პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველას აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი... მიმნდობი ადამიანი ვარ, რაც მინანია ზოგჯერ" - წლის ადამიანის გულახდილი ინტერვიუ და დაპირება
"ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველას აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი... მიმნდობი ადამიანი ვარ, რაც მინანია ზოგჯერ" - წლის ადამიანის გულახდილი ინტერვიუ და დაპირება

წლის მი­წუ­რულს, Ambebi.ge-მ მკი­თხველ­თან ერ­თად წლის ადა­მი­ა­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა. შევ­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ონ­მა და პლა­ნე­ტის უძ­ლი­ე­რეს­მა ადა­მი­ან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ მო­ი­პო­ვა.

როცა ლა­შას ეს ამ­ბა­ვი ვამ­ცნეთ, გა­ი­ხა­რა, გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და პი­რო­ბა დადო, რომ მათ­თვის მეტს გა­ა­კე­თებს და შე­უძ­ლე­ბელ­საც შეძ­ლებს.

"მინ­და, კი­დევ ბევ­რჯერ ვი­ას­პა­რე­ზო და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­ვუ­ტა­ნო ჩემს ქვე­ყა­ნას, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­რო. წინ, აპ­რილ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია. ჯერ ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ და შემ­დეგ შე­ვუდ­გე­ბი ვარ­ჯიშს", - მე­უბ­ნე­ბა ლაშა და წი­ნას­წარ ვი­ცით, რომ იქაც უკონ­კუ­რენ­ტო და უძ­ლე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი ახალ-ახა­ლი რე­კორ­დე­ბით.

წელს მრავ­ლაგ­ზის მსოფ­ლიო რე­კორდსმენ­მა ძა­ლოს­ნო­ბა­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა და ამით ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გის ავ­ტო­რი გახ­და. წლის მი­წუ­რულს კი, ლაშა მე­ხუ­თედ გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. მან რო­გორც ატაც­ში, ისე აკ­ვრა­სა და ორ­ჭიდ­ში, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კორ­დი და­ამ­ხო.

28 წლის ქარ­თვე­ლი ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს +109 კგ. წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, არის ორგზის ოლიმ­პი­უ­რი, ხუთგზის მსოფ­ლიო და ხუთგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი. ფლობს მსოფ­ლიო რე­კორდს ატაც­ში (225 კგ), აკ­ვრა­ში (267 კგ) და ორ­ჭი­დის ჯამ­ში (492 კგ). აქე­დან ატა­ცის და ორ­ჭი­დის ჯა­მის რე­კორ­დე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დია ძა­ლოს­ნო­ბის­თვის.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის წლის ადა­მი­ა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე გევ­სა­უბ­რე­ბა.

  • "მამა იყო ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი"

ყო­ველ ახალ წელს სა­ჩხე­რე­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვხვდე­ბი, ახ­ლაც ასე იყო.

სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე, 15 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი, მერე თბი­ლის­ში მო­მი­წია ჩა­მოს­ვლა, ვვარ­ჯი­შობ­დი... სპორ­ტი მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან, ცელ­ქი ბავ­შვი არ ვი­ყა­ვი. მამა იყო ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი, მას­თან და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში, ისიც ძა­ლო­სა­ნია და დღემ­დე ზრდის ბავ­შვებს. სკო­ლა­ში სწავ­ლით მთლად სა­უ­კე­თე­სო არ ვი­ყა­ვი, ვი­ნა­ი­დან შეკ­რე­ბა-შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მი­წევ­და ხში­რად ყოფ­ნა, სულ ვარ­ჯი­ში და ვარ­ჯი­ში...

ბავ­შვო­ბი­დან გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, ამ სპორ­ტის­თვის მი­მე­ძღვნა ცხოვ­რე­ბა და ამა­ში მა­მის ფაქ­ტორ­მა იმუ­შა­ვა. მან მთხო­ვა, და­მე­წყო ვარ­ჯი­ში, მისი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე მე ვი­ყა­ვი. 12 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე მას­თან ვარ­ჯი­ში, 3 წლის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და ავთო გა­ხო­კი­ძეს­თან გა­ვაგ­რძე­ლე. ვმად­ლობ უფალს, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი და გა­ვა­ხა­რო ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ვა­სა­ხე­ლო ოჯა­ხი და ჩემი ქვე­ყა­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს და ამ სპორ­ტს ყვე­ლაფ­რის­თვის.

ლაშა მშობ­ლებ­თან ერ­თად

დღეს­დღე­ო­ბით ვსწავ­ლობ ფი­ზკულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ხელ­მწი­ფომ წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტსმე­ნებს ხელი შეგ­ვი­წყო ვი­ყოთ გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბიც. დღეს­დღე­ო­ბით ვე­უფ­ლე­ბი მწვრთნე­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბას. ვეც­დე­ბი, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდის საქ­მე­ში ჩავ­დო, მინ­და, ბო­ლომ­დე სპორ­ტში დავ­რჩე, მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია.

  • "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ“

ჩემი მე­უღ­ლე - ანა დე­მუ­რია 2016 წელს გა­ვი­ცა­ნი ბა­თუმ­ში, შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ორი მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს - მა­რი­ა­მი და ელე­ნე. ანა ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა, მხარ­ში მიდ­გას და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ბავ­შვებს ზრდის. მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ...

რო­გო­რია ლაშა? - მოკ­ლედ ვი­ტყვი, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 2010 წელს მო­ვი­და - ახალ­გაზ­რდებ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამი ოქ­როს მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე. მარ­ცხიც მქო­ნია, ისიც, ტრავ­მის გამო - 2012 წელს ის­რა­ელ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. მას მერე 5-ჯერ ვარ დი­დებ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, 5-ჯერ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, 2-ჯერ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ახალ­გაზ­რდებ­ში 2-ჯერ მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ასე­ვე, ახალ­გაზ­რდებ­ში მო­ვი­პო­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბაც.

ახლა ვის­ვე­ნებ... რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვი­წყებ ვარ­ჯიშს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბას, რო­მე­ლიც აპ­რი­ლის თვე­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ჯერ არ ვიცი, სად გა­ი­მარ­თე­ბა ჩემ­პი­ო­ნა­ტი. იმე­დი მაქვს, იქაც ვა­სა­ხე­ლებ ჩემს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას.

  • "მათ ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი"

როცა ჩემ­პი­ო­ნა­ტია, ჩემი ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ჩემ­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან და ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, მაგ­რამ იცი­ან, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დე­ბი. ძლი­ე­რი კი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რა­ღაც სი­სუს­ტე, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი... მიმ­ნდო­ბი ადა­მი­ა­ნი ვარ, ზოგ­ჯერ მი­ნა­ნია ეს კი­დეც, მაგ­რამ არა­ფე­რია...

იმი­სათ­ვის, რომ სპორ­ტსმე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, მთა­ვა­რია ხელ­შე­წყო­ბა, კარ­გი მწვრთნე­ლი და კო­ლექ­ტი­ვი, რო­მელ­შიც ის მოხ­ვდე­ბა. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემი მწვრთნე­ლი მა­მა­ჩე­მი იყო, შემ­დეგ ავ­თან­დილ გა­ხო­კი­ძე, გი­ორ­გი ასა­ნი­ძე... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში და ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს. ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. მწვრთნე­ლე­ბის გარ­და, სპორ­ტსმე­ნი უნდა იყოს მებ­რძო­ლი და დამთმო­ბიც. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ზე მეც ბევ­რჯერ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, მაგ­რამ არ ვიმ­ჩნევ...

  • "დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა უძ­ლი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად გა­ღი­ა­რე­ბენ"

მან­ქა­ნე­ბი მიყ­ვარს ძა­ლი­ან... ასე­ვე, მიყ­ვარს ნა­დი­რო­ბა და ვარ კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ნა­დი­რე. თუმ­ცა ხში­რად ამას ვერ ვა­ხერ­ხებ, სულ შეკ­რე­ბა-ვარ­ჯი­შებ­ზე ვარ. მყავს რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც, მგო­ნი, ყვე­ლა და­დის ჩემს გარ­და. ამას ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ, ვის­თვის და­მე­ნა­ნე­ბა... თვი­თონ "ტო­ი­ო­ტა - 200“-ით ვმოძ­რა­ობ. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მა­ინც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ხა­რებს, მინ­და, მათ არას­დროს გა­ვუც­რუო იმე­დი. სპორ­ტსმე­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა მას აფა­სე­ბენ და უყ­ვართ. როცა დარ­ბა­ზი ივ­სე­ბა, მეც ვივ­სე­ბი. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავს და სულ ემა­ტე­ბა და ემა­ტე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა. სპორ­ტსმე­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს მო­წყვე­ტი­ლი ვართ, მათ შო­რის, თა­ვი­სუ­ფალ დრო­საც და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი. მოკ­ლედ, ბევ­რი რა­ღა­ცაა, რაც მა­ხა­რებს. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა პლა­ნე­ტის უძ­ლი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად გა­ღი­ა­რე­ბენ. ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩემ­ზე იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ, მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­მარ­თლო იმე­დე­ბი, უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას და დიდ შე­დეგს მი­ვაღ­წევ.

  • "კი­დევ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებ რე­კორდს"

მსოფ­ლიო ძა­ლოს­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არა­ვის ჰქო­ნია ამ­ხე­ლა შე­დე­გი, იმე­დი მაქვს, კი­დევ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებ რე­კორდს, ალ­ბათ მექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და რე­სურ­სი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ambebi.ge-ს, თქვენს მკი­თხველს თა­ნად­გო­მის­თვის, იმის­თვის, რომ გა­და­წყვი­ტეს ჯერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ სი­ა­ში და მერე ხმა მო­ე­ცათ ჩემ­თვის. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მიყ­ვარ­ხართ და გე­ფე­რე­ბით. მად­ლო­ბა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს, ყვე­ლას ბედ­ნი­ერ ახალ წელს ვუ­სურ­ვებ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
0

ლაშა გილოცავ 2022 წლის დადგომას. წარმატებებს გისურვებ. კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს ჩვენი ხალხი. შენი ყოველი გამოსვლა სიამაყით გვავსებს. გაიხარე შენ მაგარო კაცოოო.

fasia
0

მიაწექი საამაყო ქართველო, ძაააან მაგარი ხარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველას აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი... მიმნდობი ადამიანი ვარ, რაც მინანია ზოგჯერ" - წლის ადამიანის გულახდილი ინტერვიუ და დაპირება

"ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველას აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი... მიმნდობი ადამიანი ვარ, რაც მინანია ზოგჯერ" - წლის ადამიანის გულახდილი ინტერვიუ და დაპირება

წლის მიწურულს, Ambebi.ge-მ მკითხველთან ერთად წლის ადამიანი გამოავლინა. შევთავაზებული კანდიდატურებიდან ყველაზე მეტი ხმა მრავალგზის ჩემპიონმა და პლანეტის უძლიერესმა ადამიანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.

როცა ლაშას ეს ამბავი ვამცნეთ, გაიხარა, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მათთვის მეტს გააკეთებს და შეუძლებელსაც შეძლებს.

"მინდა, კიდევ ბევრჯერ ვიასპარეზო და ბევრი წარმატება მოვუტანო ჩემს ქვეყანას, გულშემატკივარი გავახარო. წინ, აპრილში ევროპის ჩემპიონატია. ჯერ ცოტას დავისვენებ და შემდეგ შევუდგები ვარჯიშს", - მეუბნება ლაშა და წინასწარ ვიცით, რომ იქაც უკონკურენტო და უძლეველი იქნება, თავისი ახალ-ახალი რეკორდებით.

წელს მრავლაგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით ის დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორი გახდა. წლის მიწურულს კი, ლაშა მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში, მანამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.

28 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მონაწილეობს +109 კგ. წონით კატეგორიაში, არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აქედან ატაცის და ორჭიდის ჯამის რეკორდები მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

სპეციალურად ambebi.ge-სთვის წლის ადამიანი ლაშა ტალახაძე გევსაუბრება.

  • "მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი"

ყოველ ახალ წელს საჩხერეში, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები, ახლაც ასე იყო.

საჩხერის რაიონში დავიბადე, 15 წლამდე იქ ვიზრდებოდი, მერე თბილისში მომიწია ჩამოსვლა, ვვარჯიშობდი... სპორტი მიყვარდა ძალიან, ცელქი ბავშვი არ ვიყავი. მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, მასთან დავიწყე ვარჯიში, ისიც ძალოსანია და დღემდე ზრდის ბავშვებს. სკოლაში სწავლით მთლად საუკეთესო არ ვიყავი, ვინაიდან შეკრება-შეჯიბრებაზე მიწევდა ხშირად ყოფნა, სულ ვარჯიში და ვარჯიში...

ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, ამ სპორტისთვის მიმეძღვნა ცხოვრება და ამაში მამის ფაქტორმა იმუშავა. მან მთხოვა, დამეწყო ვარჯიში, მისი პირველი მოსწავლე მე ვიყავი. 12 წლის ასაკში დავიწყე მასთან ვარჯიში, 3 წლის შემდეგ წამოვედი თბილისში და ავთო გახოკიძესთან გავაგრძელე. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება, ვიყო წარმატებული ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი და გავახარო ჩემი გულშემატკივარი, ვასახელო ოჯახი და ჩემი ქვეყანა. მადლობა ღმერთს და ამ სპორტს ყველაფრისთვის.

ლაშა მშობლებთან ერთად

დღესდღეობით ვსწავლობ ფიზკულტურის უნივერსიტეტში, სახელმწიფომ წარმატებულ სპორტსმენებს ხელი შეგვიწყო ვიყოთ განათლებულებიც. დღესდღეობით ვეუფლები მწვრთნელის სპეციალობას. ვეცდები, ჩემი გამოცდილება და ცოდნა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ჩავდო, მინდა, ბოლომდე სპორტში დავრჩე, მის გარეშე არ შემიძლია.

  • "კეთილი ადამიანი ვარ“

ჩემი მეუღლე - ანა დემურია 2016 წელს გავიცანი ბათუმში, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაოჯახება გადავწყვიტეთ. ორი მშვენიერი ქალიშვილი გვყავს - მარიამი და ელენე. ანა ყველაფრის მოგვარებაში მეხმარება, მხარში მიდგას და, პარალელურად, ბავშვებს ზრდის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ...

როგორია ლაშა? - მოკლედ ვიტყვი, რომ კეთილი ადამიანი ვარ, მიყვარს სხვების დახმარება.

პირველი წარმატება 2010 წელს მოვიდა - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და სამი ოქროს მედალი მოვიპოვე. მარცხიც მქონია, ისიც, ტრავმის გამო - 2012 წელს ისრაელში მესამე ადგილზე გავედი. მას მერე 5-ჯერ ვარ დიდებში მსოფლიოს ჩემპიონი, 5-ჯერ ევროპის ჩემპიონი, 2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი, ახალგაზრდებში 2-ჯერ მაქვს მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა, ასევე, ახალგაზრდებში მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონობაც.

ახლა ვისვენებ... რამდენიმე დღეში დავიწყებ ვარჯიშს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც აპრილის თვეში ჩატარდება. ჯერ არ ვიცი, სად გაიმართება ჩემპიონატი. იმედი მაქვს, იქაც ვასახელებ ჩემს ხალხს და ქვეყანას.

  • "მათ ბოლომდე ვენდობი"

როცა ჩემპიონატია, ჩემი ოჯახი და ახლობლები ჩემზე მეტად განიცდიან და ნერვიულობენ, მაგრამ იციან, რომ გამარჯვებული დავბრუნდები. ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი მხარეები... მიმნდობი ადამიანი ვარ, ზოგჯერ მინანია ეს კიდეც, მაგრამ არაფერია...

იმისათვის, რომ სპორტსმენი წარმატებული იყოს, მთავარია ხელშეწყობა, კარგი მწვრთნელი და კოლექტივი, რომელშიც ის მოხვდება. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მწვრთნელი მამაჩემი იყო, შემდეგ ავთანდილ გახოკიძე, გიორგი ასანიძე... დარწმუნებული ვარ, მათ პროფესიონალიზმში და ბოლომდე ვენდობი ამ ადამიანებს. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. მწვრთნელების გარდა, სპორტსმენი უნდა იყოს მებრძოლი და დამთმობიც. შეიძლება რაღაცაზე მეც ბევრჯერ გავბრაზებულვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ...

  • "დიდი პასუხისმგებლობაა, როცა უძლიერეს ადამიანად გაღიარებენ"

მანქანები მიყვარს ძალიან... ასევე, მიყვარს ნადირობა და ვარ კანონმორჩილი მონადირე. თუმცა ხშირად ამას ვერ ვახერხებ, სულ შეკრება-ვარჯიშებზე ვარ. მყავს რამდენიმე მანქანა, რომლითაც, მგონი, ყველა დადის ჩემს გარდა. ამას ხუმრობით ვამბობ, ვისთვის დამენანება... თვითონ "ტოიოტა - 200“-ით ვმოძრაობ. ყველაზე ძალიან მაინც გულშემატკივრების რაოდენობა მახარებს, მინდა, მათ არასდროს გავუცრუო იმედი. სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია, როცა მას აფასებენ და უყვართ. როცა დარბაზი ივსება, მეც ვივსები. დიდი რაოდენობით გულშემატკივარი მყავს და სულ ემატება და ემატება რაოდენობა. სპორტსმენები ყველაფერს მოწყვეტილი ვართ, მათ შორის, თავისუფალ დროსაც და ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია გვერდში მდგომი ადამიანები. მოკლედ, ბევრი რაღაცაა, რაც მახარებს. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა პლანეტის უძლიერეს ადამიანად გაღიარებენ. ამით ბედნიერი ვარ და იმ ადამიანებს, ვინც ჩემზე იმედებს ამყარებენ, მინდა, მაქსიმალურად გავუმართლო იმედები, უფრო დიდ წარმატებას და დიდ შედეგს მივაღწევ.

  • "კიდევ გავაუმჯობესებ რეკორდს"

მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში არავის ჰქონია ამხელა შედეგი, იმედი მაქვს, კიდევ გავაუმჯობესებ რეკორდს, ალბათ მექნება ამის საშუალება და რესურსი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ambebi.ge-ს, თქვენს მკითხველს თანადგომისთვის, იმისთვის, რომ გადაწყვიტეს ჯერ წარმოდგენილი ვყოფილიყავი ამ სიაში და მერე ხმა მოეცათ ჩემთვის. მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ და გეფერებით. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ.