სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან არასერიოზულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს" - ლევან იოსელიანი სააკაშვილზე
"ძალიან არასერიოზულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს" - ლევან იოსელიანი სააკაშვილზე

"ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია, როცა ვი­გებთ, რომ ადა­მი­ა­ნი ერთი კვი­რის წინ წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო, მერე იყო ცუ­დად, ხოლო ახლა ეკო­ნო­მი­კურ გეგ­მა­ზე მუ­შა­ობს" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ვიცე-სპი­კერ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

იო­სე­ლი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სის­ტე­მუ­რი ხედ­ვა უნდა ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბოს, რა­საც მათი მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ამას სჭირ­დე­ბა დე­ბა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის ად­გი­ლია. აქ უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა თუ აზ­რთა თან­ხვედ­რა. ეს არის ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და ეს რომ არ ხდე­ბა, ამი­ტო­მაც არის, რომ ერ­თმა­ნე­თის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და გა­მოთ­ქმე­ბის ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი გვი­წევს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში რომ იყოს მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი მარ­ტო მათი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი არ არის და უამ­რა­ვი სხვა პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

ამას­თან, იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს არ უჭერს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბიც იკა­ვე­ბენ თავს და კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხი კი­თხვის ქვეშ დგას.

"ზო­გა­დად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გე­ბის მი­მართ კარ­გად არ იქ­ცე­ვა, რად­გან ყო­ველ­თვის ფაქ­ტის წი­ნა­შე გვა­ყე­ნე­ბენ და ეს ფაქ­ტი ყო­ველ­თვის მათი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სია და სხვა არა­ფე­რი. ეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა თა­ვად პარ­ლა­მენ­ტში არ არი­ან. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჯერ შე­მო­ვიდ­ნენ და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დაგ­ვე­წყო - ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ზე შევ­თან­ხმდეთ ან ვერ შევ­თან­ხმდეთ. ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას მხარს არ და­ვუ­ჭერთ არა იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცე­ბის­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და გვინ­და - უბ­რა­ლოდ სწო­რად არ მიგ­ვაჩ­ნია, მხა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე და­ვუ­ჭი­როთ, მა­შინ რო­დე­საც სა­უ­ბა­რი აღარ არის 5 ივ­ლი­სის საქ­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე - მათ შო­რის, სუს-იდან გა­მო­ჟო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე. ამ სა­კი­თხე­ბის და­ვი­წყე­ბა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. თუ მა­ინ­ცა და მა­ინც სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია წა­მე­ბა­ზე უნდა შე­იქ­მნას, ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბის ფაქ­ტი გა­მო­ვი­ძი­ოთ, რა­საც მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს ჰქონ­და ად­გი­ლი და დღემ­დე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის - ეს ყვე­ლა­ფე­რი კომ­პლექ­სუ­რად გა­მო­ვი­ძი­ოთ!", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანა
4

ვაი თქვენს პატრონს! იოსელიანო რა გაგიკეთებია იმის მეასედი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ან რას აკეთებ ეხლა პარლამენტში, ზიხართ და ბუზებს ითვლით, კაცმა ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია,ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა და კიდევ იმას ლანძღავთ? ხალხში ცდილობთ სახელი გაუტეხოთ, მაგრამ ყველამ იცის (თქვენმა მომხრეებმაც კი) ვინ ვინ არის, მოვა დრო და მიშას სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, თქვენ კი ისე აორთქლდებით, რომ კაციშვილს აღარ ეხსომებით, მიშას ხალხი არ დაუვიწყებს მის სიკეთეებს, აღარ ჩამოვთვლი, ყველამ ყველაფერი კარგად იცის!

ნინია
3

მისი პრეზიდენტობის დროს ხომ ახუშხუშებული იყო ეკონომიკა და ახლა , უკეთესს გააკეთებს. მაშინ ვინ უშლიდა? კვირაში სამჯერ , რომ ხსნიდა ერთაიგივე საწარმოს, ავტობუსით დაარბენინებდნენ ხალხს , ვითომ გახსნაზე. ყველაფერი სიყალბეზე და მხოლოდ ფასადურზე რომ იყო შექმნილი. მართლაც ამაზრზენია ეს გაუთავებელი მასკარადი. ამ სექტაში დავიჯერო ერთი ნორმალური არავინაა, რომ სახელმწიფოებრივად უაზრო მის? ასე რამ გამოგათაყვანათ და თავი აიგდეს სასაცილოდ? დღითიდღე ფარჩაკდებიან და ათას სისულელეს ბოდიალობენ. უკვე სირცხვილია, პაციენტებათ იქცა მთელი სექტა.

ავტორი:

"ძალიან არასერიოზულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს" - ლევან იოსელიანი სააკაშვილზე

"ძალიან არასერიოზულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს" - ლევან იოსელიანი სააკაშვილზე

"ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სისტემური ხედვა უნდა ჩამოიყალიბოს, რასაც მათი მხრიდან პარლამენტში მუშაობის დაწყება სჭირდება.

"ამას სჭირდება დებატები პარლამენტში, სადაც პოლიტიკური დისკუსიის ადგილია. აქ უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა თუ აზრთა თანხვედრა. ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ეს რომ არ ხდება, ამიტომაც არის, რომ ერთმანეთის ინიციატივებისა და გამოთქმების ასეთი შეფასებები გვიწევს. "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში რომ იყოს მიხვდებოდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი მარტო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის და უამრავი სხვა პრობლემა არსებობს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც იკავებენ თავს და კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ქვეშ დგას.

"ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ კარგად არ იქცევა, რადგან ყოველთვის ფაქტის წინაშე გვაყენებენ და ეს ფაქტი ყოველთვის მათი პარტიული ინტერესია და სხვა არაფერი. ეს იმ პირობებში, როცა თავად პარლამენტში არ არიან. ვისურვებდი, რომ ჯერ შემოვიდნენ და კონსულტაციები დაგვეწყო - ამის შემდეგ შეიძლება რაღაცაზე შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ჩვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არა იმიტომ, რომ ვიღაცებისთვის სამაგიეროს გადახდა გვინდა - უბრალოდ სწორად არ მიგვაჩნია, მხარი საგამოძიებო კომისიას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დავუჭიროთ, მაშინ როდესაც საუბარი აღარ არის 5 ივლისის საქმის საგამოძიებო კომისიაზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიებაზე - მათ შორის, სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციებზე. ამ საკითხების დავიწყება სწორად არ მიმაჩნია. თუ მაინცა და მაინც საგამოძიებო კომისია წამებაზე უნდა შეიქმნას, ვისურვებდი, ყველა იმ ადამიანის წამების ფაქტი გამოვიძიოთ, რასაც მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჰქონდა ადგილი და დღემდე გამოძიებული არ არის - ეს ყველაფერი კომპლექსურად გამოვიძიოთ!", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"