პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა - ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს, გამოექანეთ რაშმორიდანო... " - ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
"დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა - ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს, გამოექანეთ რაშმორიდანო... " - ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ასე­თი პა­სუ­ხი მყი­სი­ერ სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რას ჰპო­ვებს პრო­რუ­სუ­ლი ფა­შის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, იქ­ნე­ბა ეს ალტ-ინ­ფოს­მაგ­ვა­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი თუ და­ბა­ლი იერ­არ­ქე­ბი თუ რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე ცალ­კე­უ­ლი გავ­ლე­ნის აგენ­ტი - ვინ ეკი­თხე­ბა და­სავ­ლეთს ჩვენ რო­გორ ვი­ცხოვ­რებთ,- ასე აფა­სებს პარ­ტია "გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან აშშ-ს სა­ელ­ჩოს მი­სა­მარ­თით გა­ა­კე­თა.

რო­გორც ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, იზ­რდე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცია და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი­დევ უფრო აშო­რე­ბენ ქვე­ყა­ნას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებს.

"ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და არც კო­ბა­ხი­ძეა პირ­ვე­ლი, ვინც და­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სულ კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს ასე­თი ში­ნა­არ­სი­სა და ტო­ნა­ლო­ბის ტექ­სტით თვე­ე­ბია, რაც ეს "პა­ტერ­ნი“ ჩა­მო­ყა­ლიბ­და:

1. და­სავ­ლე­თი აკ­რი­ტი­კებს “ოც­ნე­ბის” რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ნა­ბიჯს, რომ­ლი­თაც ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ხე­ლის ბი­ჭე­ბი კი­დევ უფრო მეტ ძა­ლა­უფ­ლე­ბას იგ­დე­ბენ ხელ­ში ან იმ­ყა­რე­ბენ უკვე არ­სე­ბულ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რი­თიც კი­დევ უფრო ზრდი­ან პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, კი­დევ უფრო აშო­რე­ბენ ქვე­ყა­ნას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებს, კი­დევ უფრო კლა­ვენ გან­ვი­თა­რე­ბის შან­სებს და ა.შ. (ასე მოხ­და უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში “კლა­ნის” ჩა­ბე­ტო­ნე­ბის შემ­დეგ, სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ და 2%-იან ბა­რი­ე­რი­ან სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე არ გა­დას­ვლის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში “კლა­ნის” ძა­ლა­უფ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ)

2. და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კა­ზე “ოც­ნე­ბის” სინ­დი­სის­გან (ნა­წი­ლი) და/ან ტვი­ნის­გან (ნა­წი­ლი) დაც­ლი­ლი მო­ლა­პა­რა­კე თა­ვე­ბი პა­სუ­ხო­ბენ რომ

ა) ჩვენ და­სავ­ლელ მე­გობ­რებს არ ეს­მით კარ­გად რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რეს მათ და რომ ეს რე­ფორ­მა იყო ერ­თა­დერ­თი სწო­რი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო

ბ) და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კა­ში შეც­დო­მე­ბია ("ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის“), რომ­ლე­ბიც იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არ ფლო­ბენ სრუ­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას

გ) და­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სუ­ლი კრი­ტი­კა არას­წო­რია და რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის ბრა­ლია (აშშ-ს ელჩს და­ა­დეს პირ­და­პირ ხელი)

დ) ასე­თი კრი­ტი­კის გამო და­სავ­ლე­თი ნდო­ბას კარ­გავს "ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ თვალ­ში ე) იქით მი­უ­თი­თე­ბენ პრობ­ლე­მებ­ზე, მა­გა­ლი­თად 5 ივ­ლი­სის სის­ხლი­ან დარ­ბე­ვა­ზე წა­მო­სულ კრი­ტი­კა­ზე ახ­ლან­დელ­მა პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა უპა­სუ­ხა თქვენც ხომ ვერ შე­ა­ჩე­რეთ BLM-ის აქ­ცი­ე­ბის დრო ქუ­ჩა­ში ძა­ლა­დო­ბაო

3. "ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ასე­თი პა­სუ­ხი მყი­სი­ერ სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რას ჰპო­ვებს პრო­რუ­სუ­ლი ფა­შის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, იქ­ნე­ბა ეს ალტ-ინ­ფო­მაგ­ვა­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი თუ და­ბა­ლი იერ­არ­ქე­ბი თუ რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე ცალ­კე­უ­ლი გავ­ლე­ნის აგენ­ტი - ვინ ეკი­თხე­ბა და­სავ­ლეთს ჩვენ რო­გორ ვი­ცხოვ­რებთ, თა­ვი­ანთ პი­და­რას­ტებს მი­ხე­დონ მა­გათ, მაგ ქვეყ­ნე­ბის ასა­კის მუხა გვიდ­გას ჯე­მა­ლას ეზო­ში, მა­გათ­ზე უკეთ ვი­ცით რო­გორ უნდა ავა­შე­ნოთ ქვე­ყა­ნა­ეს არ ხდე­ბო­და 2021 წლამ­დე. შარ­შან და­ი­წყო. მა­ნამ­დე "ოც­ნე­ბა“ რი­ტო­რი­კის დო­ნე­ზე მა­ინც ან­გა­რიშს უწევ­და და­სავ­ლე­თის აზრს. 2020-მა გა­და­ტე­ხა სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ზო­მე­ბის ფონ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი/ოც­ნე­ბა დარ­წმუნ­და რომ "ეს ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს აი­ტანს“ . კლა­სი­კაა უკ­ვე­რომ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ:

1. ივა­ნიშ­ვი­ლი/ოც­ნე­ბა არ თმობს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, პი­რი­ქით და ამას სწი­რავს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს

2. და­სავ­ლე­თი ეუბ­ნე­ბა, რომ ასე ქვე­ყა­ნას კი­დევ უფრო ეტი­რე­ბა დედა

3. ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ტე­ლი­ტე­ბით პა­სუ­ხობს გა­მო­ე­ქა­ნეთ რაშ­მო­რი­და­ნო ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია მოს­წონს რუ­სეთს, რად­გან და­სავ­ლეთ­თან გა­უ­ცხო­ე­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნიშ­ნავს:

1. არა­ნა­ი­რი ნატო და რუ­სე­თის­გან უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

2. არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის

3. არა­ნა­ი­რი ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი რუ­სე­თის სამ­ხრეთ სა­ზღვარ­თან

4. რუ­სე­თის მხრი­დან მო­რი­გი დე­მონ­სტრი­რე­ბა მსოფ­ლი­ოს­თვის, რომ ეს რე­გი­ო­ნი არის მისი ბოს­ტა­ნი

5. გრძელ­ვა­დი­ა­ნად სრუ­ლად რუ­სე­თის კე­თილ ნე­ბა­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო (და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი თუ მა­ნამ­დე არ გა­იქ­ცნენ აქე­დან) და, შე­სა­ბა­მი­სად კავ­კა­სი­აც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამას ვერ ხე­და­ვენ (ვინც ხე­დავს და ეს უნდა, მათ­თის ახ­სნას აზრი არ აქვს), მა­ინც ავ­ხსნი რომ და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე:

1. არ იარ­სე­ბებს არა­ნა­ი­რი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა და აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი წავა თით­ქმის დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით

2. ამ ქვე­ყა­ნა­ში არ შე­მო­ვა ფული, რო­მე­ლიც არ გვაქვს, სა­ერ­თოდ არ გვაქვს, არა­და გვჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, და დავ­რჩე­ბით ისე­თი­ვე გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ უტვი­ნო სი­რე­ბად, რო­გო­რე­ბიც ახლა ვართ (პირ­ველ რიგ­ში პუ­ტი­ნის თვალ­ში)

3. გრძელ­ვა­დი­ა­ნად - ვერ გა­დავ­რჩე­ბით. გავ­ქრე­ბით. ვინც გა­ას­წრებს, გა­ას­წრებს.ესაა სულ, თუმ­ცა, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ რუს­თა­ვე­ლი ლა­მა­ზად გა­ა­ნა­თეს, გიჟ­დე­ბა ხალ­ხი“,- წერს ზურა ჯა­ფა­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მად, "გა­სულ კვი­რას მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ძირი გა­მო­უ­თხა­რა მთავ­რო­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბით“ .

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რი იყო სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, აშშ-ს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და არას­წო­რია. "არის ხოლ­მე, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჩვენ ვის­მენთ არა­სა­მარ­თლი­ან და არას­წორ შე­ფა­სე­ბებს მათი მხრი­დან და ეს არის ამის მო­რი­გი მა­გა­ლი­თი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ­ყევს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ“, -გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
7

ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შენ ხარ დამნაშავე, რომელმაც თავგზა აუბნია ბევრ ახალგაზრდას ცრუ სლოგანით. თქვენთვის თავისუფლების შეგრძნება იგივეა რასაც გრძნობს დაბოლილი ქეში სიამოვნების აპოთეოზში. მათგან მაქვს ეს ინფორმაცია, მაინტერესებს ეს თემა და გარკვეული კვლევა ჩავატარე ერთ-ერთი პარტიის აქტივისტებს შორის. ასე რომ სიტყვა თავისუფლება მათი აღქმით მხოლოდ ნარკოტიკულ ტკბობას ნიშნავს (ეს ტკბილი სიტყვა - თავისუფლება). ეს უფრო აღვირახსნილობაა, ქაოსთან და ანარქისათან ახლო მდგომი , ვიდრე ჭეშმარიტი, მხოლოდ დიდი რწმენით, ცოდნით და ბრძოლით მიღწეული მდგომარეობა სულისა.

koka
39

ეს ყველაზე ნორმალური პოლიტიკოსია საქართველოში სიმართლეს მაინც იძახის და არ იტყუება რაც არ უნდა მწარე სიმართლე იყოს პირდაპირ ამბობ ს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა - ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს, გამოექანეთ რაშმორიდანო... " - ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა - ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს, გამოექანეთ რაშმორიდანო... " - ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"ოცნების“ მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფოსმაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი - ვინ ეკითხება დასავლეთს ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ,- ასე აფასებს პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ს საელჩოს მისამართით გააკეთა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, იზრდება პოლარიზაცია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები კიდევ უფრო აშორებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც კობახიძეა პირველი, ვინც დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს ასეთი შინაარსისა და ტონალობის ტექსტით თვეებია, რაც ეს "პატერნი“ ჩამოყალიბდა:

1. დასავლეთი აკრიტიკებს “ოცნების” რომელიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომლითაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებენ ხელში ან იმყარებენ უკვე არსებულ ძალაუფლებას, რითიც კიდევ უფრო ზრდიან პოლარიზაციას, კიდევ უფრო აშორებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, კიდევ უფრო კლავენ განვითარების შანსებს და ა.შ. (ასე მოხდა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “კლანის” ჩაბეტონების შემდეგ, სრულად პროპორციულ და 2%-იან ბარიერიან საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “კლანის” ძალაუფლების გაძლიერების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ)

2. დასავლეთის კრიტიკაზე “ოცნების” სინდისისგან (ნაწილი) და/ან ტვინისგან (ნაწილი) დაცლილი მოლაპარაკე თავები პასუხობენ რომ

ა) ჩვენ დასავლელ მეგობრებს არ ესმით კარგად რა მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს მათ და რომ ეს რეფორმა იყო ერთადერთი სწორი და აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო

ბ) დასავლეთის კრიტიკაში შეცდომებია ("ტექნიკური ხასიათის“), რომლებიც იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი მეგობრები არ ფლობენ სრულად ინფორმაციას

გ) დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა არასწორია და რომ ეს კონკრეტული ბიუროკრატების ბრალია (აშშ-ს ელჩს დაადეს პირდაპირ ხელი)

დ) ასეთი კრიტიკის გამო დასავლეთი ნდობას კარგავს "ქართული საზოგადოების“ თვალში ე) იქით მიუთითებენ პრობლემებზე, მაგალითად 5 ივლისის სისხლიან დარბევაზე წამოსულ კრიტიკაზე ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა უპასუხა თქვენც ხომ ვერ შეაჩერეთ BLM-ის აქციების დრო ქუჩაში ძალადობაო

3. "ოცნების“ მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფომაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი - ვინ ეკითხება დასავლეთს ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, თავიანთ პიდარასტებს მიხედონ მაგათ, მაგ ქვეყნების ასაკის მუხა გვიდგას ჯემალას ეზოში, მაგათზე უკეთ ვიცით როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანაეს არ ხდებოდა 2021 წლამდე. შარშან დაიწყო. მანამდე "ოცნება“ რიტორიკის დონეზე მაინც ანგარიშს უწევდა დასავლეთის აზრს. 2020-მა გადატეხა სიტუაცია, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფონზე ივანიშვილი/ოცნება დარწმუნდა რომ "ეს ხალხი ყველაფერს აიტანს“ . კლასიკაა უკვერომ გავამარტივოთ:

1. ივანიშვილი/ოცნება არ თმობს ძალაუფლებას, პირიქით და ამას სწირავს ჩვენი შვილების მომავალს

2. დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა

3. ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს გამოექანეთ რაშმორიდანო ეს ყველაფერი ცხადია მოსწონს რუსეთს, რადგან დასავლეთთან გაუცხოება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს:

1. არანაირი ნატო და რუსეთისგან უსაფრთხოება საქართველოში

2. არანაირი ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის

3. არანაირი ლიბერალური დემოკრატიის წარმატებული მაგალითი რუსეთის სამხრეთ საზღვართან

4. რუსეთის მხრიდან მორიგი დემონსტრირება მსოფლიოსთვის, რომ ეს რეგიონი არის მისი ბოსტანი

5. გრძელვადიანად სრულად რუსეთის კეთილ ნებაზე ჩამოკიდებული საქართველო (და ჩვენი შვილების მომავალი თუ მანამდე არ გაიქცნენ აქედან) და, შესაბამისად კავკასიაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებისთვის, რომლებიც ამას ვერ ხედავენ (ვინც ხედავს და ეს უნდა, მათთის ახსნას აზრი არ აქვს), მაინც ავხსნი რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე:

1. არ იარსებებს არანაირი არაღიარების პოლიტიკა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი წავა თითქმის დომინოს პრინციპით

2. ამ ქვეყანაში არ შემოვა ფული, რომელიც არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს, არადა გვჭირდება განვითარებისთვის, და დავრჩებით ისეთივე განუვითარებელ უტვინო სირებად, როგორებიც ახლა ვართ (პირველ რიგში პუტინის თვალში)

3. გრძელვადიანად - ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებს.ესაა სულ, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსთაველი ლამაზად გაანათეს, გიჟდება ხალხი“,- წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით“ .

ამავე განცხადებაში საუბარი იყო საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება არასამართლიანი და არასწორია. "არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"