ავტორი:

"ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა" - ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

"ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა" - ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ყაზახეთში მყოფი ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს.

ბაჩანა მელაშვილის თქმით, მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი იმყოფება.

მისივე თქმით, მათ არ აქვთ საკვები და ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ.

"ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. 9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტობრივად, "გავიჭედეთ“ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ როგორმე დაგვეხმაროთ ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, რომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან - არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი.