ავტორი:

"პერსონალი მზად არის, კლინიკებს მედიკამენტების მარაგი აქვთ და მომზადებული ხვდებიან გამოწვევებს" - თამარ გაბუნია

"პერსონალი მზად არის, კლინიკებს მედიკამენტების მარაგი აქვთ და მომზადებული ხვდებიან გამოწვევებს" - თამარ გაბუნია

"საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომელიც კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალი შტამი „ომიკრონი“ და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზის გამოყენება რჩება.

„ბუნებრივია, კოვიდის მართვის პროცესში ახალი გამოწვევები არის. მსოფლიო დღეს უმკლავდება „ომიკრონის“ ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს, საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.