პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მაინტერესებს რამდენად კარგი ჩოგბურთელია..“ -  ჯოკოვიჩი, რომელმაც ვაქცინაციის წესები დაარღვია, მწვავე კრიტიკის ობიექტია
"არ მაინტერესებს რამდენად კარგი ჩოგბურთელია..“ -  ჯოკოვიჩი, რომელმაც ვაქცინაციის წესები დაარღვია, მწვავე კრიტიკის ობიექტია

სერ­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, მი­უ­ხე­და­ვად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის"დარ­ღვე­ვი­სა. ავ­სტრა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოქ­მე­დებს, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია, ჩოგ­ბურ­თელ­ზე კი გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ავ­სტრა­ლი­ელ­თა მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მოქ­მედ ჩემ­პი­ონს "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ეპყრო­ბი­ან", თუმ­ცა ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა გან­სა­კუთ­რე­ბით იმის ფონ­ზე, რომ ისი­ნი უამ­რა­ვი რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით ცხოვ­რო­ბენ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, პო­ლი­ტი­კო­სებს და თა­ვად ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს.

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქრე­იგ თე­ი­ლი ამ­ბობს, რომ 26-მა სპორ­ტსმენ­მა მი­მარ­თა მათ, რომ და­ეშ­ვათ ჯო­კო­ვი­ჩის­თვის "პა­ტა­რა გა­მო­ნაკ­ლი­სი", რაც ფე­დე­რა­ლურ­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

  • "შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო გა­ვა­ტა­რე ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად და დღეს მივ­დი­ვარ ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სის ნე­ბარ­თვით. მზად ვარ ვი­ცხოვ­რო და ვი­სუნ­თქო ჩოგ­ბურ­თით მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში", - წერს ჯო­კო­ვი­ჩი "ინ­სტაგ­რამ­ზე."

ამას­თა­ნა­ვე, მას სა­ჯა­როდ არ უთ­ქვამს გა­ი­კე­თა თუ არა აცრა, თუმ­ცა გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის.

"პი­რა­დად მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და არ ვი­სურ­ვებ­დი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით“, - ამ­ბობ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი.

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქამ­დეც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ მთავ­რო­ბას და ამ­ბობ­დნენ, რომ კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლაფ­რის ნე­ბას რთავ­დნენ, მა­შინ როცა უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ და მო­მაკ­ვდავ ადა­მი­ა­ნებ­საც კი ვერ ნა­ხუ­ლობ­დნენ.

"არ მა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დე­ნად კარ­გი ჩოგ­ბურ­თე­ლია, თუ უარს ამ­ბობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, არ უნდა შე­უშ­ვან“, - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი, სტე­ფან პარ­ნი­სი.

"თუ ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი მარ­თლაც და­უშ­ვეს, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ვაქ­ცი­ნა­ცია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მაა, ნო­ვაკ“, - წე­რენ "ტვი­ტერ­ში."

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა მელ­ბურნ­ში სტარტს 17 იან­ვარს აი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

მე ჯოკოვიჩის ფანი ვარ.მაგრამ ავსტრალია სახელმწიფოა სადაც კანონს პატივს ცემენ,რა მლიშვნელობა აქ ჯოკოვიჩია,პელე თუ პავლე.მოიგებდა მჯერა 

ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე.

Თენგო
5

Გადაიხედოს უნდა ეს უაზროდ გამკაცრებული რეგულაციები. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არ მაინტერესებს რამდენად კარგი ჩოგბურთელია..“ -  ჯოკოვიჩი, რომელმაც ვაქცინაციის წესები დაარღვია, მწვავე კრიტიკის ობიექტია

"არ მაინტერესებს რამდენად კარგი ჩოგბურთელია..“ -  ჯოკოვიჩი, რომელმაც ვაქცინაციის წესები დაარღვია, მწვავე კრიტიკის ობიექტია

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად ვაქცინაციის წესების"დარღვევისა. ავსტრალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ქვეყანაში შესვლა არავაქცინირებული პირებისთვის აკრძალულია, ჩოგბურთელზე კი გამონაკლისი დაუშვეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავსტრალიელთა მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოქმედ ჩემპიონს "განსაკუთრებულად არ ეპყრობიან", თუმცა ავსტრალიელები მიიჩნევენ, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ისინი უამრავი რეგულაციის დაცვით ცხოვრობენ. გადაწყვეტილებისთვის მოქალაქეები აკრიტიკებენ ოფიციალურ პირებს, პოლიტიკოსებს და თავად ნოვაკ ჯოკოვიჩს.

ავსტრალიის ღია პირველობის ხელმძღვანელი, ქრეიგ თეილი ამბობს, რომ 26-მა სპორტსმენმა მიმართა მათ, რომ დაეშვათ ჯოკოვიჩისთვის "პატარა გამონაკლისი", რაც ფედერალურმა მარეგულირებელმა გაითვალისწინა.

  • "შესანიშნავი დრო გავატარე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და დღეს მივდივარ ავსტრალიაში გამონაკლისის ნებართვით. მზად ვარ ვიცხოვრო და ვისუნთქო ჩოგბურთით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში", - წერს ჯოკოვიჩი "ინსტაგრამზე."

ამასთანავე, მას საჯაროდ არ უთქვამს გაიკეთა თუ არა აცრა, თუმცა გასულ წელს განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო ვაქცინაციის.

"პირადად მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის და არ ვისურვებდი, რომ ვაქცინაციის გაკეთებას გვაიძულებდნენ მოგზაურობის უფლების მიღების მიზნით“, - ამბობდა ჩოგბურთელი.

ავსტრალიის მოქალაქეები აქამდეც ადანაშაულებდნენ მთავრობას და ამბობდნენ, რომ კოვიდ რეგულაციების მიუხედავად, მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ყველაფრის ნებას რთავდნენ, მაშინ როცა უბრალო მოქალაქეები თავიანთი ახლობლებისგან განცალკევებულნი იყვნენ და მომაკვდავ ადამიანებსაც კი ვერ ნახულობდნენ.

"არ მაინტერესებს რამდენად კარგი ჩოგბურთელია, თუ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ უნდა შეუშვან“, - წერს ადგილობრივი ექიმი, სტეფან პარნისი.

"თუ ეს გამონაკლისი მართლაც დაუშვეს, მილიონობით ადამიანის მიმართ უპატივცემულობაზე მიუთითებს. ვაქცინაცია სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემაა, ნოვაკ“, - წერენ "ტვიტერში."

ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში სტარტს 17 იანვარს აიღებს.