მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ" - ადვოკატი

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია, ამი­ტომ მათ წის­ქვილ­ზე წყა­ლი არ უნდა და­ვას­ხათ" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ულ­ტი­მა­ტუმ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას.

"ცხა­დია, პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას ამ­ჟა­მად ვერ გა­ვაჟ­ღე­რებ, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რეს­დეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ შე­ექ­მნას. ვფიქ­რობ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია, ამი­ტომ ამ წის­ქვილ­ზე წყა­ლი არ უნდა და­ვას­ხათ. სა­ბო­ლოო პო­ზი­ცი­ას მას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ვი­გებთ და ვნა­ხავთ რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია რა­ტომ არ ხდე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­დი­კოს­თა ჯგუ­ფის შეშ­ვე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა, რო­მელ­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ქმნის, უკა­ნო­ნოა.

"რაც არ უნდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი ჰყავ­დეთ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ყვე­ლას გვეს­მის, რომ ეს არ არის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ არ ვა­კის­რებთ და­მა­ტე­ბით ტვირთს და ვი­თხოვთ იმ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ტი­მარს გა­აჩ­ნია. ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა, ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რი და დაბ­რკო­ლე­ბა, რო­მელ­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ქმნის არის უკა­ნო­ნო”, - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ორი მო­თხოვ­ნა აქვს - მას­თან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი შე­ვი­დეს და კო­მუ­ნი­კა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად აღ­დგეს. ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ 6 იან­ვრამ­დე ეს პრობ­ლე­მე­ბი არ იქ­ნე­ბო­და მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მებს მი­მარ­თავ­და.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

ვის დაეკარგე ბიჭო შეენ, მიშას დაცვას წადი ოჯახთან გაატარე მეტი დრო შე კვატო შენ

Hm
0

ეს ადვოკატია? თუ პოლიტიკოსი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებულ ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.

"ცხადია, პრეზიდენტის პოზიციას ამჟამად ვერ გავაჟღერებ, თუმცა დაცვის მხარე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. საბოლოო პოზიციას მასთან შეხვედრის შემდეგ გავიგებთ და ვნახავთ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ამ დრომდე უცნობია რატომ არ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში ალტერნატიულ მედიკოსთა ჯგუფის შეშვება და ყველანაირი შეზღუდვა, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის, უკანონოა.

"რაც არ უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველას გვესმის, რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება. ჩვენ არ ვაკისრებთ დამატებით ტვირთს და ვითხოვთ იმ უფლების რეალიზებას, რომელიც ყველა პატიმარს გააჩნია. ამიტომ, ყველანაირი შეზღუდვა, ხელოვნური ბარიერი და დაბრკოლება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის არის უკანონო”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. ადვოკატების ინფორმაციით, თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნებოდა მოგვარებული, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავდა.