციოს რუსეთი, მასზე შემდგომი სამხედრო შეტევის განხორციელების მიზნით.
რაც შეეხება ყაზახეთის ხელისუფლებას. ასეთი დაუფიქრებული ნაბიჯის გადადგმა სრულ სიგიჟედ გამოიყურება. ეტყობა ვერ გაძღნენ იქაური მმართველი კლანები. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის პრეზიდენტიც აუცილებლად საქმის კურსში იქნებოდა ფასების ზრდასთან დაკავშირებით...
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს ნაზარბაევს. ინფორმაციით, რომელსაც ვფლობ ყაზახეთის საქმეებში კარგად გარკვეული პირისაგან მისი და მისი კლანის (მაგ. მისი ქალიშვილი) ქონება გაცილებით მეტია, ვიდრე მთლიანად ჩვენი ქვეყნისა.
რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი აქაური მმართველი კლანებისათვის.
ჩვენი ქვეყნის რადიკალური ოპოზიციაც ოცნებობს, რომ ყაზახების მსგავსად ქართველებიც გავიდნენ ქუჩაში...
ალბათ გვეყოფა ჭკუა, რომ არ ავყვეთ დოლარებზე და ევროებზე გაყიდულ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც გვპირდება ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ციდან ჩამოვარდნილ მანანის ქაშებს. მათი ეს დაპირებები გათვლილია გულუბრიყვო და გონება შეზღუდულ ადამიანებზე!
ვიცით უფასო ძეხვის ნაჭერი ვისთვისაა დანიშნული...