ავტორი:

"დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას - სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ" - დევი ტაბიძე

"დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას - სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ" - დევი ტაბიძე

"თუკი უფრო გაამკაცრებენ რეკომენდაციების დაცვას, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად გავივლით "ომიკრონს“, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას - სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ" - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ "მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, წესების დაცვას სხვაზე უკეთესად ეკლესია აკონტროლებს.

"ვართ ე.წ. SOS მდგომარეობაში და ეს SOS მდგომარეობა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რეკომენდაციების გათვალისწინება. რაც შეეხება სამთავრობო ორგანიზაციებს - თუკი უფრო გაამკაცრებენ რეკომენდაციების დაცვას, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად გავივლით "ომიკრონს“, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობით რეგულაციების გამკაცრებას. სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ.

მე საპატრიარქოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა მაქვს ჩემი პირადი განწყობა - მეც ისეთი მართლმადიდებელი ვარ, როგორც თქვენ და გილოცავთ დამდეგ შობას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავიცვათ წესები. ამ სიტუაციას მეტ-ნაკლებად სხვაზე უკეთესად ეკლესია აკონტროლებს. ჯერჯერობით ეკლესიის კლასტერი არ გამოჩენილა და იმედი მაქვს, რომ არასდროს არ იქნება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.