ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, 4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვი, წუხელ გარდაიცვალა.
როგორც მაია ჩხაიძე განმარტავს, ბოლო 1 კვირაში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა.