პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არეულობა ყაზახეთში გრძელდება, არის მსხვერპლი, პრორუსული სამხედრო ალიანსი კი შუააზიურ სახელმწიფოში ე.წ.სამშვიდობო ძალებს გზავნის
არეულობა ყაზახეთში გრძელდება, არის მსხვერპლი, პრორუსული სამხედრო ალიანსი კი შუააზიურ სახელმწიფოში ე.წ.სამშვიდობო ძალებს გზავნის

ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ "გვერ­დზე გა­და­ი­წია“ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ს­მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის გი­გან­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ტკი­ცი­სა და მო­ნო­ლი­თის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენ­და.

მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად ყო­ფი­ლი დე­და­ქა­ლა­ქი - ალ­მა­თი და­ზა­რალ­და, სა­დაც ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­დაწ­ვეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის - მე­რი­ის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, პო­ლი­ცი­ის, უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის შე­ნო­ბე­ბი, გა­ძარ­ცვეს და ცე­ცხლს მის­ცეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­სე­ბი, და­არ­ბი­ეს მა­ღა­ზი­ე­ბი, ბან­კე­ბი, და­ი­კა­ვეს აე­რო­პორ­ტი და მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნად­გუ­რეს.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არე­უ­ლო­ბის დროს პო­ლი­ცი­ი­სა და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 8 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­ტა­კე­ბე­ბის დროს 300-ზე მეტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და­შავ­და. ქა­ლაქ ალ­მა­თის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ არე­უ­ლო­ბას ათო­ბით დე­მონ­სტრან­ტი ემსხვერ­პლა. ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. აქამ­დე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ალ­მათ­ში და მან­გის­ტა­უ­ში მოქ­მე­დებ­და.

დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის აზ­რით, მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი, რომ­ლის სა­ბა­ბი თხე­ვად გაზ­ზე ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა გახ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი იქნა უფრო ღრმა მი­ზე­ზე­ბით - მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ით, ნე­პო­ტიზ­მი­თა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მით, რო­მელ­მაც ხალ­ხს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ და­უ­ტო­ვა სი­ტუ­ა­ცია კა­ნო­ნი­ე­რი გზით შე­ეც­ვა­ლა და ასე­ვე დღეს უკვე კეთ­დე­ბა შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ მომ­ხდა­რი არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ქვეყ­ნის გა­რე­დან, კერ­ძოდ, რუ­სე­თის მიერ იყოს ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი.

და­სავ­ლუ­რი მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყუ­რა­დღე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ამახ­ვი­ლე­ბენ იმ ფაქ­ტზე, რომ ყა­ზა­ხე­თის ლი­დერ­მა - პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ­ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა და­სახ­მა­რებ­ლად პოსტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რას - კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ОДКБ) ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა და ქვე­ყა­ნა­ში წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნა სთხო­ვა.

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "გარ­დი­ან­ში" (The Guardian) და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "პრო­ტეს­ტი ყა­ზა­ხეთ­ში: პრო­მოს­კო­ვუ­რი სამ­ხედ­რო ალი­ან­სი "სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებს“ გზავ­ნის“ (ავ­ტო­რი - შონ უოლ­კე­რი), რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ОДКБ-ის წევ­რე­ბი საკ­მა­ოდ ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ყა­ზა­ხე­თის მოვ­ლე­ნებს და პრე­ზი­დენტ ყა­სიმ­ჟო­მართ თო­ყა­ე­ვის თხოვ­ნა სამ­ხედ­რო-სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე სწრა­ფად და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დენ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს გაგ­ზავ­ნის ОДКБ-ის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი და რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბი­ან ისი­ნი ყა­ზა­ხეთ­ში. ავ­ტო­რი ცი­ტი­რებს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატს ლე­ო­ნიდ კა­ლაშ­ნი­კოვს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში იმ­დენ ხანს დარ­ჩე­ბი­ან, რამ­დენ­საც პრე­ზი­დენ­ტი თო­ყა­ე­ვი ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტებს და­ი­ცა­ვენ ხელ­ყო­ფი­სა­გან.

პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი აქ­ვეყ­ნებს ОДКБ-ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის - სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია და ის სა­გა­რეო და სა­ში­ნაო საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ემუქ­რე­ბა, აღ­კვე­თი­ლი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყა­ზა­ხეთ­ში, სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზე­ბი­სა და ნორ­მა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, ОДКБ-ის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი შე­დი­ან შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით.

სტა­ტი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია ОДКБ-ის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის სტა­ტუ­სი, მათი სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე), წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ნორ­მე­ბი სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. "ОДКБ-ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი წარ­მო­ად­გენს სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ სამ­ხედ­რო, სა­პო­ლი­ციო და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის პერ­სო­ნალს, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ­სე­ბობს სამ­შვი­დო­ბო ბრი­გა­და, რო­მე­ლიც დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლია სა­მა­რის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოლ­ქის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში. წყა­რო

ყა­ზა­ხე­თის მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა სომ­ხე­თის პრე­სა: გა­მო­ცე­მა "ლრა­გი­რი“ ("Լրագիր") აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "შე­იჭ­რე­ბა თუ არა რუ­სე­თი ყა­ზა­ხეთ­ში“. მას­ში ის­ტო­რი­უ­ლი წი­აღსვლე­ბიც არის გა­კე­თე­ბუ­ლი და ნათ­ქვა­მია, რომ 1936 წლამ­დე ყა­ზა­ხე­თი ცალ­კე მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კას არ წარ­მო­ად­გენ­და და რუ­სე­თის სფსრ-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. "1936-38 წლებ­ში კი ყა­ზა­ხეთს ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და - ლე­ვონ მირ­ზო­ი­ა­ნი. ასე რომ, ყა­ზა­ხე­ბის ის­ტო­რი­ა­ში სომ­ხებს უდი­დე­სი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი და მათ­თვის სომ­ხუ­რი მა­ტი­ა­ნე ფას­და­უ­დე­ბე­ლი წყა­როა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში. წყა­რო

ყა­ზა­ხე­თის მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი, ანუ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტრან­ზი­ტი“ - ასე უწო­დე­ბენ 2019 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლას, როცა ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ევ­მა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი დათ­მო და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, პრე­ზი­დენ­ტად კი სე­ნა­ტის (პარ­ლა­მენ­ტის) თავ­მჯდო­მა­რე ყა­სიმ­ჟო­მართ თო­ყა­ე­ვი "აირ­ჩი­ეს“.

ყა­ზა­ხე­თი თა­ვი­სი 19-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა, სა­დაც მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის (მშპ) რა­ო­დე­ნო­ბა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე წე­ლი­წად­ში 27 ათას დო­ლა­რამ­დეა, ხოლო სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი 35 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი აქვს...

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
0

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 9,000 დოლარია და არა 27,000 დოლარი. ალბათ ლარი გინდოდათ დაგეწერათ?

ვლკი ვოლსკი
6

საინტერესოა 145 მილიონიანი რუსეთი როგორ და როდემდე გაუმკლავდება ამდენ კონფლიქტს. უკრაინა, დნეპრისპირეთი, ბელორუსი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ყარაბაღი, სირია, ახლა ყაზახეთშიც შევიდნენ. ყველანაირი რესურსი ამოლევადია. ეს ამდენი რუსიც ეწირება სხვის კონფლიქტებს, პლიუს დიდი ფული იხარჯება. ნუ, ახლა რუსი ოლიგარხები კი აგრძელებენ დომ პერინიონების სმას და ხამანწკების ზედ დაყოლებას მონაკოებში და ბალიზე. მაგრამ ხალხის მოთმინებადაც აქვს ზღვარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

არეულობა ყაზახეთში გრძელდება, არის მსხვერპლი, პრორუსული სამხედრო ალიანსი კი შუააზიურ სახელმწიფოში ე.წ.სამშვიდობო ძალებს გზავნის

არეულობა ყაზახეთში გრძელდება, არის მსხვერპლი, პრორუსული სამხედრო ალიანსი კი შუააზიურ სახელმწიფოში ე.წ.სამშვიდობო ძალებს გზავნის

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინასთან დაკავშირებულმა ვითარებამ "გვერდზე გადაიწია“ და საერთაშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში ცენტრალური აზიის გიგანტი აღმოჩნდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების სიმტკიცისა და მონოლითის სიმბოლოს წარმოადგენდა.

მასობრივი არეულობებით ყველაზე მეტად ყოფილი დედაქალაქი - ალმათი დაზარალდა, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა გადაწვეს სახელმწიფო სტრუქტურების - მერიის, პროკურატურის, პოლიციის, უშიშროების კომიტეტის შენობები, გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს ტელეკომპანიების ოფისები, დაარბიეს მაღაზიები, ბანკები, დაიკავეს აეროპორტი და მისი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, გაანადგურეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. ქალაქ ალმათის პოლიციის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა. ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.

დამკვირვებლების აზრით, მასობრივი პროტესტი, რომლის საბაბი თხევად გაზზე ფასების მომატება გახდა, სინამდვილეში გამოწვეული იქნა უფრო ღრმა მიზეზებით - მოსახლეობის უკმაყოფილებით ხელისუფლების მიმართ, ქვეყანაში გამეფებული კორუფციით, ნეპოტიზმითა და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემით, რომელმაც ხალხს შესაძლებლობა არ დაუტოვა სიტუაცია კანონიერი გზით შეეცვალა და ასევე დღეს უკვე კეთდება შეფასებები, რომ მომხდარი არ არის გამორიცხული ქვეყნის გარედან, კერძოდ, რუსეთის მიერ იყოს ინსპირირებული.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">Площадь Республики в Алматы<br><br>Видео: ТАСС <a href="https://t.co/GuqcRAjGpr">pic.twitter.com/GuqcRAjGpr</a></p>&mdash; Медиазона. Центральная Азия (@mediazona_ca) <a href="https://twitter.com/mediazona_ca/status/1478972689490579456?ref_src=twsrc%5Etfw">January 6, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ყაზახეთის ლიდერმა - პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა დასახმარებლად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სამხედრო სტრუქტურას - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) ოფიციალურად მიმართა და ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად სამშვიდობო ძალების შეყვანა სთხოვა.

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) დაბეჭდილია სტატია, სათაურით: "პროტესტი ყაზახეთში: პრომოსკოვური სამხედრო ალიანსი "სამშვიდობო ძალებს“ გზავნის“ (ავტორი - შონ უოლკერი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ОДКБ-ის წევრები საკმაოდ ოპერატიულად გამოეხმაურნენ ყაზახეთის მოვლენებს და პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევის თხოვნა სამხედრო-სამშვიდობო ძალების შეყვანის თაობაზე სწრაფად დააკმაყოფილეს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენ სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ОДКБ-ის თითოეული წევრი და რამდენ ხანს დარჩებიან ისინი ყაზახეთში. ავტორი ციტირებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ლეონიდ კალაშნიკოვს, რომლის განცხადებით, სამშვიდობო ძალები ყაზახეთში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც პრეზიდენტი თოყაევი ჩათვლის საჭიროდ. ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაიცავენ ხელყოფისაგან.

პუბლიკაციის ავტორი აქვეყნებს ОДКБ-ის საბჭოს თავმჯდომარის - სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა დაკმაყოფილებულია და ის საგარეო და საშინაო საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ემუქრება, აღკვეთილი იქნება. შესაბამისად, ყაზახეთში, სიტუაციის სტაბილიზებისა და ნორმალიზების მიზნით, ОДКБ-ის სამშვიდობო ძალები შედიან შეზღუდული რაოდენობით.

სტატიაში განმარტებულია ОДКБ-ის სამშვიდობო ძალების სტატუსი, მათი სავარაუდო რაოდენობა (დაახლოებით 4-5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე), წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის ნორმები სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. "ОДКБ-ის წევრი ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტი წარმოადგენს სპეციალურად მომზადებულ სამხედრო, საპოლიციო და სამოქალაქო მოსამსახურეების პერსონალს, რომლებიც შესაბამისი საშუალებებით არიან აღჭურვილნი. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებობს სამშვიდობო ბრიგადა, რომელიც დისლოცირებულია სამარის ოლქის ტერიტორიაზე და ცენტრალური სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში იმყოფება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო

ყაზახეთის მოვლენებს ეხმაურება სომხეთის პრესა: გამოცემა "ლრაგირი“ ("Լրագիր") აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "შეიჭრება თუ არა რუსეთი ყაზახეთში“. მასში ისტორიული წიაღსვლებიც არის გაკეთებული და ნათქვამია, რომ 1936 წლამდე ყაზახეთი ცალკე მოკავშირე რესპუბლიკას არ წარმოადგენდა და რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში იყო. "1936-38 წლებში კი ყაზახეთს ეროვნებით სომეხი სახელმწიფო მოღვაწე ხელმძღვანელობდა - ლევონ მირზოიანი. ასე რომ, ყაზახების ისტორიაში სომხებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი და მათთვის სომხური მატიანე ფასდაუდებელი წყაროა“, - აღნიშნულია სტატიაში. წყარო

ყაზახეთის მმართველობის მოდელი, ანუ "ხელისუფლების ტრანზიტი“ - ასე უწოდებენ 2019 წელს განხორციელებულ ხელისუფლების ცვლას, როცა ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დათმო და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა, პრეზიდენტად კი სენატის (პარლამენტის) თავმჯდომარე ყასიმჟომართ თოყაევი "აირჩიეს“.

ყაზახეთი თავისი 19-მილიონიანი მოსახლეობით, ცენტრალური აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყნად მიიჩნევა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 27 ათას დოლარამდეა, ხოლო სავალუტო რეზერვები 35 მილიარდი დოლარი აქვს...

ავტორი: სიმონ კილაძე