"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.
ამის შესახებ ხერხეულიძემ მედიას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია.
"მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ხერხეულიძე.